reportiori.ge - ქალები, რომლებსაც „ბალეტკები“ ეცვათ, კანში ფილმ „კეროლის“ პრემიერაზე არ შეუშვეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:45
ყვითელი
ქალები, რომლებსაც „ბალეტკები“ ეცვათ, კანში ფილმ „კეროლის“ პრემიერაზე არ შეუშვეს
ავტორი:
19 მაისი, 2015. 14:44


ქალები, რომლებიც კანის კინოფესტივალზე ფილმ „კეროლის" პრემიერაზე უქუსლო ფეხსაცმლით („ბალეტკები") მივიდნენ, კინოსეანსზე არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ScreenDaily ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს სტუმრებს, რომელთა ასაკი 50 წელს აღემატებოდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა სამედიცინო ჩვენებების გამო არ შეეძლოთ.


ფესტივალის პერსონალმა ქალებს განუცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებდნენ, თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ჩაიცვამდნენ.


მსგავსი ინციდენტის შესახებ ისაუბრა რეჟისორმა აზიფ კაპადიამაც. მან განაცხადა, რომ შეუსაბამო ფეხსაცმლის გამო კინოფესტივალის თანამშრომლები მის მეუღლეს ფილმ „ემის" პრემიერაზე არ უშვებდნენ, თუმცა საბოლოოდ მან მაინც მოახერხა კინოჩვენებაზე შეღწევა.


კანის კინოფესტივალის წარმომადგენლები აღნიშნულზე კომენატრს არ აკეთებენ. თუმცა მათ დაადასტურეს, რომ წესების თანახმად, ქალები კინოჩვენებზე მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დაიშვებიან.


ფილმში „კეროლი" მოქმედება ნიუ-იორკში 1950-იან წლებში მიმდინარეობს. სურათში მოთხრობილია ახალგაზრდა გამყიდველი ქალის ტერეზასა (რუნი მარა) და გათხოვილი ქალის კეროლის (ქეით ბლანშეტის) სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. სურათი დაფუძნებულია პატრიცია ჰაისმიტის რომანზე „მარილის ფასი", რომელიც 1952 წელს გამოქვეყნდა.


კანის 68-ე კინოფესტივალი 13 მაისს გაიხსნა და 24 მაისამდე გასტანს.



(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   http://mtavari.info/com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016