reportiori.ge - 25 მაისს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:44
რელიგია
25 მაისს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ავტორი:
21 მაისი, 2015. 03:31



25 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.


პატრიარქის მდივნის, დეკანოზ  მიქაელ ბოტკოველის განცხადებით წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს.


მისივე თქმით, სხდომაზე განსახილველი საკითხები წინასწარ უცნობია. სხდომის დასრულების შემდეგ კი, ტრადიციულად, სხდომის განჩინება მედიისთვის ცნობილი გახდება.

სავარაუდოდ, წმინდა სინოდის სხდომაზე ნიკორწმინდის ეპარქიისთვის ახალი მღვდელმთავრის გამორჩევის საკითხზე იმსჯელებენ, რადგან მიტროპოლიტი ელისე მარტის შუა რიცხვებში გარდაიცვალა და ახალი მღვდელმთავარი დადგენილი არ არის.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება: გაზაფხულსა და შემოდგომაზე და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. წელს წმინდა სინოდის სხდომა პირველად იმართება. წინა სხდომა გასული წლის 23 დეკემბერს ჩატარდა 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016