reportiori.ge - არ ვიცი, რომელმა ხატმა დასაჯა ირაკლი წერეთელი, მაგრამ... გითანაგრძნობ ირაკლი!...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:39
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
არ ვიცი, რომელმა ხატმა დასაჯა ირაკლი წერეთელი, მაგრამ... გითანაგრძნობ ირაკლი!...
21 მაისი, 2015. 16:51


...გითანაგრძნობ ირაკლი!...


ბევრმა იცის საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში, გურიაში მომხდარი ეს ამბავი: - რევკომის თავმჯდომარემ შემოქმედის ეკლესიიდან ხატი გამოიტანა და მაუზერის ტყვია დაუშინა! თან იძახდა: - დამსაჯოს ერთი, თუ შეუძლიაო?!


- მეტად რაღას დაგსჯის ნენა, გადოუყვანიხარ ჭკუიდანო! - უთხრა მაშინ მოხუცმა გურულმა ქალმა.


კი, მოსასმენად სასაცილოა!


არ ვიცი, რომელმა ხატმა დასაჯა ირაკლი წერეთელი, მაგრამ ტყვია რომ იმ იდეას ესროლა, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურა (ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც), აშკარა და ნამდვილია!


დიდი სჯა-ბაასი და კამათია დღეს, რატომ და რისთვის ქნა ეს საქმეო. ჩემს აზრს არც მისთვის და არც ბევრისთვის შეიძლება, არანაირი ფასი არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც მოგახსენებთ.


მანამდე კი მინდა ამას წინათ ნათქვამი სიტყვა-სიტყვით გავიმეორო.


ბატონო „ნაცებო", აგრეთვე, „ნაცების" დღევანდელო მიმდევრებო და განსაკუთრებით, შუაში გაჩხერილო „ვიგოდნიკებო"!


კარგად მომისმინეთ!


- 9 წლის მანძილზე „ნაცებმა" ქვეყნის ტერიტორიის ნახევარი და მთლიანად ენერგორესურსები, დარიალის ხეობასთან ერთად, რუსებს ჩააბარეს და მიჰყიდეს!..


- წითელ ხიდთან ასობით ჰექტარი აზერბაიჯანს უფეშქაშეს!..


- თურქებს და ჩინელებს ისე ფართოდ გაუღეს კარი, რომ უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი დროშა უნდა ფრიალებდეს საქართველოს თავზე!..


- დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისიდან გაიტანეს!..


- სადაც თბილისის ლეგენდა დაიბადა, იმ ადგილს ჰეიდარ ალიევის სახელი დაარქვეს!..


ამის გარდა რაც ჩაიდინეს, რა სიკვდილის და ჯოჯოხეთის მანქანა ატრიალეს ხალხის თავზე, იმის ჩამოთვლას მელანი და ქაღალდი შეიძლება არ ეყოს!


რა ვთქვა და რა ვიკითხო ახლა! მაშინ, ეროვნული მოძრაობის და მაშინდელი მისი ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი წერეთლის საქმიანობის, მოღვაწეობისა და ციხე-გულაგებში გამოვლილი ტანჯვა-წამების საბოლოო მიზანი ეს იყო?! თუ ის, რომ ირაკლი წერეთელს და სხვებსაც, ამდენი უბედურების ჩამდენი მიშა ერისკაცისა და წამებელის მანტიით უნდა შეემოსათ?!


რა თქმა უნდა არა!!


მაშინ ასე რომ ვთქვათ: - ამ მიზანს,  ამ კონკრეტულ ადამიანთან და მასზე აყოლილებთანაც არაფერი აკავშირებთ არც ახლა და არც მაშინ - ეროვნული მოძრაობის მტერი და ქვეყნის მოღალატე ვიქნები?!


რა თქმა უნდა კი!


...და იცით რატომ? ჩვენში „ეროვნული მოღვაწეები" არიან სიტყვა და ხელშეუხებლები, თორემ იმ იდეებს, რისთვისაც ხალხი სისხლს ღვრიდა, თუ გინდა ტალახიანი ფეხით გადაუარე!

აკი, გადაუარეს კიდეც!


მახსოვს, ერთ-ერთი დიდი აქციის დროს ერთ ცნობილ პიროვნებას აქციის ლიდერზე თავისთვის ნათქვამი რეპლიკა გაუპროტესტეს: - რა უფლებით ლაპარაკობ, შენ ეროვნულ მოძრაობაში არასდროს ყოფილხარო?!


ახლა ვფიქრობ, რომელი იყო დანაშაული; იმ კაცის ეროვნულ მოძრაობში არ ყოფნა, თუ ირაკლი წერეთელის იქ ყოფნა, იმ სხვებთან ერთად - დღემდე რომ გვაყვედრიან თავს, ახლა უკვე - „ნაცებთან" ერთად!


ირაკლი წერეთლის პერსონაზე მეტად ხალხს, მართლა ფეხქვეშგათელილ ღირებულებებზე წყდება გული.


ისე, ერთი კია, თუ ეს ნაბიჯი, როგორც ბევრი ამბობს, მართლა ფულის გულისთვის გადაიდგა - ყველაფრის ენით აუწერელი ღალატია!


თუ სხვა რამის გამო, მაშინ...


...მაშინ ამას ერთადერთი მიზეზი  აქვს, ის მართლა დასჯილია, და მისწერა კიდეც ერთმა ქალბატონმა...


„...გითანაგრძნობ, ირაკლი..."


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016