reportiori.ge - კახა გოგოლაშვილი: 2016 წელს მივიღებთ უვიზო მიმოსვლას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:16
ინტერვიუ
კახა გოგოლაშვილი: 2016 წელს მივიღებთ უვიზო მიმოსვლას!
25 მაისი, 2015. 00:12


 

 

საზოგადოების მხრიდან ყველა ბრუნვაში ნახსენები ევროკავშირის რიგის სამიტი, დეკლარაციის მიღებით დასრულდა. მასისგან განსხვავებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის რეალობას უსწორებენ თვალს, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას არ ითვალისწინებდა. ალბათ, ყველაზე მკაფიო გზავნილი ჩვენთვის ევროპასთან უვიზო რეჟიმის მიღება იქნებოდა, თუმცა, შედეგად, ფაქტობრივად,  საგარეო საკითხებთან მიმართებაში  იმედების არმოშლის პოლიტიკა შენარჩუნდა.

 

„ევროპულ ოჯახში" გაწევრიანების რა  პერსპექტივა აქვს საქართველოს,  რა მივიღეთ რიგის სამიტით, რა პოლიტიკური გზავნილი მიიღო ქვეყანამ და რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ უწყებების მხრიდან, რომლებიც საგარეო მიმართულებით მუშაობენ - უკეთესი შედეგის გასაუმჯობესებლად?

 

„რეპორტიორს" ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი  კახა გოგოლაშვილი ესაუბრა:

 

 



- საზოგადოებაში ძალიან მაღალი მოლოდინი იყო,  თუმცა,  მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს მოლოდინი არსებობდა მთავრობაშიც. ხელისუფლებაში, ყველაზე კარგად იცოდნენ, ეს ყველაფერი - რა რისკებთან არის დაკავშირებული რიგის სამიტზე, ევროკავშირიდან თანხმობის შესახებ განცხადის მიღება, მაგრამ საზოგადოებაში მაინც იყო გაჩენილი გარკვეული მოლოდინები.


- რამ განაპირობა ამ მოლოდინების გაჩენა საზოგადოებაში?

 

- საზოგადოებაა ასეთი, ნებისმიერ შესაძლებლობას განიხილავენ, როგორც აუცილებლობას.  მოხდა პირიქით. შედეგად მივიღეთ სამიტის დეკლარაცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, საერთოდ, პესიმისტური შეხედულებაც გაჩნდა, ამ სამიტისგან საერთოდ არავინ არაფერს არ ელოდა.  


- რას გვაძლევს ის, რაც მივიღეთ - ანუ, სამიტის დეკლარაცია?

 

- რიგის სამიტისგან, დეკლარაციის სახით მივიღეთ პრაქტიკულად ის გარანტია, რომ 2015 წლის ბოლოს, ევროკავშირი განიხილავს  ჩვენთვის უვიზო რეჟიმის საკითხს და იმის შანსს, რომ  მოცემული მოთხოვნების შესაბამისად მივიღოთ უვიზო რეჟიმი. ასევე, გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნება, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებას კი მიიღებენ იმის შესაბამისად, როგორც დაკისრებულ ვალდებულებებს შევასრულებთ.


- მოცემული დავალებები რამდენად შესრულებადია ჩვენს პირობებში?

 

- მოცემული მითითებები აბსოლუტურად შესრულებადია, დეკლარაცია არ გვაძლევს ეჭვებს, რომ რაიმე შეუძლებელია ჩვენთვის. როგორც ჩანს, 2016 წელს, ჩვენ მივიღებთ უვიზო მიმოსვლას,  რაც,  ვფიქრობ, რომ არის  კარგი შედეგი.  


- რამდენად მიიღო საქართველომ ამ ყველაფრის შედეგად ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პერსპექტივა?

 

 - ეს პერსპეტივა ჩვენ არ მიგვიღია, არ არსებობს პერსპექტივა, თუმცა არსებობს უფლება,  გაწევრიანების უფლება კი გვაქვს, როგორც ევროპულ სახელმწიფოს. ამას იმეორებს ყველა, ასოცირების ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო, მაგრამ ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პერსპექტივა სხვა დატვირთვას ატარებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები განგვიხილავენ, როგორც კანდიდატს, როგორც ქვეყანას, რომელიც გახდება ევროკავშირის წევრი და ამას უყურებენ დადებითად.  ამის მიმართ არ აქვთ პრეტენზია. ესეც მიღწევაა, რადგან, ერთია, როცა შენ რაღაცის უფლება გაქვს, ხოლო მეორეა, როცა ამ შენს უფლებას უყურებენ დადებითად ევროკავშირის წევრი ქვეყნები, იმიტომ, რომ მათ აქვთ ვეტოს უფელბა.  ჩვენ გვინდოდა ევროპული პერსპექტივის მიღება,  რაც არ მოხდა, ზოგიერთი ქვეყანა, მინიმუმ, თუ ყველა არა, თავს იკავებს საქართველოს სახით  ვალდებულებების აღებისგან.


- ბატონო კახა, საგარეო პოლიტიკა ხორციელდება სამიტიდან-სამიტამდე. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად გავუმკლავდით იმ  გამოწვევების, რომლის წინაშეც ვიდექით?

 

- ევროკავშირთან ინტეგრაციას სხვადასხვა ასპექტები გააჩნია, რომელიც თავისი დღის წესრიგის მიხედვით უნდა განხორციელდეს.  რიგის სამიტი არ იყო სავიზო რეჟიმთან მიმართებაში გადამწყვეტი.  გადაწყვეტილებები მიიღება ევროკავშრის ე.წ. სამიტებზე, რომლებიც, როგორც წესი, წელიწადში ტარდება 4-ჯერ.


- საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთ-ერთი იმ უწყებათაგანია, რომელიც განსაკუთრებული კრიტიკის საგანია,  როგორ ფიქრობთ, რამდენად ართმევს თავს საგარეო სამეთა სამინისტრო, თავად მინისტრი დაკისრებულ ვალდებულებებს თავს?

 

 - საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თუნდაც ამ საკითხთან მიმართებაში მაქსიმუმი გააკეთა  და მათთან პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს.  ეს უწყება ვერ მოაგვარებდა ყველა იმ დაკისრებულ ვალდებულებას, რაც ყველა სამინისტროზე იყო გადანაწილებული.  


ის შენიშვნები, რაც სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დარჩა, ეს არ  იყო მხოლოდ და მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა.  მე მგონია, რომ ამ სამიტთან მიმართებაში საგარე საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა, რაც აისახა დეკლარაციაშიც. ამ სამინისტროს რომ კარგად არ ემუშავა, მაშინ, უბრალოდ, ამ დეკლარაციაში იქნებოდა უბრალოდ, ძალიან სუსტი  აღნიშვნა, რომ  გამოვიდა მესამე ანგარიში, საქართველომ ბევრი რამ შეასრულა, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშნები  და როცა შეასრულებთ, მაშინ განვიხილავთ მის საკითხსო. ჩვენ კი მივიღეთ დასკვნა, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ  წლის ბოლოს ევროკომისია დადებს დასკვნას და თუკი შედეგი იქნება დადებითი, მაშინ საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს. შეჯამების სახით კი ვიტყვი, რომ ჩვენ მივიღეთ დამაიმედებელი ჩანაწერი, რაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ იმ უწყებებმა, რომლებიც  საგარეო საკითხებით არიან დაკავებული, ინტენსიურად იმუშავეს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016