reportiori.ge - საქართველოს ახალ პრეზიდენტს უფლებები მრავალ საკითხში ეზღუდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:26
პოლიტიკა
საქართველოს ახალ პრეზიდენტს უფლებები მრავალ საკითხში ეზღუდება
25 ოქტომბერი, 2013. 12:45

ახალი კონსტიტუციის შედეგად საქართველოს პრეზიდენტს უფლებები ეზღუდება. პრეზიდენტი, რომელსაც 27 ოქტომბერს აირჩევს საქართველო, პრეზიდენტ სააკაშვილისგან განსხვავებით მრავალ საკითხში, რაც ქვეყანას შეეხება, უფლებები შეზღუდული ექნება.


ახალი საკონსტიტუციო ნორმებით, რომელიც ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედის ძალაში, პრეზიდენტის უფლებამოსილებები, როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან მიმართებაში, მნიშვნელოვნად მცირდება
პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოარაკებებისთვის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად მთავრობასთან შეთანხმება დასჭირდება. ის ასევე მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს და მთავრობასთან შეთანხმებით მიიღებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციასახალი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებს, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია დასჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ-მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალაში ვერ შევა.


პრეზიდენტის უფლება - დაითხოვოს პარლამენტი, ახალი კონსტიტუციით, ძალიან შეზღუდულია და ეს იმ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი პარლამენტში უმრავლესობა ვერ ყალიბდებაპრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლისა და კანონპროექტის რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნის უფლება. რბილდება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მექანიზმიცგარდა ამისა, მას აღარ ექნება პარტიული თანამდებობის დაკავების უფლება, აღარ შეეძლება დამოუკიდებლად - მხოლოდ საკუთარი ინიციატივით რეფერენდუმის დანიშვა, ასევე მთავრობის მოწვევა და გადაყენებაპრეზიდენტი აღარ გაუწევს კურირებას ძალოვან მინისტრებს და ვერ შესძლებს მთავრობის აქტის გაუქმებასაც.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016