reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: ჩვენ აღარ ველოდებით ლარის უფრო მეტ გაუფასურებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:01
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ჩვენ აღარ ველოდებით ლარის უფრო მეტ გაუფასურებას
25 მაისი, 2015. 18:17


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ორი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ლარის შემდგომ გაუფასურებას აღარ ელოდება.



მისი თქმით, გზავნილებისა და ტურისტების რაოდენობის შემცირება ლარის კურსის არსებულ ნიშნულში უკვე ასახულია.


 

ჩვენ აღარ ველოდებით უფრო მეტ გაუფასურებას. რას ნიშნავს ეს? - ამაში არ ვგულისხმობთ იმას, რომ ან გზავნილებთან დაკავშირებით შეიცვალა ტრენდი, ან ექსპორტთან მიმართებაში, ან ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს ტურიზმის კუთხით - არა. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ გზავნილებისა და ტურისტების არსებული შემცირება უკვე ასახულია ამ კურსში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.



რაც შეეხება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, მისი განმარტებით, პოლიტიკის გამკაცრება და კურსის რამდენიმე თვით გამყარება ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანას ნიშნავს.



მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით კურსის თუნდაც რამდენიმე თვით, რამდენიმე პუნქტით გამყარება ნიშნავს ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანას, იმიტომ, რომ ჩვენ სარეზერვო ფული და ფულადი აგრეგატების ზრდა ისედაც დაყვანილი გვაქვს ნულზე, სასესხო პორტფელი აღარ იზრდება - ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთადერთხელ, როცა სარეზერვო ფული აბსოლუტურ გამოხატულებაში შემცირდა, იყო 2008 წლის ბოლოს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ჩვენი ჩარჩო-ოპერაციები არის სწორი", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016