reportiori.ge - შავი ზღვის ტალღებმა ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამორიყა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 10:40
რელიგია
შავი ზღვის ტალღებმა ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამორიყა
25 ოქტომბერი, 2013. 13:12

სოჭის მახლობლად, საკურორტო ქალაქ გოლოვინკაში, შავი ზღვის ტალღებმა ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამორიყა. სააგენტო იტარ-ტასის" ცნობით, ხატი სანაპიროზე ერთ-ერთმა ტურისტმა იპოვა და იქვე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მიიტანა.


როგორც სააგენტოს ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ხადარინმა უამბო, ხატი 1896 წლითაა დათარიღებული და მასზე ავტორის სახელიცაა დატანილი - პროტოპრესვიტერი ალექსანდრე სმირნოვი მოსკოვიდან". ივერიის ღვთისმშობლის გამოსახულება ვერცხლის ფურცელზეა დატანილი, მოოქროვილია და ძვირფასი ქვებითაა შემკული. როგორც კონსტანტინე ხადარინი აცხადებს, წყალში ყოფნის მიუხედავად, გამოსახულება საკმაოდ კარგადაა შემონახული. გაგვიკვირდა, რომ რელიქვია ტალღებმა სწორედ 13 ოქტომბერს გამორიყა, იმ დღეს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატს მიაგებს პატივს", - აღნიშნა მან. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016