reportiori.ge - რა ხდება „ნაცმოძრაობის“ კულუარებში პარტიიდან ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძის, პავლე კუბლაშვილის და გიორგი მელაძის წასვლის შემდეგ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 21 თებერვალი, 2025. 21:43
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა ხდება „ნაცმოძრაობის“ კულუარებში პარტიიდან ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძის, პავლე კუბლაშვილის და გიორგი მელაძის წასვლის შემდეგ?
ავტორი:
26 მაისი, 2015. 17:41


„ნაციონალურ მოძრაობას" შავი ორშაბათი გაუთენდა, ქართველი ხალხის ლოცვა შეისმინა უფალმა და ისეთი მეტეორი დაეცათ, გაირღვნენ, მარტივ მამრავლებად იშლებიან და მალე მათგან შეიძლება მხოლოდ ბოროტების მუზეუმი დარჩეს. მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყო, დარჩნენ სახეები, რომლებიც ასოცირდებიან შეკვეთილ მკვლელობებთან, ქონების ჩამორთმევასთან და ყველა იმ უბედურებასთან, რომელიც ჩვენ ამ 9 წლის მანძილზე თავს დაგვტყდომია „ნაცმოძრაობის" რეჟიმის მხრიდან.


მაშ ასე, განხეთქილება „ნაცმოძრაობაში", ოთხი „ნაციონალი" ადასტურებს, რომ ისინი პარტიიდან ოფიციალურად წავიდნენ.  ესენი გახლავთ: ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე... ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" რღვევა შეუქცევადი პროცესი იქნება და პარტიას სხვა წევრებიც დატოვებენ. პარტიის დატოვების ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა ოთხშაბათს საგანგებო პრესკონფერენციაზე ისინი განმარტებებს გააკეთებენ. სერგო რატიანი განმარტავს, რომ მას პარტია არ დაუტოვებია, თუმცა არ არის გამორიცხული, თანამზრახველების გზას გაუყვეს.


გოგა ხაჩიძე აცხადებდა, რომ პარტია არ უნდა იყოს ერთ ლიდერზე აგებული, პარტიის შიგნით სერიოზული პრობლემები რომ არსებობდა, რასაც საქმის გარჩევები მოჰყვებოდა, ამ თემებზე „ალია" წერდა. წყალგამყოფი მიხეილ სააკაშვილის ხუშტურები, დორბლთა ცვენა, მანიაკალური მოთხოვნები და მისი კატეგორიული ტონი აღმოჩნდა იმის შესახებ, რომ პარტია იყო სუსტი, არაფერს აკეთებდა და ყველას მიმართ უმადური იყო. 21 მარტის აქცია კი იქცა პარტიის რღვევის საწყისად, როცა სააკაშვილმა „თავისუფლების მოედანზე" შეკრებილი ხალხის რაოდენობით აღშფოთებულმა „ნაცმოძრაობის" ლიდერების წინაპართა საფლავები მოიკითხა. დღითი დღე შეუძლებელი ხდებოდა პარტიაში მათი ყოფნა.


კულუარული ინფორმაციით, „ნაცმოძრაობიდან" წასულ პირებს არ სურდათ იმ პასუხისმგებლობისა და სისხლიანი პერიოდის საკუთარ თავზე აღება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდება და ამიტომაც მათ გადაწყვიტეს ცალკე გასვლა და პარტიის შექმნა. ამის შესახებ კი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ კუბლაშვილი, ჯაფარიძე, მელაძე, ხაჩიძე პარტიას ქმნიან. საინტერესოა, რა პოზიციას დაიჭერს სააკაშვილის ხელისგოგო ირმა ნადირაშვილი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის თანამოაზრე იყო და ყველაზე მეტად საერთო ენას მასთან პოულობდა.


უღალატებს თუ ზურაბ ჯაფარიძეს, ამ რიტორიკულ კითხვაზე შეიძლება ვუპასუხოთ, რომ ირმა ნადირაშვილმა, რომელიც სააკაშვილთან ვალშია, შესაძლოა, ეს ნაბიჯი ვერ გადადგას და კვლავ მის მონობაში გაატაროს დარჩენილი პოლიტიკური წლები, რადგან მიშა რომ არა, ირმა ნადირაშვილი ისევ „რუსთავი-2"-ის ჟურნალისტი იქნებოდა, ან რომელიმე პრესსამსახურის წარმომადგენელი. ზურაბ ჯაფარიძე აკი ახალი პოლიტიკური სახეა „ნაციონალურ მოძრაობაში", რომელზეც მიხეილ სააკაშვილი დიდ იმედებს ამყარებდა და თვლიდა, რომ ის სერიოზულ ცვლილებებს შეიტანდა პარტიაში, მას პოსტიც კი ჩააბარეს - პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო, ისე კი საინტერესოა, დგას თუ არა ამ სცენარის მიღმა „ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე ლიდერი, ვინც ახალ პოლიტიკურ კომბინაციას უმზადებს ქართველ ამომრჩეველს.


ერთი რამ კი ფაქტია, გიგა ბოკერია დიდი ხანია გეგმავდა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას, ბოკერიასა და სააკაშვილს შორის მუდმივად იყო დაძაბული ურთიერთობები, რაც სააკაშვილის უკრაინაში გადაბარგების შემდეგ გამწვავდა. ბოკერიას პრეტენზიები გაიზარდა, უკრაინიდან თითების ქნევა ადვილია, ჩვენ აქ მარტო გვიწევს საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლაო. სააკაშვილი ბოკერიას ყოველთვის კონკურენტად აღიქვამდა და მას ყოველთვის ჰქონდა განცდა, რომ შესაძლებელი იყო, ის პარტიაში ერთპიროვნულ ლიდერად გადაქცეულიყო და მისი გავლენები შესუსტებულიყო.


მათ შორის ხშირად ჩამდგარა გიგი უგულავა, ის მუდამ ცდილობდა, დაემშვიდებინა ეჭვიანი მიხეილ სააკაშვილი და დაემტკიცებინა, რომ პარტია მის გარდა ლიდერს არ აღიარებდა.


მიუხედავად იმისა, რომ დღეს გიგა ბოკერია უკმაყოფილოა „ნაცმოძრაობიდან" ოთხი წევრის გასვლით, ჩვენი ინფორმაციით, არც ბოკერია აპირებს, პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვეს მიხეილ სააკაშვილს. ბოკერია და გაბაშვილი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე ფიქრობენ, თუმცა ასეთ სცენარს, როგორც ჩანს, ისინი არ ელოდნენ. რა რეაქცია ჰქონდათ „ნაცმოძრაობის" წევრებს? გეტყვით, რომ განსაკუთრებით პავლე კუბლაშვილს აგინებდნენ, რამდენიმე დეპუტატისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ „ნაცმოძრაობა" მინუს ოთხი წევრის გარეშე დარჩებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, მიშა კედლებზე გადის, დამაწყნარებლებს ასმევენ, ის, რაც ამდენი წლის მანძილზე არ მომხდარა, ფაქტის წინაშე დადგა, მონოლითურად შეკრული დანაშაულებრივი ორგანიზაცია დაეშალა და პარტია ხელიდან ეცლება.


გოკა გაბაშვილი პარტიიდან ოთხი ლიდერის წასვლას ივანიშვილის წნეხს უკავშირებს: „ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ, რომ ჩვენი პარტია სამი წლის განმავლობაში იმყოფება წნეხის ქვეშ მილიარდერი ოლიგარქისგან. ეს წნეხი, სავარაუდოდ, გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგ-ზოგიერთი ჩვენგანი ამ წნეხის გამო იღებს უპასუხისმგებლო, არაადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება კონსტიტუციური, საარჩევნო გზით. ეს არის პარტია, რომელიც არის მთავარი ალტერნატივა ამ ხელისუფლების, ეს არის მთავარი ოპოზიციური ძალა..." გაბაშვილო, დასრულდა შენი ოცნება, ვერასოდეს გახდება „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების მთავარი ალტერნატივა და მით უფრო, ამ ფონზე. ჩათვალოთ, რომ „ნაცმოძრაობა" გარდაიცვალა და თუ ამ დინამიკით განვითარდა მოვლენები, ის ვერასოდეს გახდება საარჩევნო სუბიექტი, ვერასოდეს გადალახავს ბარიერს. და თუკი ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ოთხი ლიდერის გადაბირება და თუკი ეს სიმართლესთან ოდნავ მაინც ახლოს არის, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ამ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ივანიშვილმა გაიმარჯვა.


„ნაციონალებო", თქვენი დევიზი იყო, - „ის, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო", მაგრამ ჩათვალეთ, რომ დღეიდან თქვენ მკვდრები ხართ. ნუგზარ წიკლაური თანამებრძოლების გადაწყვეტილებას მოულოდნელსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს. წესიერება მოითხოვდა ღიად, პატიოსნად გეთქვათ უკმაყოფილების მიზეზი პარტიის შიგნით და პარტიზანული მოძრაობები არ წამოგეწყოთო.


ამას მოითხოვს პოლიტიკურად ყველაზე უწესო, უპატიოსნო და პოლიტიკურად ნაძირალა ადამიანი, რომელიც ჩამოყალიბებული პროვოკატორია და აბსოლუტურად შემოძარცული იმ ღირსებებისგან, რასაც სხვებისგან ითხოვს. ბუნებაში ყველაფერი ბუმერანგის პრინციპზეა აგებული, რასაც გასცემ, ის გიბრუნდება, რასაც დასთეს - იმას იმკი. საზოგადოების გაკვირვება მხოლოდ ერთშია, ან აქამდე რატომ არ დაიშალეთ, თქვე ბოღმის ბუკეტებო?!.


გიგა ბოკერია თანამებრძოლების გადაწყვეტილებას ინფანტილურს უწოდებს, მაგრამ ვინ ვინ და ბოკერიამ ყველაზე კარგად იცის, რომ ადრე თუ გვიან, თავადაც ეს დღე დაუდგება. მათი წასვლა საერთო სურათში არაფერს ნიშნავს, - აცხადებს ბოკერია, მაგრამ ამ შემთხვევაში ის იმ ომწაგებულ გენერალს ჰგავს, რომელიც არ იჯერებს, რომ დამარცხდა, მიწაზე დაენარცხა და ვერასოდეს ვეღარ შეძლებს ამ ძალასთან ერთად პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. „ნაციონალებს" გემი ჩაეძირათ, ვირთხები გარბიან. ვინც გაქცევას ვერ მოასწრებს, ის განწირულია. მოლოდინი იყო, რომ ეს ოთხი ლიდერი ალასანიას პარტიას შეაფარებდა თავს, „ნაციონალებმა" კი „ოცნებას" გადასძახეს, - თქვენთან წაიყვანეთ, კვოტებს შეგივსებთო... ამას დაგინება მოჰყვა, - მაგათი წამყვანისაცო!.. თუკი „ნაციონალური მოძრაობა" ასე გააგრძელებს, ეს გაზრდის სახელისუფლებო ძალის შანსებს და პარლამენტში დაძაბვის გარეშე მოიპოვებენ უმრავლესობას, „ნაციონალური მოძრაობა" კი აღმოჩნდება ბარიერს მიღმა. მეფე შიშველია, ბოროტი მიშას ზღაპარი სრულდება...

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016