reportiori.ge - სოსო რობაქიძე: ძალიან მალე საქართველოში კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა მოხდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:30
ინტერვიუ
სოსო რობაქიძე: ძალიან მალე საქართველოში კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა მოხდება!
ავტორი: ანა ნოდია
27 მაისი, 2015. 12:03


ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე „რეპორტიორს" სამართლიანობის აღდგენის, დამნაშავე რეჟიმის დასჯისა და გამოუძიებელი საქმეების ბოლომდე მიყვანის აუცილებლობაზე ესაუბრება:


- სამართლიანობის აღდგენას ბუტას მკვლელობის გახსნის შემდეგ, რომელი საქმით დაიწყებდით?


- ვაზაგაშვილის და სანდრო გირგვლიანის საქმეებით! თუმცა, სამართლიანობის აღდგენას რეალურად დავიწყებდი რეჟიმის დასჯით!


- კონკრეტულად?


- სააკაშვილის, ადეიშვილის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების დასჯით!


- პირდაპირ გვითხრით, სახელებით და გვარებით - ვინ უნდა დაისაჯოს ბუტას მკვლელობისთვის?


- ადეიშვილი და ოქრუაშვილი, პირველ რიგში! ღვინიაშვილი, მიქაძე, დონაძე და ფირცხალავა.


- წინა ხელისუფლების დროს გაჩუმების სანაცვლოდ ფინანსური უზრუნველყოფა ვინმემ თუ შემოგთავაზათ?


- იყო ასეთი შემთხვევა - ერთად შემოგვთავაზეს მე და ირინა ენუქიძეს. თუმცა, ჩვენ მაშინვე დავუსვით წერტილი ამ ამბავს. გავაკეთეთ პრეს-კონფერენცია.

 

-  როდის ან თუ იყო ეტაპი, როდესაც ამჯობინეთ გაჩუმება?

 

- არასოდეს და არც გავჩუმდები! მაშინ ვჩუმდები, როცა გამოძიების ინტერესები უნდა დავიცვა და ამის გამო არ არის საჭირო საუბარი.

 

- თქვენ თქვით - იური ვაზაგაშვილს ჰქონდა შეგრძნება, რომ მას უთვალთვალებდნენო. მსგავსი შემთხვევა თქვენც თუ გქონიათ?


- მქონია და დღემდე მაქვს! ვიცი, რომ ძალიან მალე საქართველოში კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა მოხდება. ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ ეს ვთქვი და მეოთხე თვეს ხარძიანი მოკლეს.


- ვინმე დაგყვებათ და გითვალთვალებთ?


- ვფიქრობ, დამყვებიან. სადაც მივდივარ, სადაც ვჯდები, უცხო პირები მკითხულობენ. მაგალითად, ერთ-ერთ რესტორანში, პეტრიაშვილზე, ორჯერ მიკითხეს, როდის მოდის, როდის მიდის, რას აკეთებსო... ეკითხებიან, კიდევ როდის მოვაო? ხშირად კითხულობენ ჩემს მარშრუტს. არავინ იცის, ვინ არიან.


-  რატომ არ მიმართავთ საგამოძიებო უწყებებს, ან თუ ფიქრობთ, რომ დაცვა გესაჭიროებათ?


- ურჩევნიათ, დაცვა იმან გამოიყოს, ვინც მე მებრძვის!


- ბუტას საქმის შემდეგ, კიდევ რას ელოდებით ახალი ხელისუფლებისგან?


- ამ ხელისუფლების მტერი არ ვარ. მადლობას ვეტყვი პოლიტიკოსებს, ვინც ბუტას საქმის გახსნის პროცესში იღებენ მონაწილეობას. ხიდაშელი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა. ველოდები, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება ყველა დანაშაულზე, ყველა დამნაშავის მიმართ. ველოდები, დაისაჯონ დამნაშავე რეჟიმის იდეოლოგები!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016