reportiori.ge - ქართველი კაცი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკადრებელს აკადრებს, ან დიდი უნამუსოა, ან დაქირავებული პროვოკატორი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 21 თებერვალი, 2025. 21:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ქართველი კაცი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკადრებელს აკადრებს, ან დიდი უნამუსოა, ან დაქირავებული პროვოკატორი
ავტორი:
27 მაისი, 2015. 13:38


ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია" ქალბატონი გურანდა გაბუნია ადგა და გადაცემა დატოვა: მე ვერ დავუშვებ, ჩემი თანდასწრებით აქ ბიძინა ივანიშვილი ლანძღონო.


მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიაში საკმაოდ მრავლად იყვნენ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები, მაინც ვერავინ ვერ მიხვდა, ქალბატონ გურანდასთან ერთად მათაც დაეტოვებინათ ეს სადომაზოხისტური მიდრეკილებების თოქშოუ და ინგა გრიგოლია, „ნაცმოძრაობა" და მისი ფანები პირში ჩალაგამოვლებულები დაეტოვებინათ.


ნამდვილად არ ვარ ადამიანთა გაკერპების და გაფეტიშების მომხრე.


ნებისმიერი ადამიანის მისამართით შეიძლება კრიტიკული მოსაზრება გამოითქვას, მაგრამ ერთია კრიტიკა და სულ სხვაა უხამსობა, უდიერობა, უზრდელობა.


ქართველი კაცი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკადრებელს აკადრებს, ან დიდი უნამუსოა, ან დაქირავებული პროვოკატორი.


სამწუხაროდ, ერთიც და მეორე კატეგორიაც საკმაოდ მრავლად ჰყავს ჩვენს საზოგადოებას და მათი აქტიური და თავხედური ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ხშირად ჩანან წინა პლანზე და მათი ხმაც ხშირად ფარავს ხოლმე წესიერი და გაწონასწორებული ადამიანების ხმას, ხოლო როცა საქმეში საინფორმაციო საშუალებები, განსაკუთრებით ელექტრონული მედია ჩაერთვება და ამა თუ იმ პიროვნების გასალანძღად უნამუსოების და პროვოკატორების მობილიზებას ახდენს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ეს გასალანძღად წინასწარ შერჩეული პიროვნება ანგრევს ქეყანას და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის მთელი მოსახლეობა მის წინააღმდეგ უარყოფითად და აგრესიულად არის განწყობილი.


ამგვარი მოდელირებულ-ვირტუალური სურათის დახატვა ელექტრონული მედიით ადვილია,თუ გადაცემის ავტორი სინდისთან მწყრალად არის და ამასთან ერთად მის უსინდისობას შემკვეთი და დამფინანსებელიც ჰყავს.


***

ისტორიის ბედუკუღმართობის გამო ქართველი მეფეები ზოგჯერ იძულებულნი ხდებოდნენ, ჩალმა დაეხურათ თავზე, რომ ქართული საქმეების კეთება შეძლებოდათ.


საბჭოთა პერიოდშიც ბევრ ქართველს ეხურა თავზე წითელი ვარსკვლავით დამშვენებული „ჩალმა", მაგრამ შიგნით, გულის სიღრმეში ქართველობა არ დაუკარგავთ და თავისი სამშობლოსთვის არ უღალატიათ.


დღესაც იგივე სიტუაციაა საქართველოში...


მართალია, წითელვარსკვლავიანი ჩალმის დახურვას არავინ გვაიძულებს, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა ჩალმას გვაზომებენ თავზე.


დროა ისეთი, რომ ყველაფერს ვერ იტყვი და ვერ გაშიფრავ, რადგან ამით შეიძლება საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენო.


ამიტომაც უნდა ისწავლოს ქართულმა საზოგადოებამ ქვეტექსტის ამოკითხვა და სიტყვებიდან დაშიფრული შინაარსის გამოტანა.


თუ რაღაც ისე ვერ კეთდება, როგორც ჩვენ გვინდა, იმწამსვე საქართველოს ხელისუფლებისაკენ ან ბიძინა ივანიშვილისკენ კი ნუ გავიშვერთ თითს, ცოტა სხვა მიმართულებითაც გავიხედოთ.


ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლამდეც, პოლიტიკაში მოსვლის და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც, ქართულ საქმეს აკეთებდა და აკეთებდა არა სპონტანურად, არა იმპულსურად, არამედ კარგად გააზრებული და აწონილ-დაწონილი გეგმის მიხედვით.


პერსპექტივაზე გათვლილი ამ გეგმის მასშტაბები, რაც დრო გადის, მით უფრო ცხადი და ნათელი ხდება.


ეს საქართველოს გადარჩენის გეგმაა და, დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად განხორციელდება ბოლომდე, თუ ჩვენ, ქართველები, არ შევუშლით ხელს ჩვენი სულსწრაფობით და სულმოკლეობით...


***

ერთი უცნაური ზნე გვჭირს ქართველებს - თანამემამულეების კილვა და ძაგება გვიყვარს.


რაც უფრო დიდია ეს თანამემამულე, მით უფრო დიდი ხალისით და ენთუზიაზმით ვაკეკთებთ ამას.


მიზეზი ამისა, ალბათ, ისიც არის, რომ იმ ერთმა დიდმა კაცმა გვინდა ყველაფერი გაგვიკეთოს, მან იცხოვროს ჩვენს ნაცვლად, მან იშრომოს, მან აგვისრულოს ყველა ოცნება და როცა ის ერთი კაცი ამას ვერ ახერხებს, რადგან ერთია და მილიონების გასაკეთებელს, ცხადია, ვერ მოერევა, ვბრაზდებით და ვებუტებით, იმას კი ვერ ვაცნობიერეთ, რომ არ შეიძლება ერთ კაცს წამოვკიდოთ ტვირთად მთელი ქვეყნის უილაჯობა, უიმედობა, სასოწარკვეთა, სიღატაკე, ჩვენ კი ველოდოთ, როდის მოგვერთმევა ხონჩით ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება.


***

ბოლო ხანებში ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზას: - რა გაგვიკეთა ბიძინა ივანიშვილმა? აბა, ერთი თქვით, რა გაგვიკეთა? ამ რიტორიკულ ტონალობაში დასმულ კითხვას კი პასუხსაც თვითონ მოაყოლებენ ხოლმე: რა გაგვიკეთა და არაფერი!


ამის მთქმელი ერთი და ორი რომ იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ როცა მსგავსი სისულელე ბევრისგან გესმის და ბევრჯერ გემის, არ შეიძლება ამას წაუყრუო.


ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, ერთ კაცს კი არა ათი ათას კაცს ეყოფა თავის მოსაწონებლად და სამშობლოს წინაშე ვალის პირნათლად მოსახდელად.


ის, რაც ახლა ვთქვი, იმდენად  ცნობილია ყველასთვის, იმდენად უდავოა, რომ ამის ათასმეერთედ თქმა თითქოს არც არის საჭირო.


რას ნიშნავს და საიდან მოდის ეს უმადურობით გაჯერებული დასკვნა, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია?


საიდან მოდის და იქიდან მოდის, რომ ამის მთქმელი ადამიანი, ქართველი, საქართველოს შვილი, თვითონ არ თვლის თავის თავს ამ ქვეყნის განუყოფელ ნაწილად და საქართველოსთვის გაკეთებულ სიკეთეს პირადად მისთვის გაკეთებულ სიკეთედ არ მიიჩნევს.


აი, ეს ეგოიზმი, ეს სახიფათო ფაქტი საუკუთარი თავის სამშობლოსგან განცალკევებულად წარმოჩენისა, ეს გაუცნობიერებელი სეპარატიზმი, პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის თვითონ პიროვნების მიერ გავლებული მავთულხლართი, არის მიზეზთა მიზეზი  ზემოთნახსენები იმ ფრაზის დაბადებისა.


ქვეყნისთვის გაკეთებული სიკეთე აუცილებლად გადანაწილდება მის თითოეულ მოქალაქეზე, ანუ აუცილებლად მოვა შენამდეც, ისე როგორც მზის სინათლე და სითბო, რომელიც ყველასია, მაგრამ იმავე დროს თითოეული ჩვენგანისაცაა.


ვისაც ამის გაგება და გაცნობიერება უჭირს, მას წსორად არ აქვს გაგებული თავისი როლი და ფუნქცია იმ ქვეყნის წინაშე, რომლის მოქალაქედაც თავის თავს თვლის.


სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა ბიძინა ივანიშვილს, როგორ შეიძლება მას დავუკარგოთ, თუნდაც ის, რომ მან ქართველ ხალხთან ერთად, უსისხლოდ, მსხვერპლის გარეშე შეუძლებელი შეძლო და „ნაცმოძრაობა" დაამარცხა.


რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში შეიძლებოდა ახალი სამოქალაქო ომი გაჩაღებულიყო, რაც ქართულ სახელმწიფოს საბოლოოდ შეიწირავდა.




ვახტანგ ხარჩილავა

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016