reportiori.ge - ზურაბ ქადაგიძე: „ნაცები“ განწირულ მიხეილ სააკაშვილს ემიჯნებიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:30
ინტერვიუ
ზურაბ ქადაგიძე: „ნაცები“ განწირულ მიხეილ სააკაშვილს ემიჯნებიან!
ავტორი:
27 მაისი, 2015. 15:46


„ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის წევრები ტოვებენ. დაარსებიდან დღემდე „ერთიანი მოძრაობა"  სახელს ვეღარ ამართლებს. რა ხდება პარტიის კულისებში, ვინ და რატომ ტოვებს მას და რა გეგმები შეიძლება ჰქონდეთ ყოფილ „ნაციონალებს", - ამის შესახებ „რეპორტიორს" „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ესაუბრა:


-მათ რიგებში 2012 წლის არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი განხეთქილება მოხდა. ეს იყო თუნდაც გადაჯგუფებები, თუნდათ თარგამაძის კლანი, მერაბიშვილის კლანი, ახალაიების კლანი. ჩვენ ბოლოს ვნახეთ, რომ „ნაციონალებმა" ვანო მერაბიშვილი თამაშგარეთ გაიყვანეს. თამაშგარეთ გაიყვანეს ადამიანი, რომლითაც რეალურად დაიწყეს აპელირება, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. დღეს ვხედავთ, რომ მერაბიშვილის საკითხი აქტუალური აღარ არის. არადა, ვანო მერაბიშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზული მხარდამჭერები ჰყავდა.


- კონკრეტულად რას გულისხმობთ და გახდა თუ არა ეს განხეთქილებები პარტიიდან 4 წევრის წასვლის მიზეზი?

 

-როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და ნიკა მელია იყრიდა კენჭს თბილისის მერის კანდიდატურაზე, სააკაშვილსა და უგულავას შორის დაპირისპირება მოხდა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მეორე ტურში მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, რომ მელიას მოეხსნა კანდიდატურა. რადგან სააკაშვილის თქით, ამით შეიქმნებოდა საერთო ფონი, რომ დავით ნარმანია არის დანიშნული მერი და არა არჩეული. ამის გამო სერიოზული კამათი ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას, მაგრამ მელიამ მაინც მიიღო მონაწილეობა მეორე ტურში და ეს იყო კოლაფსი „ნაციონალური მოძრაობისთვის".


თუმცა, ეს არასდროს გამხდარა „ნაციონალების" დაშლის მიზეზი. დღევანდელი ფაქტით, რაღაც გადაჯგუფება უნდა მოხდეს. „ნაციონალების" ყველა ქმედება აგებულია პიარზე. „ნაციონალური მოძრაობა" პიარის მეშვეობით ცდილობს ომში ქულების დაწერას. ესეც არ არის რაღაც განსაკუთრებული ფაქტი. 4 ადამიანის წამოსვლით „ნაციონალურ მოძრაობას" არც არაფერი დააკლდა და არც მოემატა. ისინი მაინც განწირულები და დაშლის პირას არიან.


-რა გეგმები შეიძლება ჰქონდეთ პარტიიდან წამოსულ ადამიანებს და არის თუ არა შანსი, ისინი რომელიმე პარტიამ „შეიკედლოს"?

 

-ახლა ეს 4 პიროვნება შექმნის სატელიტ ორგანიზაციას. არამგონია,ისინი რომელიმე ოპოზიციურ გუნდს შეუერთდნენ, რადგან ყველამ იცის, რომ პარტიაში მათი შეყვანით თავიანთ იმიჯს დაასამარებენ. ოპოზიციაში მყოფი ნებისმიერი ჯგუფი განწირულია მათთან ერთად. ესენი მიზანმიმართულად შექმნიან გარკვეულ ჯგუფს, ფრაქციას. ფრაქციას საკმაოდ ბევრი პრივილეგია აქვს და ამას ისინი გამოიყენებენ. მაგრამ, რეალურად, ვერც ერთ პოლიტიკოსს ვერ ექნება მომავალი, თუ მან პასუხისმგებლობები არ აიღო საკუთარ თავზე. „ნაციონალური მოძრაობის" „სუფთა" პოლიტიკოსები ვერასდროს დაბრუნდებიან პოლიტიკაში და გარდატეხას ვერ შეიტანენ ხელისუფლებაში, რადგან ამ ადამიანებს მინიმუმ პასუხისმგებლობა არ აქვთ აღებული. მეტიც, მათ ბოდიშიც არ აქვთ მოხდილი!


ეს ადამიანები ცდილობენ, განწირულ მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნონ. პარტია ცდილობს, ნელ-ნელა გაემიჯნოს მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილი არის უკონტროლო პიროვნება, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა სურვილი, მისი თითის ერთ დაქნევაზე შესრულებულიყო ყველაფერი. რეალურად სააკაშვილმა არ იცის, თუ რა ხდება ქართულ პოლიტიკაში. მიხეილ სააკაშვილი წარმატებული პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა, ის იყო უბრალოდ თითის დამქნევი. ვერასდროს აფასებდა ობიექტურად სიტუაციას. ეს პარტია მალე ჩამოიშლება. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობაშიც" და მის გარეშეც ისეთივე დამნაშავეები იქნებიან, როგორც დღეს არიან. დიახ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არასდროს იცვლება. პალიკო კუბლაშვილი პალიკო კუბლაშვილად დარჩება.


-ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პარტიის წევრებში ნდობა და პატივისცემა დაკარგა?

 

-მას პატივს აღარავინ სცემს. არც მაშინ სცემდნენ პატივს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. მათი მთელი მოღვაწეობა აგებულია კომპრომატებზე. მათ შორის კომპრომატები რომ არ არსებობდეს, „ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის 2 ოქტომბერს დაიშლებოდა მარტივ მამრავლებად. ერთმანეთს ძალით იჭერენ პარტიაში, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016