reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: შესაძლოა, არათავხედური სტილის დავით ბაქრაძემაც დატოვოს თავხედური სტილის „ნაციონალური მოძრაობა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:54
ინტერვიუ
რამაზ საყვარელიძე: შესაძლოა, არათავხედური სტილის დავით ბაქრაძემაც დატოვოს თავხედური სტილის „ნაციონალური მოძრაობა“
ავტორი:
28 მაისი, 2015. 16:24


პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ნაციონალური მოძრაობიდან" პოლიტიკოსების გადინების ფაქტს აფასებს. როგორც საყვარელიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ყოფილი „ნაციონალი" არ არსებობს და პარტიიდან წასული ოთხეული მინი-„ნაციონალურ მოძრაობას" ქმნის.


პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

 



- სიმართლე გითხრათ, დასაწყისში, ამ ოთხეულის შემადგენლობიდან გამომდინარე, მეგონა, რომ მათ კონცეპტუალურად განსხვავებული პოზიცია ექნებოდათ. მაგრამ მათმა განცხადებებმა დატოვეს შთაბეჭდილება, რომ ეს უბრალოდ, მინი-„ნაციონალური მოძრაობაა", მიშას გარეშე. არანაირი კრიტიკული შეფასება არჩევნების წაგების შესახებ მათი მხრიდან არ ყოფილა. როგორც ჩანს, არც ეს მინი-„ნაცმოძრაობა" იღებს ამაზე ხმას. ამიტომ მეეჭვება, რომ მათ გაყოფას რაიმე კონცეპტუალური საფუძველი ჰქონდეს. თან, ისე ბეჯითად იმალება გახლეჩის რეალური მიზეზი...


 

- რას გულისხმობთ?

 


- გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდა". მას ხელისუფლებაში ყოფნის დროსვე გარკვეული ჯგუფი გამოეყო და დაიწყო დაპირისპირება. იყო იქ რაიმე პოლიტიკური მოტივი? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, ძალაუფლების განაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ. შევარდნაძის პერიოდშიც ასე იყო. ერთგულად იბრძოდნენ შევარდნაძისთვის ჟვანია და სააკაშვილი. მოგვიანებით დაიწყო განხეთქილება. იყო რაიმე განსხვავებული პოლიტიკური ხედვა? არაფერი მსგავსი არ ყოფილა.



ასეთი დაყოფები, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არაა და შიდა ურთიერთობების პროდუქტია, ქართულ სინამდვილეში ტიპიურია. მგონია, აქაც შიდა ურთიერთობებია გაყოფის ძირითადი მიზეზი. მითუმეტეს, ამ ოთხეულმა თქვა, რომ შიდა საუბრებზე არაფერს იტყვიან. ე.ი. იქ იყო რაღაც ისეთი, რაც არ ითქმის. ყოველ შემთხვევაში, ამის გასაჯაროება მათთვის მომგებიანი არ არის. არის მორიგი სურათი, რომ ოჯახის წევრები ვერ შეთანხმდნენ და ოჯახი გაიყო. ხდება ხოლმე...



- საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ დროის განმავლობაში დუმილს ამჯობინებს. რაზე მიგანიშნებთ მისი სიჩუმე?

 


- დიახ, ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ ფაქტს ამდენი ხანია არ გამოხმაურებია და დუმს. ჩვენ გვინახავს, როგორია სააკაშვილი, როდესაც ვიღაცას სჯის. სააკაშვილს შეურაცხყოფის მიყენება ადვილად შეუძლია. მისი სიჩუმე მიტოვებს განცდას, რომ ამგვარი შეურაცხყოფის შედეგია ის, რაც მოხდა. ისიც ამიტომ არის ჩუმად, რომ ამ შეურაცხყოფის ავტორი თავადაა და საკუთარ დანაშაულზე ჯოხი სხვას გადაატეხოს. ეს არის შეცდომა, როდესაც პარტიის ლიდერი ასე ადვილად აყენებს შეურაცხყოფას თავის თანამებრძოლებს. ასეთ შემთხვევაში ლიდერი აუცილებლად დაკარგავს პარტიას, სააკაშვილმა ისედაც დიდი ხანი შეინარჩუნა იგი.



- ანუ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ამ ოთხეულს შორის მოხდა დაპირისპირება და სააკაშვილმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა?

 


- როგორც ჩანს, რაღაც საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ამას მოჰყვა შეურაცხყოფა სააკაშვილის მხრიდან და ამ ოთხეულმა გადაწყვიტა, რომ გამდგარიყო გვერდზე. შეურაცხყოფის ავტორმა დუმილი არჩია, ეტყობა, არ ელოდა ამ ნაბიჯს მათგან.



- მათი სამომავლო პერსპექტივა როგორ გესახებათ?

 


- თუ დაუკვირდით პავლე კუბლაშვილის გუშინდელ ინტერვიუს და საერთოდ, იმ პრინციპს, რაც მათ წამოაყენეს, რომ ჯაფარიძის გარდა არჩევნებში მონაწილეობას არავინ მიიღებს, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. გაუგებარია პოლიტიკური პარტიის არსებობის მნიშვნელობა, რომელიც არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ჯგუფმა ამ მეთოდით საერთოდ გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა. ახალგაზრდა ჯაფარიძე თუ ვინმეს შეკრებს, ხომ კარგი, თუ არადა, უფრო მეტად „ნაციონალებთან" ასოცირებული ძველი სახეები გაქრებიან პოლიტიკიდან. მათ პოლიტიკიდან წასვლის ირიბი გზა აირჩიეს, კარი არ გაიჯახუნეს და „ინგლისურად" მიდიან.



- გამორიცხავთ, რომ პარტია კიდევ დატოვოს ვინმემ?

 


- არ არის გამორიცხული,პარტია სხვებმაც დატოვონ. აქამდეც რომ გაძლო ამ პოლიტიკურმა პარტიამ, გასაკვირია. მათ მარცხი მარცხზე განიცადეს. ერთი მიტინგი არ გამოუვიდათ, მეორე არ გამოუვიდათ. მოსახლეობის რეაქციის გამო ქუჩაში ვერ გამოდიან. როდემდე შეიძლებოდა, ასეთ პირობებში ყოფილიყვნენ.



ეს ოთხეული არის არათავხედური სტილის, მათ ჰგავთ დავით ბაქრაძეც, ამიტომ არის ეჭვი, რომ ისიც მალე დატოვებს თავხედური სტილის „ნაციონალურ მოძრაობას".  დათო ბაქრაძე დიდი ხანია წასვლის კანდიდატებშია დასახელებული, რადგან არატიპიური „ნაციონალია". ამ არატიპიურმა „ნაციონალმა" არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა აიღო და პარტიის სხვა წევრებმა ამისგან დასკვნაც კი ვერ გააკეთეს. ვერ მიხვდნენ, რომ ხალხს ტიპიური „ნაციონალები" აღარ სჭირდება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016