„ნაციონალების მხრიდან პროვოკაციებს საბაბი უნდა ჰქონდეს და საბაბად ისინი ვერ გამოიყენებენ თუნდაც დანგრეულ გზებს და სხვა მსგავს პრობლემებს", - ამ განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი კობა ნარჩემაშვილი „რეპორტიორთან" ინტერვიუში:
„ვთვლი, რომ 2016 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა" ბარიერსაც ვერ გადალახავს! ერთადერთი საბაბია - თუკი ხელისუფლების რომელიმე წევრი საჯაროდ, იმის გამო, რომ უკრაინაში ინიშნებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოთქვამს უკმაყოფილებას დასავლეთის მიმართ და განაცხადებს, რომ შესაძლებელია, კურსი შევცვალოთ. აი, ეს იქნება იმპულსი. გახსოვთ ბზურაბ აბაშიძის განცხადება, როცა ამბობდა, ვერ გავხდებით ალიანსის წევრიო? ატყდა ერთი ამბავი. არადა, ზურაბ აბაშიძე არ არის ოფიციალური პირი, ის არის წარმომადგენელი. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს რომ წამოსცდეს პრემიერ-მინისტრს ან სახელმწიფო თანამდებობის რომელიმე პირს? ეს განხილული იქნება როგორც ოფიციალური კურსის ცვლილება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მაიდნის მსგავსი რამის მოწყობას ეცადონ! ამგვარი საბაბი არ უნდა მოიხელთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ", - აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.