reportiori.ge - ლალი მოროშკინა: საქმე გვაქვს ღარიბაშვილის, გომელაურისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟთან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:12
მთავარი თემა
ლალი მოროშკინა: საქმე გვაქვს ღარიბაშვილის, გომელაურისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟთან!
ავტორი:
30 მაისი, 2015. 03:06




არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობენ. ამის შესახებ მოროშკინა „ასავალ-დასავალს" ესაუბრა და მისი განცხადების მიზეზები განმარტა.

 

„ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ეროსი კიწმარიშვილის, ბესო ხარძიანის, რაფალიანცის მკვლელები თავისუფალია, გურამ შარაძის, ვაზაგაშვილების, ფარტენაძის მკვლელები - დაუდგენელი, გიორგი გუდაძე მე-17 საუკუნის რარიტეტული დამბაჩის გამო ციხეში ზის! მე ამისთვის არ მიომია! კრიმინალის შეჩერების ნაცვლად, დაზარალებული ადამიანების გამოხშირვა, დაჭერა დაიწყეს. პირდაპირ ვამბობ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა სამხრეებიც დიდი ხანია, თავებზე უნდა ჰქონდეთ გადახეული. ეს არის ვახტანგ გომელაურის, ირაკლი ღარიბაშვილის და, პირველ რიგში, ქვეყნის წინააღმეგ მიმართული საბოტაჟი!

 

გომელაურმა თავისი მინისტრობა ძალიან კარგად დაიწყო, ბევრი ზონდერი ჩამოაშორა თანამდებობას, მაგრამ იური ვაზაგაშვილის სიას ბოლომდე არ ჩაჰყვა! თავზე ხელის გადასმამ კი სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებს საშუალება მისცა,ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა გაეგრძელებინათ. იური ვაზაგაშვილის სიაში დასახელებული ადამიანების ნაწილი კვლავ თანამდებობებს ინარჩუნებს. ხაზგასმით ვამბობ - საბოტაჟს ეწევა არა ტოპმენეჯმენტი, არამედ მესამე რგოლის წარმომადგენლები - განყოფილების უფროსები და მისი შემდგომი დანაყოფები. სწორედ ამ მესამე რგოლის მიერ არის ლიკვიდირებული იური ვაზაგაშვილი. ნაციონალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „ოცნება" არჩევნებისთვის სრულიად დისკრედიტებული იყოს!

 

მოვითხოვ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგუროს ყველა ნარკოტიკი, რომელიც მათთან ინახება - სახალხოდ მოხდეს მათი დაწვა! მინისტრმა თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ნარკოტიკების, იარაღის „ჩადებას", ადგილი აღარ ექნება!" - განაცხადა მოროშკინამ.

 

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „ასავალ-დასავალი"




23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016