reportiori.ge - ირმა ინაშვილი: ხელისუფლების საყურადღებოდ ვამბობ – თბილისში კიდევ მოხდება ხმაურიანი პოლიტიკური მკვლელობა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:07
ინტერვიუ
ირმა ინაშვილი: ხელისუფლების საყურადღებოდ ვამბობ – თბილისში კიდევ მოხდება ხმაურიანი პოლიტიკური მკვლელობა!
ავტორი:
02 ივნისი, 2015. 16:04


ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ეხმაურება:


- სააკაშვილის დანიშვნა მაინცდამაინც ოდესის გუბერნატორად იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ოდესაც,ყირიმის მსგავსად, საჩუქრად გადაეცემა რუსეთს. მეტსაც გეტყვით, მთელი უკრაინის შავიზღვისპირეთი რუსეთის ხელში აღმოჩნდება და ამას გააკეთებს სააკაშვილი!


ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ხმამაღლა ვაცხადებ, რომ სააკაშვილი არის კრემლის ინტერესების პირდაპირი გამტარებელი, რომელიც რუსეთს ყოველთვის ძალიან მოქნილად უსრულებს ყველა სანუკვარ ოცნებას.


- ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი ოდესის ოლქს რუსეთს ჩააბარებს?

 

- დიახ, ჩააბარებს ისევე, როგორც ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა ჩააბარა!


კიდევ ვიმეორებ და მინდა, ყველამ მიაქციოს ყურადღება ჩემს პროგნოზს, რადგან იგი უახლოეს მომავალში ასრულდება - ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ოდესა აუცილებლად რუსეთს ჩაბარდება!


- ირმა, სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, ძალიან საინტერესო ფრაზა ახსენეთ - საქართველოდან უკრაინაში კოჰაბიტაციის ექსპორტი მოხდაო. განუმარტეთ ჩვენს მკითხველს, რას გულისხმობთ?

 

- ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 7-8 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ინტენსიურად ჩადიან უკრაინაში და ხვდებიან იქაური მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, სააკაშვილის გუნდის წევრებს - გია გეწაძეს, სანდრო კვიტაშვილს და სხვებს.


ნაციონალებისა და „ოცნების" კოჰაბიტაცია ქართველმა ხალხმა არანაირად არ მიიღო, ამიტომ ეს კოჰაბიტაცია ახლა უკრაინაში გადაიტანეს და მაკ კეინის პოლიტიკური დაჯგუფება ცდილობს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სააკაშვილის გუნდის წევრებს შორის ურთიერთობების დალაგება კიევის პოლიტიკურ ველზე მოხდეს!


- ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები გაგაჩნიათ?

 

- რა მტკიცებულებებია საჭირო, როცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო პირისპირ შეხვდა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ კვიტაშვილს და ერთად ფოტოც გადაიღეს!


რამდენიმე დღის წინათ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კიევში ჩავიდა და სალაპარაკოდ წინ დაუჯდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძეს!


ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, დანაშაული არ არის, მაგრამ უზნეობა და ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის უპატივცემულობაა, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი უკრაინაში სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ხვდება და ელაპარაკება!


ვეკითხები თეა წულუკიანს - რა რეფორმებზე საუბრობთ გია გეწაძესთან ერთად? გეწაძისნაირებს, საერთოდ, რატომ ხვდებით და ელაპარაკებით?!


ვეკითხები დავით სერგეენკოსაც, რომელიც კარგი მინისტრია და პატივს ვცემ - კვიტაშვილს რაზე ხვდებით და რა რეფორმაზე ელაპარაკებით?!


- ხელისუფლების პასუხი ამ პრეტენზიებზე ასეთია - „აბა, რა ვქნათ, უკრაინელ ხალხს ხომ არ გავებუტებით?"

 

- უკრაინელ ხალხს კი არ უნდა გაებუტონ, ქართველ ხალხს უნდა სცენ პატივი!


ხომ შეიძლება, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეტი სიმტკიცე გამოავლინონ და, უბრალოდ, საკითხი დააყენონ - კი ბატონო, ჩვენ შევხვდებით უკრაინელ მინისტრებს, მაგრამ არ შევხვდებით სააკაშვილის გუნდის წევრებს და მათთან არანაირ რეფორმაზე არ ვისაუბრებთ?!


საერთოდ, ჩვენს ხელისუფლებას უკრაინასთან მიმართებაში ძალიან მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული - ვიდრე უკრაინის ხელისუფლება პატივს არ სცემს ჩვენს მართლმსაჯულებას, ჩვენს კანონებს და ვიდრე ძებნილ სააკაშვილს არ გადმოგვცემს, იქ არანაირი ვიზიტები არ უნდა გაიმართოს!


- ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნას წინ უძღოდა ნაციონალური მოძრაობიდან ოთხი წევრის გასვლა. ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირში ხომ არ არის?

 

- ნაცმოძრაობა ცდილობს, წვრილ პარტიებად დაიშალოს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამ სახით გავიდეს, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. გეკითხებით, რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ვაშაძე რომელი პარტის წევრი იქნება?! რა მნიშვნელობა აქვს, რა ერქმევა იმ პარტიას, რომელშიც კუბლაშვილი გაწევრიანდება?!


პირდაპირ ვაცხადებ, რომ ნაცმოძრაობას იმიჯის გათეთრება არანაირად არ გამოუვა და ის კრახისთვის არის განწირული!

 

- ნაციონალები არჩევნების გზით ხელისუფლებაში რომ ვერ დაბრუნდებიან, ეს თავადაც კარგად იციან. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მათ მოიმოქმედონ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად?

 

- ნაციონალები ყველაფერზე არიან წამსვლელნი, მაგრამ არაფერი გამოუვათ, იმიტომ, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ!


სხვათა შორის, თბილისში, სხვადასხვა დისლოკაციის ადგილებში, გადანაწილებულნი არიან ნაცმოძრაობის ძველი ზონდერები, რომლებსაც სერიოზული შეიარაღება გააჩნიათ და ხელისუფლება რატომაც მათ ამ იარაღს არ ართმევს!


მეტსაც გეტყვით, ბოლო პერიოდში საქართველოში მრავლად არიან შემოსულნი უკრაინელები და ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს, რა კატეგორიის ხალხი კვეთს საქართველოს საზღვარს, იმიტომ, რომ ეს უკრაინელები ტურისტებად შემოვიდნენ თუ „ბოევიკებად", საკითხავია!


არ დაგვავიწყდეს, რომ უკანასკნელ პერიოდში თბილისში ორი დიდი ტრაგედია მოხდა - მოკლეს იური ვაზაგაშვილი და ბესო ხარძიანი! ხელისუფლების საყურადღებოდ ვამბობ - თბილისში კიდევ მოხდება ხმაურიანი პოლიტიკური მკვლელობა!


- რის საფუძველზე აცხადებთ ამას?

 

- უახლოეს პერიოდში თუ არ მოხდა იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობების გახნა და დამკვეთებზე გასვლა, დიახაც, მოხდება მსგავსი მკვლელობა, რაც საქართველოში უმართავ პროცესებს გამოიწვევს!


ეს ჯაჭვი მართულია უკრაინიდან - სააკაშვილისა და ადეიშვილის მხრიდან და მე ამას ჰაერში კი არ ვამბობ, კონკრეტულ ინფორმაციებს ვეყრდნობი!


- ე.ი. ხელისუფლება უნდა გამოფიხზლდეს?

 

- ეს ხელისუფლება, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად დაამთავრებს, იმიტომ, რომ ხალხს სრულიად მოწყდა!


საქართველოს არც ერთი მოქალაქის ცხოვრება, რეალურად, არ შეცვლილა! შეიცვალა მხოლოდ „ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტის ცხოვრება!


ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილა 1-პროცენტიანი რესპუბლიკური პარტიისათვის ხელისუფლების გადაცემა!"


დიახ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს იყო ქართველი ხალხის ოცნება, მაშინ ეს „ვინმე" ძალიან მალე ნახავს, ქართველი ხალხი რასაც იზამს!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016