reportiori.ge - ევროპარლამენტარი კშიშტოფ ლისეკი მიხეილ სააკაშვილს 9 წლიან მმართველობას აფასებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:47
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ლისეკი მიხეილ სააკაშვილს 9 წლიან მმართველობას აფასებს
26 ოქტომბერი, 2013. 12:58

პოლონელი „ევროპარლამენტარი" კშიშტოფ ლისეკი სტატია საქართველოს შესახებ, ევროპულ გამოცემა „EuroActiv"-ში ქვეყნდება. "სააკაშვილი თავის მემკვიდრეს უტოვებს ქვეყანას, რომელიც ისე შეიცვალა, ვერც კი იცნობ, რომელშიც შემცირდა კორუფცია, მოხდა ლანდშაფტისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. თუმცა, ამ გზაზე რამდენიმე უხეში შეცდომაც იქნა დაშვებული", - წერს კშიშტოფ ლისეკი


"ევროპის სახალხო პარტიის" წევრი  წერს, რომ რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქართველმა "ფეისბუქით" წერილი გაუგზავნა. „ახალგაზრდა წერდა, რომ სააკაშვილზე იმის მიხედვით უნდა ესაუბრათ, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაკეთდა." "მახსოვს, მასწავლებლის ხელფასი 15 დოლარი იყო, პენსიები კი ხშირად არ გაიცემოდა. კორუმპირებული იყო პოლიცია, სასამართლო, ადმინისტრაცია", - ციტირებს კშიშტოფ ლისეკი ქართველი ახალგაზრდის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს. 


ლისეკი ამბობს, რომ სააკაშვილს ჰქონდა ხედვა და ამ ხედვას მიჰყვა.საქართველოს პრეზიდენტი გარშემორტმული იყო ახალგაზრდების ჯგუფით, პროდსავლური, ამერიკისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ჩინოვნიკებითა და პოლიტიკოსებით, რამაც სააკაშვილს საქართველოს ახალი კურსით სვლის და აშშ-სთან, დასავლეთ ევროპასთან, ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მისცა.
"საბოლოოდ, პუტინისა და მისი პოლიტიკის სიძულვილისთვის მძიმე საფასურის გაღება მოუხდა რუსეთთან 2008 წელს ომის დაწყებით. შედეგად საქართველომ თავისი ტერიტორიების 20% დაკარგა", - წერს კშიშტოფ ლისეკი
 ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იბრძოდა. 
"პირველად თბილისის ქუჩებში მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნეს. იმასაც კი ამბობდნენ, რომ პოლიციის შუშის შენობები ქვეყანაში რეფორმებისა და გამჭვირვალობის სიმბოლოდ იქცა. თუმცა, მექრთამეობის წინააღმდეგ მის შეუპოვარ ბრძოლას თავისი შედეგები მოჰყვა. ივანიშვილის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ამნისტიამდე, საქართველოს (რუსეთის შემდეგ) ევროპაში 1000 მოსახლეზე ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავდა. შედეგად, ქვეყანაში თითქმის ყველა მოქალაქე ჩართული იყო სასამართლო პროცესებში, რამაც პრეზიდენტის პოპულარობაზეც იქონია გავლენა", - წერს კშიშტოტ ლისერი
ლისეკი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა კარგი ურთიერთობები დაამყარა ეროვნულ უმცირესობებთან და შემთხვევითი არ იყო, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს პრეზიდენტის პარტიამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა აზერბაიჯანელებითა და სომხებით დასახლებულ რეგიონებში.
"
მეორე მხრივ, სააკაშვილმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა. პრეზიდენტი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" შეუცვლელად მართავდნენ ქვეყანას. ბოლო ორი ვადის განმავლობაში საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წევრისგან შედგებოდა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მხოლოდ დასავლეთის დელეგაციის ვიზიტებისთვის შეიქმნა", - წერს კშიშტოფ ლისეკი
სტატიაში აღნიშნულია, რომ  სამოქალქო საზოგადოება კვლავაც ჩასახვის მდგომარეობაშია და ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა.
"
საააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ელიტა ძირითადად საბჭოური სისტემის მხარდამჭერებისგან შედგებოდა და მათ მიერ სააკაშვილის პოლიტიკის მხარდაჭერისგან თავშეკავება, რუსეთისკენ ლტოლვის გამოხატულება იყო. სააკაშვილი ასევე იგნორირებდა მოწოდებებს, მოლაპარაკებები გაემართა ეკლესიასთან. ივანიშვილი კი გულუხვად ასპონსორებდა ეკლესიებისა და მონასტრების განახლებას და შედეგად 2012 წლის არჩევნებში ეკლესიამ თითქმის საჯაროდ დაუჭირა მხარი ივანიშვილის გარემოცვას, რამაც "ქართული ოცნების" საბოლოო გამარჯვება განაპირობა", - წერს "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი
როგორც ავტორი წერს, სააკაშვილი ყურადღებას არ აქცევდა ციხეებში წამებისა და გაუპატიურების შესახებ ანგარიშებს. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ პრეზიდენტისთვის, რომელიც აბსოლუტურ ძალაუფლებას იყო შეჩვეული, რთული აღმოჩნდა ახალ მდგომარეობასთან შეგუება. სააკაშვილს სასამართლო დევნითა და გამოძიებით, დაპატიმრებითაც კი დაემუქრნენ. 
"
ივანიშვილმა მოხერხებულად გამოიყენა სააკაშვილის მხარდამჭერთა შემცირება. "ქართული ოცნება", რომელშიც სააკაშვილისგან თავიდან მოშორებულმა რამდენიმე დაჯგუფებამ, პოლიტიკოსმა და დიპლომატმა მოიყარა თავი, ერთმა საერთო საქმემ გააერთიანა: სააკაშვილის დაუფარავმა სიძულვილმა. ახლა მხოლოდ ერთია საკითხავი - სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ საკმარისი იქნება თუ არა ეს კოლიციის შესანარჩუნებლად? ის დათანხმდა საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვას და საკონსტიტუციო ცვლილებებს, რითაც საქართველო საპარლამენტო დემოკრატიის მოდელს მიუახლოვდება. ის შეუჩერებლად მოქმედებდა ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის - ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის დასაცავად. უდავოა, მისი წვლილი ქვეყნისადმი. მას დაიმახსოვრებენ, როგორც ენერგიულ ლიდერს, რომელიც საქართველოს დასავლური სამყაროს თანამედროვე სახელმწიფოდ ხედავდა. რაც არ უნდა იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს, ვილნიუსში გასამართ აღმოსავლეთ პარტნიორიობის სამიტამდე, ქართველების 80% მის ამ ხედვას მხარს უჭერს"._ წერს კშიშტოფ ლისეკი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016