reportiori.ge - როგორ აგრძელებენ ცხოვრებას 18 წელს გადაცილებული შშმ პირები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:20
ინტერვიუ
როგორ აგრძელებენ ცხოვრებას 18 წელს გადაცილებული შშმ პირები
03 ივნისი, 2015. 17:38


ნაძალადევში, ცოტნე დადიანის 136 ნომერში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დღის ცენტრი „ანიკა" მდებარეობს. ცენტრი, რომელიც 18 წლის წინ დაარსდა, 20-მდე სრულწლოვან შშმ პირს აერთიანებს.  „ანიკაში" თბილი და მყუდრო გარემოა იმ პირებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება საზოგადოების ყურადღება. ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირინა ინასარიძე 30 წელს გადაცილებულ შშმ პირებს ბავშვებს ეძახის და უვლის, ისე, როგორც საკუთარ შვილებს.


„ორი სახელი გავაერთიანე და სახელწოდება „ანიკა" დავარქვი ცენტრს. ანი ჩემი შვილის სახელია, ირაკლი - ჩემი მეგობრის შვილის", - გვიყვება ცენტრის დირექტორი. 




რას ემსახურება ცენტრი? მიზანი არაერთია - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, შშმ პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, მშობლების ჩართვა და მონაწილეობა მათი შვილების ცხოვრების საგანმანათლებო და იურიდიულ ასპექტებში:

 

ირინა ინასარიძე:

-ასოციაცია „ანიკა" 1997 წელს დაფუძნდა. მე თავად მყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. ერთხელ შემთხვევით აღმოვჩნდით ურეკში, სადაც სხვა მშობლებიც გავიცანი. მანამდე ჩაკეტილ წრეში ვიყავით. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა არასამთავრობო ორგანიზაცია. 




თავდაპირველად ვფიქრობდი, თუ არასამთავრობო ორგანიზაციას გავხსნიდი, გზა გახსნილი მექნებოდა საზღვარგარეთ, წავიყვანდით ჩვენს შვილებს და იქ გამოჯანმრთელდებოდნენ. თუმცა, ეს ყველაფერი ილუზია იყო.

 

მიხარია, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია, სხვებს დავეხმაროთ. ყველა დაინტერესებულ ადამიანს ჩვენი ორგანიზაცია ღიად ეხმარება", - გვითხრა ცენტრის დირექტორმა.


დღის ცენტრში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება. ასოციაცია „ანიკას" მეორე დღის ცენტრიც აქვს, რომელიც თემქაზე მდებარეობს და 18 წლამდე შშმ პირებს ზრდის.



1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ნახატების გამოფენა სახელწოდებით „შეზღუდული შესაძებლობის მქონე ბავშვების თვალით დანახული ნოდარ დუმბაძის გმირები" გაიმართა. 




ცენტრში შრომა-თერაპიის, წიგნის კითხვის, წერის, ხატვის, მუსიკის საათებია. მუშაობენ თექაზე, ბისერებისგან ამზადებენ სამკაულებს, ხატავენ ქოთნებს ან უბრალოდ ხატავენ. აკეთებენ საყვავილეებს.  





ქალბატონ ირინას სამკერვალო სახელოსნოს გაკეთება უნდა. ამბობს, რომ შესაძლოა, შშმ პირებისთვის ტანსაცმელზე შეკვეთებიც მიიღოს. სახელოსნოში ყველა შშმ პირი დასაქმდება. ისწავლიან კერვას და დაეხმარებიან სხვებს.




***

 


 „ანიკა რუმი"...




ცენტრში ახალგაზრდული კლუბი - „ანიკა რუმი" არსებობს. კლუბის მიზანი შშმ ახალგაზრდების და მათი სხვა თანატოლებისთვის საზოგადოებაში ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა.




ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შენობაში არსებობს რესურსი, გაკეთდეს მინისასტუმრო, სადაც 6 ადამიანი დაეტევა. მინი სასტუმრო იქნება განკუთვნილი იმ შშმ პირებისთვის, რომლებიც ღონისძიებისას რეგიონებიდან თბილისს სტუმრობენ, თუმცა დასარჩენი ადგილი არ აქვთ. სასტუმროში სასადილო გაკეთდება და მასპინძლები სტუმრებს გაუმასპინძლდებიან. „თან კულინარიულ უნარ-ჩვევებსაც გამოიმუშავებენ", - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი. 


 
ცენტრი გრანტებით ფინანსდება, თუმცა, არც ისე ხშირად. ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტებს მუდმივად წერენ. ცენტრის ხელმძღვანელი წუხს, რომ ძალიან ძნელია ფინანსების მოძიება, რომ ბავშვების ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული იყოს. ქალბატონი ირინა ჰყვება, რომ მას მუდმივად უწევს დამატებითი ფინანსების მოძიება. 




შშმ პირების ნამუშევრების გამოფენები იმართება ხოლმე და ხანდახან იყიდება კიდეც. „ქველმოქმედება ამ მხრივ ძალიან იშვიათია", - ამბობს ქალბატონო ირინა.



ირინა ინასარიძე: „რაც შეეხება ამ საყვარელ ახალგაზრდებს, ისინი ძალიან კარგები არიან, კომუნიკაბელურები, თბილები და უშუალოები, რომელთაც ძალიან დიდი ყურადღება და სითბო სჭირდებათ". 





ზოგიერთ მათგანს მენტალური პრობლემა აქვს, ზოგიერთს - ფიზიკური ან ფსიქიკური... 




ცენტრი უარს ამბობს მძიმე (ფიზიკური ან ფსიქიკური) შშმ მქონე პირების მიღებაზე. აქ მათთვის არ არსებობს რესურსი, სათანადოდ მოუარონ. ამის სურვილი აქვთ, თუმცა ფინანსები - არა!



ირინა ინასარიძე: „არ ხდება იმ ოჯახის გაძლიერება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. სტატისტიკის მიხედვით, როდესაც ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იბადება,  ხშირ შემთხვევაში მამები ტოვებენ ოჯახებს და ძირითადად მხოლოდ დედის საზრუნავი ხდება. ამ დროს კი დედა იმდენად არის გადართული შშმ შვილზე, რომ არ რჩება დრო, მიხედოს სხვა შვილს ან შვილებს. თავად დედას კი საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია.

 

 

 

მე  ჩემი პირადი სივრცე არ მაქვს არასდროს. დღის ცენტრში ჩემი შვილია, თორემ რა იქნებოდა, არ ვიცი... სახლში რომ მივდივარ, იქაც სულ უნდა მხედავდეს, სადაც არ უნდა იყოს... მაგრამ როცა მე აღარ ვიქნები... ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პროგრამები არსებობდეს. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, ვეღარ გაუძლო...




***



ცენტრში შშმ პირების მქონე მშობლები იკრიბებიან. ერთმანეთს გამოცდილებას და საზრუნავს უზიარებენ.


 

ცენტრის ბენეფიციარები ცენტრს გარეთაც არიან დასაქმებულები. ერთ-ერთი მათგანია ანი, რომელიც „მაკდონალდსში"მუშაობს.  




ანი იქ მისულ ბავშვებს ბუშტებს ურიგებს. უყვარს ჩოგბურთის თამაში, რაშიც საქართველოს ჩემპიონიც გახდა. მოსწონს მათემატიკისა და ქართული ენის გაკვეთილები.






ლილი სოხუმიდან არის. უყვარს ლექსები. 



30 წლის ალეკოს მუსიკისა და ინგლისურის გაკვეთილები განსაკუთრებულად უყვარს. მოსწონს სპექტაკლები და სურვილი აქვს, თეატრში ხშირად იაროს.  




22 წლის ლაშა როკს უსმენს. მოსწონს ხატვა.




„ანიკას" რამდენიმე წევრმა ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო. თუმცა, ყველა მათგანი საოცარ სიყვარულს და სითბოს გამოხატავს სტუმრის მიმართ. ისინი აწყობენ ღონისძიებებს, რომელიც ხშირად მხოლოდ მათთვის და მათი მშობლებისთვის ტარდება. მათი სურვილია საზოგადოებასთან დაახლოება, მეგობრობა. ისინი ნამდვილად კარგი მეგობრები არიან.






 (გედა დარჩიას ფოტორეპორტაჟი)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016