reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კიდევ 16 ფერწერულ ტილოს უბრუნებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:11
მთავარი თემა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კიდევ 16 ფერწერულ ტილოს უბრუნებს...
ავტორი:
04 ივნისი, 2015. 02:24

 

 

ფიროსმანის „არსენალის მთა"დაბრუნდება საქართველოში და ეროვნულ მუზეუმში იქნება გამოფენილი


ასევე ქვეყნიდან გატანილი 16 ფერწერული ტილო რუსეთში საქართველოს საელჩოდან დაუბრუნდება მუზეუმს.


რაც შეეხება თვითონ ფიროსმანს, ეროვნული მუზეუმი მაქსიმალურად ცდილობს მხატვრის პოპულარიზაციას, ამას ხელს უწყობს ექსპოზიცია, რომელიც ეროვნულ გალერეაში არის წარმოდგენილი . გამოფენილია 29 ნამუშევარი. „არსენალის მთა" კი 1957 წლიდან იყო არაგონის საკუთრება, როცა 60 წლის იუბილეზე საბჭოთა მთავრობამ გადასცა . შემდეგ, ხვდება მის მემკვიდრესთან. შემდეგ წლების მანძილზე არავინ იცოდა სურათის შესახებ, ხოლო 2003 წელს ჟურნალისტი ნელი კობიაშვილის სურათი მიერ გადაღებულ კადრებში გამოჩნდა. აუქციონზე კი უკვე მესამედ გავიდა. იგი ერთადერთხელ იყო გამოფენილი საქართველოში საშემოდგომო გამოფენაზე.


ექსპონატები მუდმივად გადიოდა ქვეყნიდან. 2012 წელს ბევრ ორგანიზაციაში შევიდა კონტროლის პალატა, ძალიან საფუძვლიანად იმუშავეს და დადეს საბოლოოდ დასკვნა. ეროვნულ მუზეუმში შემოვიდა 12 კაციანი ჯგუფი, რომელმაც იმუშავა თვეების მანძილზე და მათ შეისწავლეს ყველა ის ასპექტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ამ დასკვნაში. კომისიამ დადო დასკვნა დადებითი. ექსპონატები არის მოყოლებული 60-იანი წლებიდან, დღევანდელი დღის ჩათვლით. ამ 274 ნამუშევრის ჩამონათვალში შედის ასევე გადაცემული ექსპონატები საელჩოებისთვის. ამის საპასუხოდ, ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა სპეციალური პასუხი და წერილობით ეს პასუხი გადაგზავნილია კულტურის სამინისტროსთვის. დღეს თითქმის უკვე ბოლო ეტაპზეა მოლაპარაკება და


ნამუშევრები ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის - დავით ლორთქიფანიძის ბრძანებით გადიოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ექსპონატები გაიტანა მხატვარმა სხვა ქვეყანაში და ან თავად მან არ დააბრუნა, ან იმ ქვეყნიდან არ დაბრუნდა. აჟიოტაჟი რომელიც ატეხილია კულტურული მემკვიდრეობის გარშემო ეს აბსოლუტურად მართებულია. აუდიტის დასკვნა საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა. იხილავდნენ 2004-05 წლებში უცხოეთში გატანილ ექპონატებს. დაბრუნდა თუ არა ის რაოდენობა და რა მდგომარეობაშია. პარალელურად ისწავლებოდა დოკუმენტები. კომისიის წევრები დოკუმენტაციის შესწავლისას ძალიან ბევრ უზუსტობას და არასწორ დამოკიდებულებად გადავაწყდნენ. მაგალითად, როცა ფიროსმანზეა საუბარი ერთი და იმავე ნამუშევარზე იყო სხვადასხვა ზომები მითითებული. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დროს კი, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ექსპონატი დაუზღვევლად წავიდა გამოფენაზე ოლიმპიურ სოფელში.


UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლის კოტე ნაცვლიშვილის თქმით ორგანიზაცია ოფიციალურად გადაიბარებს სამინისტროსგან უფლებამოსილებას ხელოვნების ნიმუშების და ზოგადად კულტურული ფასეულობების უცხოეთში გატანისა და შემოტანის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს საკითხს.



http://marshalpress.ge/?p=5510


 

 

 

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016