reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: სააკაშვილის სიცოცხლე გაცილებით დაცული იქნებოდა „მატროსოვის“ 6 კვადრატულ მეტრში, ვიდრე ოდესაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:10
ინტერვიუ
ალექსანდრე ქანთარია: სააკაშვილის სიცოცხლე გაცილებით დაცული იქნებოდა „მატროსოვის“ 6 კვადრატულ მეტრში, ვიდრე ოდესაში
ავტორი:
04 ივნისი, 2015. 17:13


საქართველოში და მის მეზობლად არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ესაუბრა:


- პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც ოდესაში მოხდა, არასერიოზული რამ მგონია. ლიტერატურული თვალსაზრისით, ეს ძალიან საინტერესოა. ერთი რამ უდავოა - ვფიქრობ, სააკაშვილის სიცოცხლე გაცილებით დაცული იქნებოდა „მატროსოვის" 6 კვადრატულ მეტრში, ვიდრე ოდესაში. არა მგონია, მისთვის ოდესის გუბერნატორობა გარკვეული გადარჩენის ან წარმატების მომტანი იყოს.


აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოძმე უკრაინა გარკვეულ რისკზე წავიდა. აქ კიდევ სხვა რაღაცებშია საქმე, რომელიც ალბათ მალე გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ამის ახლა გამწვავებას ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს. თუმცა, ჩემი მხრიდან სათქმელი მაინც უნდა ითქვას, რომ მეგობარი ქვეყნები ასე არ იქცევიან. მაგრამ ეს არ გახდება იმის საბაბი, რომ ჩვენ შეგვეცვალოს დამოკიდებულება უკრაინასა და უკრაინელ ხალხზე.


თავად ოდესას რაც შეეხება, ეს არის ძალიან კოლორიტული ქალაქი, რომელიც, არა მგონია, შეეგუოს სააკაშვილისნაირ მოღვაწეს.


- საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე დაიწყო, თუმცა საკითხის ირგვლივ გუნდში ერთიანი პოზიციები არ არსებობს. რაზე ვერ თანხმდება მმართველი გუნდი და ზოგადად, რა ხარვეზებია საარჩევნო სისტემაში?

- ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ 2 წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემაში ბევრი რამ შეგვეცვალა და ეს ასეც მოხდა. მაქსიმალურად დემოკრატიული გახდა საარჩევნო პროცესი. ამას ადასტურებენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ეს არ არის ასე ხელაღებით გასაკეთებელი საქმე. ვინც ამას ითხოვს, იმათ ჰგონიათ, რომ თუ გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა, მათ პარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი ექნებათ. არა მგონია, საქართველოს მოსახლეობა ასე ფიქრობდეს. მაჟორიტარიზმის დიდი დამცველი არ გახლავართ, მაგრამ რეალობაა ის, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტი კონტაქტი აქვს მაჟორიტართან. უნდა თუ არა მაჟორიტარს, ის ვალდებულია, თავის ამომრჩეველს შეხვდეს სისტემატურად. თუმცა მეორე საკითხია ის, რომ ამომრჩევლები ყველაფერს მაჟორიტარს სთხოვენ. ამ შემთხვევაში მაჟორიტარის უფლებები ნაკლებია და მოვალეობები - დიდი.


რაც შეეხება გათანაბრებას, ამაზე დიდი ხანია მსჯელობა მიდის. თუმცა აქაც არის სირთულეები. მართლაც აბსოლიტური ნონსენსია, როდესაც 3 000 ამომრჩეველის მიერ დეპუტატი ხდება ადამიანი და თუნდაც ჩემთან არის 150 000 ამომრჩებელი. ეს უნდა გასწორდეს.


მაჟორიტარის ინსტიტუტის გაუქმება ალბათ უახლოეს პერიოდში ვერ მოხდება. მე მაინც მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ ჩვენ წავალთ ორპალატიანი სისტემისკენ. როდის მოხდება ეს და მოესწრება თუ არა ამ წელიწადს, არ ვიცი. მეეჭვება, რომ ეს იყოს მოსახლეობის ფართო ინტერესის საგანი. თუმცა მოსახლეობა უნდა იყოს ერთ რამეში დარწმუნებული, რომ მისი ხმა არ დაიკარგება.


- მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ საქართველოს ქალაქებში აქციები გაიმართა. რას ფიქრობს ხელისუფლება ამ საკითხზე და იგეგმება თუ არა აღნიშნული მიმართულებით ბრალის შემსუბუქება?


- მარიხუანას დეკრიმინალიზაცია საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ პასუხი ამ კითხვებზე მარტივია. როდესაც ადამიანი ხდება მასზე დამოკიდებული, მისი რეაბილიტირება ძალიან რთულია და ამ დროს ადამიანიც ძალიან ახლოს არის დანაშაულთან. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ჩვენ არ ვართ მზად, რომ მოვახდინოთ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და ჩავთვალოთ, რომ ეს აღარ არის დანაშაული. შესაძლოა, ვიფიქროთ სასჯელის სხვადახვა ზომაზე. შესაძლოა, იყოს ძალიან მაღალი ჯარიმები და თუ ადამიანი მას ვერ გადაიხდის, შემდეგ მოხდეს მისი იზოლირება. ისე, როგორც არის ამსტერდამში, ამას ჩვენ ვერ ვიზამთ. სახელმწიფომ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ეს სენი.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016