საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გალერეა „ვაჩეში" დღეს, 19:00 საათზე, მსახიობ კახი კავსაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა მოეწყობა, რომელზეც ქართველი და უცხოელი კარიკატურისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. გამოიფინება დიდი მსახიობის ღიმილისმომგვრელი 26 შარჟი, რომელიც ღონისძიების დასასრულს, იუბილარს საჩუქრად გადაეცემა.
კახი კავსაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კარიკატურისტები: ბესიკ დუღაშვილი (საქართველო), ზალიკო სულაკაური (საქართველო), გიორგი გამეზარდაშვილი „გამეზა" (საქართველო), ნიკა კემულარია (საქართველო), შოთიკო პაპავა (საქართველო), ალექსანდრე ნოვოსელცევი (რუსეთი), არტურო ალმეიდა (პანამა), ბრუნო მუნიერი (საფრანგეთი), ერიკ სკალა (საფრანგეთი), ჯერარდო ტორესი (მექსიკა), საადეტ დემირ იალჩინი (თურქეთი), მარიო მაგნატი (იტალია), მარციო მარიანი (იტალია), ოკტაი კასიმოვი (აზერბაიჯანი), პიერ პრიგენტი(საფრანგეთი), საშა კუნიკი (ხორვატია), სებასტიან ვეგა (არგენტინა), ომარ როველო (მექსიკა), დინ ჯონსი (კანადა), აკიშ რამა (ინდოეთი).