reportiori.ge - სულხან მოლაშვილი: ვერ ჩამოხვალ, მიხეილ სააკაშვილო, და აღარ გავა შენი „კმარა“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:20
ინტერვიუ
სულხან მოლაშვილი: ვერ ჩამოხვალ, მიხეილ სააკაშვილო, და აღარ გავა შენი „კმარა“!
ავტორი:
05 ივნისი, 2015. 12:21



კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გამო, ოდესელ მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს. ამ და სხვა თემებზე სულხან მოლაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა:


- მიხეილ სააკაშვილი რომ არაორდინარულ პიროვნებაა და მხოლოდ საკუთარ თავზე და კარიერაზე რომ ფიქრობს, მგონი, არავისთვის სადავო არ უნდა იყოს. მან ძალიან მარტივად, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის სახელმწიფო სამსახურზე გაცვალა. შეუძლებელია, შენი ქვეყნის მოქალაქე დარჩე და ამავდროულად სხვა ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში იყო. ეს ისეთი ანი და ბანია იურისპრუდენციაში და საერთაშორისო სამართალში, რომელიც ალბათ მხოლოდ სააკაშვილისნაირმა „განსწავლულმა" იურისტებმა არ იციან. თუმცა, მე ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილმა ეს არ იცოდეს. მან მშვენივრად იცის ეს საკითხი, მაგრამ იმდენად დიდია ამ ადამიანში ეგოისტური და მაჯლაჯუნური ლტოლვა ეკრანზე გამოჩენის, რომ ვერ ერევა. მას აქვს ავადმყოფური მიდრეკილება განდიდებისაკენ, თანამდებობისკენ, სიმდიდრისკენ, რაც არაერთხელ დადასტურდა მისი 9-წლიანი რეჟიმის დროს და მანამდე, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა. ის იყო კორუფციის ჭაობში ჩაქცეული პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმთავითვე, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა.


როცა ბიძინა ივანიშვილს აბრალებს ეს უბადრუკი ადამიანი დაპირებების შეუსრულებლობას, სად არის ის თბილისთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით გვამცნეს საკრებულოში გამარჯვების დროს? თუმცა, ის გამარჯვებაც ბოლომდე გამარჯვება არ იყო სააკაშვილის. ლეიბორისტების დათმობის შედეგად შეავსეს უმრავლესობა, თორემ, პრინციპში, არცერთი დემოკრატიული წესით გამართული არჩევნების დროს სააკაშვილს თანაბარუნარიან ბრძოლაში არ გაუმარჯვია. თუკი იმას ჩავთვლით გამარჯვებად, რომ 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალების აქტი ჩაიდინა და მერე ეს გააფორმა არჩევნებით, როდესაც მთელი საქართველო შიშით კანკალებდა, ეს არჩევნები ნამდვილად არ იყო.


სააკაშვილის მთელი თვალთმაქცური ბიოგრაფიის ფონზე, მხოლოდ სამძიმრის სიტყვები შეგვიძლია ვუთხრათ ოდესელ ხალხს. გუბერნატორად ასეთი არასტაბილური პირის  დანიშვნა აუცილებლად გამოიწვევს სოციალურ რყევებს და სააკაშვილის იმედი, რომ იგი გადაიქცევა მძლავრ ფინანსურ წყაროდ „ნაციონალური მოძრაობისთვის", ეს სისულელეა.


რაც არ უნდა გაუჭირდეს ქართველ ხალხს, მიხეილ სააკაშვილო, შენი იმედი მაინც არ ექნება. შენ ნებაყოფლობით თქვი უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. როდესაც შენს თავს ედუარდ შევარდნაძესა და ბიძინა ივანიშვილს ადარებ და პარალელს ავლებ, უნდა იცოდე, რომ ის სხვა ვითარებებია. შევარდნაძე როდესაც დაბრუნდა 1992-ში საქართველოში, მას მოქალაქეობა კანონმდებლობით ჩამორთმეული არ ჰქონდა. რაც შეეხება ივანიშვილს, კაცს უნდოდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და სააკაშვილმა თავხედურად სასამართლოს ათქმევინა უარი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ საქართველოს მოქალაქეს თუკი აქვს მიღებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობა განსაკუთრებული დამსახურებისთვის, პრეზიდენტი მას ანიჭებს ორმაგ მოქალაქეობას. ეს არის ერთგვარი თანადგომის გამოხატულება ისეთი ადამიანების მიმართ, რომელიც შესაძლოა, ბედის უკუღმართობის გამო საზღვარგარეთ მოღვაწეობდეს, მაგრამ ამავდროულად გული ეწვოდეს თავის ქვეყანაზე. სულ რომ არაფერი გაეკეთებინა იმ კაცს, სამების, როგორც ათასწლეულის მშვენების ერთ-ერთი აღმშენებელია. 


- მიხეილ სააკაშვილის ბოლო ინტერვიუს და მის მიერ დასმულ აქცენტებს როგორ შეაფასებთ?


- სეირიოზულად დამაფიქრა იმ ინტერვიუმ, რომელიც სააკაშვილმა იკადრა. გუშინდელი დღე გავიდა, დღევანდელი იწურება და უმრავლესობიდან კაციშვილი ხმას არ იღებს. რეალური, მკაცრი, შეუვალი და ადეკვატური რეაგირება მე არ დამინახავს. ზოგს ეტყობა, იმის ეშინია, რომ ადრე მასთან თანამშრომლობდა და ახლა სხვანაირად გაპრანჭვის პოზაში ყოფნა ერიდება. ზოგს იმის ეხათრება, რამე არ შეიცვალოს მართლა მომავალში და ასეთ კონიუნქტურას მიჰყოფს ხელს. ის ხალხი, ვინც ბიძინა ივანიშვილის წყალობით დღეს, როგორც მინიმუმ პოლიტიკურ სარბიელზეა გამოჩენილი, ხმას არ იღებს და გატრუნულია. ეტყობა, გაუტკბათ კარგი ცხოვრება და რომ დასჭირდეთ, ალბათ, ამ კაცს ისე გაყიდიან, როგორც არაფერი.


მე არ ვიცი, როგორ ბედავს სააკაშვილი თავისი დაბოღმილი, კოკაინით, კორუფციით და ათასი ილუზიებით გათანგული აზროვნებით, რომ კიდევ ასე ლაპარაკობს. კიდევ ისმის მისგან ჭორვილის პროვინციალიზმზე საუბრები. რა იცის სააკაშვილმა ჭორვილა და მისი მნიშვნელობა?! რა იცის რა დიდი ცივილიზაცია იყო ამ ტერიტორიზე?! ვის ეძახის და რატომ ეძახის სააკაშვილი ასე?! რა უფლებით არის აღჭურვილი, მაშინ, როდესაც მისი ჯიში არ ვიცით. გასაგებია, რომ დედა მეგრელი ჰყავს, მაგრამ მამაც, გაგვაგებინოს, სადაური ჰყავს. საქართველოში სომხობა სირცხვილი არ არის.  თუ სომეხი ხარ და მალავ, ვაი შენს კაცობას, სააკაშვილო. თუ არა ხარ და ასე გყავს მივიწყებული ჯიში და ჯილაგი მამის მხრიდან, მაინც აფერუმ შენს ღირსებებსა და შეხედულებებს. ვის წარსულს, ვის სოფელს მიმოიკითხავ შენ და პროვინციელს ეძახი, შე ქვეყნის პირველო გამყიდველო, რომელმაც შენი ავადმყოფური ლტოლვის გამო ქვეყნის 20 პროცენტი დაკარგე. როდესაც აგვისტოს მცხუნვარე მზეზე დაღუპული ბიჭების გვამები იხრწნებოდა, ამაზე ნახევარი თბილისი რატომ აცეკვე და ამღერე?! ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული?! როგორ შეიძლება, შენ ერი გიყვარდეს, როდესაც 300 000 პრობაციონერი გყავდა? ვერ ჩამოხვალ, მიხეილ სააკაშვილო, და აღარ გავა შენი „კმარა"! საქმე საქმეზე რომ მიდგეს, იარაღს ავიღებთ უკვე ხელში, რომ შენ ფეხი არ დაადგა ქართულ მიწას. ესაა ზუსტად ქართველი მოქალაქეების აზრი.


- უფრო კონკრეტულად, რამ დაგაფიქრათ ინტერვიუში?


- კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით. სააკაშვილი ამბობს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს და მის ფულს სადაც გინდათ, იქ მივაგნებო. თუ მართლა სამართალია, ვნახოთ, ვის აქვს დანაშაული ჩადენილი. ადამიანთა მასობრივი წამებები, პატიმართა გაუპატიურებები - ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული არ არის?! განა თვითონვე არ უწოდა ამას სისტემური დანაშაული?! სისტემას ვინ ედგა სათავეში, თუ არა თავად მისი ბრწყინვალება სააკოვი?!


ციხეში გარდაცვლილ 25 წლის პატიმრებს გარეთ გაყვანილებს სხეულში აღარცერთი ორგანო რომ აღარ ჰქონდათ, ეს თუ ახსოვთ?! ჩვენ გვეგონა, რომ მკვლელობის და ძალადობის ფაქტების დასამალად აკეთებდნენ ამას. გაცილებით მეტ ბოროტებასთან გვქონდა საქმე, ორგანოებით ვაჭრობის სუნი ასდიოდა ამ ყველაფერს! ნარკოტრაფიკის ხელშეწყობა, იარაღით ვაჭრობა, ორგანოებით ვაჭრობა, ეს ყველაფერი სააკაშვილ-მერაბიშვილ-უგულავას და მათი ტანდემის კისერზეა.


გული მაქვს გაგლეჯილი იმის გამო, რომ დღევანდელი უმრავლესობა ხმას ვერ იღებს და ვერც სათანადო საინფორმაციო კონტრპასუხებს ახორციელებს და ვერ ეფარება საკუთარ ლიდერს ისე, როგორც მას ეკადრება. მეორე მხრივ, თუკი ეს ასე გაგრძელდა, ვგრძნობ, რომ ამით სააკაშვილისნაირ პოლიტიკურ მონსტრებს საშუალება მიეცემათ, აქა-იქ მართლაც შექმნან დაძაბულობის და ნერვიულობის მომენტები.








 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016