reportiori.ge - გედევან ფოფხაძე: შინაგანად, მეც ბევრი აგრესია მაქვს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:07
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: შინაგანად, მეც ბევრი აგრესია მაქვს...
ავტორი: ანა ნოდია
05 ივნისი, 2015. 18:53



„სისტემური შემოქმედების ძირითადი დამნაშავეები ან არიან დევნილები, ან იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მათ მიმართ ხორციელდება სამართლიანი მართლმსაჯულება. ჩვენ მივდივართ სამართლიანი გზით. ყველას ვთავაზობთ სამართლიან მართლმსაჯულებას", - ასეთ განცხადებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე „რეპორტიორთან" საუბრისას.


„ვიღაცისთვის მარტივი იყო ამ ხალხის ლინჩის წესით გასამართლება, ქუჩაში გამოყვანა და თავში კომბლის ჩარტყმა, მაგრამ ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ გადავიქცეოდით „ნაციონალურ მოძრაობად". ჩვენ გავხდებოდით მათზე უფრო უარესები. მიმაჩნია, რომ მორალურად სწორი კურსი გვაქვს. შინაგანად, მეც ბევრი აგრესია მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ უმჯობესია, ამ აგრესიას ჩემში ვებრძოლო, ვიდრე  სხვა ადამიანების აგრესია წავახალისო იმ რიტორიკით, რაც შეიძლება შევთავაზო ადამიანებს. ვითამაშო მათ ემოციებზე, ვიძახო, რომ ბოლომდე უნდა გავუსწორდეთ ნაციონალებს, გავანადგუროთ... ეს არასწორი რიტორიკაა. ჩვენ ეს ძალა პოლიტიკური პასუხისმგებლობის წინაშე დავაყენეთ და სისტემური დანაშაულის შემქმნელების მიმართ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა. ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. ხაზგასმით ვიტყვი, თუ შენ არ გქონდა მართლმსაჯულება, ეს არ გაძლევს უფლებას, მართლმსაჯულება წაართვა იმ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც ჯალათებად მიგაჩნია.

 

დღეს მოსამართლეს ვერავინ აიძულებს,  ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს. გვახსოვს, ნაციონალების დროს როგორი მართლმსაჯულება იყო.

 

მიმაჩნია, რომ პროკურატურა საკმაოდ კარგად მუშაობს. ერთი მხრივ, პროკურატურას ჩვენი თანამოაზრეები, ჩვენი თანაგუნდელები უკუჟინებენ, რატომ უფრო თანმიმდევრულები არ ხართო, მეორე მხრივ, ოპონენტები უკიჟინებენ, პოლიტიზებულები ხართო. თუ პროკურატურა არ იქნება დაცული ამ სიტუაციაში და არ იგრძნობს, რომ მას აქვს საშუალება, სრულფასოვნად შეასრულოს ფუნქცია, ამითაც დავზარალდებით. შეშინებული ან დაგეშილი პროკურატურა ორივე ერთნაირად საშიშია. მართლმსაჯულება შევთავაზეთ ოპონენტებს. დამნაშავე დაისჯება სამართლიანი გზებით!" - აცხადებს გედევან ფოფხაძე „რეპორტიორთან" ინტერვიუში.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016