ორგანიზაცია „ძლიერი ქალი- ძლიერი სახელმწიფოს" ლიდერი, ლალი მოროშკინა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ საუბრობს და წუხილს გამოთქვას იმის გამო, რომ იური ვაზაგაშვილის ქვრივი არსებულ ვითარებაში საგამოძოებო ორგანოებისა და ახლობლების მხრიდან უყურადღებობას განიცდის.
ამის შესახებ მოროშკნამ გადაცემაში „რეაქცია" განაცხადა.
„იური ვაზაგაშვილის მეუღლე, ქალბატონი ციალა გუშინწინ დამიკავშირდა და მითხრა, რომ ყველამ მიატოვა, მის სანახავად მეგობრებიც კი აღარ მიდიან. მითხრა- დარწმუნებული ვარ, იური ვაზაგაშვილის საქმე წინ არ წავაო!"- განაცხადა მოროშკინამ და აღნიშნა, რომ ის, რაც ლაშა მახარძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ოქროპირიძის საქმის გარშემო ხდება, დაუშვებელია.
მოროშკინას განცხადებით, ნაფიცი მსაჯულები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს, რადგან მათ სისხლის სამართლის საქმეში ვერდიქტის გამოტანა ევალებათ. ხოლო, გიორგი ოქროპირიძის შემთხვევაში, ნაფიცი მსაჯულები მზად არ იყვნენ.
„როდესაც ნაფიცი მსაჯულებიდან ორი ადამიანი გამუდემბით ტირის ან ნევროპათოლოგია საჭირო სანამ ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან, ან არ ვიყავით მზად ამისთვის. ნაფიცი მსაჯულები უნდა იყვნენ ძალიან ადექვატურები და ორი გოგონა სულ ტიროდა. ჩვენ შემოგვივიდა ზარი ერთ-ერთი ქალბატონისგან, რომელმაც გვითხრა, რომ აიძულებენ ნაფიც მსაჯულად წასვლას და მას ეშინოდა მისი ქმრის, რომელმაც სასამართლოში წასვლა აუკრძალა.
მაინტერესებს- ადამიანს, რომელსაც საკუთარი ქმრის ეშინია, როგორ შეუძლია გამოიტანოს ვერდიქტი ასეთ რთულ საქმეზე?"- განაცხადა ლალი მოროშკინამ.