„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ქვეყანაში სამართლიანობა ისევ სასამართლოს მიერ უნდა აღდგეს. მჟავანაძე მიიჩნევს, რომ პრველ რიგში სასამართლოს სისტემა ძველი, „ნაციონალური მოძრაობის" კადრებისგან უნდა გათავისუფლდეს.
„სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში ყოველთვის დიდ დროს მოითხოვდა. ისრაელში ახლაც კი დასდევენ მოხუც ნაცისტებს.
არ შეიძლება უზნეო ადამიანმა იქადაგოს ზენობაზე, ამორალურმა ადამიანმა იქადაგოს ზნეობაზე და დამნაშავეებმა- უდანაშაულობაზე!
სამართლიანობა უნდა აღდგეს სასამართლოს მიერ. სამართლოში ძალიან კარგი პროცესები მიდის. უნდა მოხდეს იქ რეფორმა და ცვლილებები. წლების განმავლობაში გვყავდა ისეთი მოსამართლეები, რომლებთაც გაუგონარი გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ."- განაცხადა მჟავანაძემ გადაცემაში „რეაქცია."