reportiori.ge - ჯონდი ბაღათურია: 50-მილიონიან უკრაინაში ვერ მოძებნეს სააკაშვილისნაირი სასტიკი და დაუნდობელი ადამიანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:10
ინტერვიუ
ჯონდი ბაღათურია: 50-მილიონიან უკრაინაში ვერ მოძებნეს სააკაშვილისნაირი სასტიკი და დაუნდობელი ადამიანი
ავტორი:
06 ივნისი, 2015. 10:25


„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნის გამო თავის გუნდს გაემიჯნა. ამის შესახებ ბაღათურია „რეპორტიორს" ესაუბრა და გუბერნატორის პოსტზე სააკაშვილის დათანხმების მიზეზებიც განმარტა.


„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია:


- უკრაინის მარიონეტული ხელისუფლება უკვე მერამდენედ იღებს სამარცხვინო გადაწყვეტილებას და ბევრ კრიმინალურ დანაშაულში მხილებულ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს აბარებს ისეთ თანამდებობებს, სადაც მას შეუძლია, რომ ბევრი რამ დაუშავოს უკვე უკრაინელ ხალხს. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამზადებს პროვოკაციას ოდესის ოლქში. ოდესასა და ხარკოვში ძალიან ძლიერია პრორუსული განწყობები, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურად რუსია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ოდესაში არის ძალიან ნეგატიური განწყობილება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. უნამუსობის და უსინდისობის სიმბოლო, პოროშენკოსთან ერთად, მათთვის მიხეილ სააკაშვილია. სააკაშვილი, როგორც შტატიანი პროვოკატორი, დარწმუნებული ვარ, დანიშნეს როგორც ჯალათი იმისათვის, რომ სადამსჯელო ღონისძიებები გაატაროს. როგორც ჩანს, 50-მილიონიან უკრაინაში ვერ მოძებნეს ისეთი სასტიკი და დაუნდობელი ადამიანი, რომელიც ისეთ პროვოკაციაზე მოაწერს ხელს, როგორზეც სააკაშვილი აწერს.


სააკაშვილი რომ დაენიშნათ დასავლეთ უკრაინაში, სადაც მისი ცნობიერების ხალხი უფრო მეტია,  შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ რაღაცისთვის არის დანიშნული. მაგრამ, როცა რუსული გუბერნიის გუბერნატორად ნიშნავ ცნობილ რუსოფობსა და ჯალათს, ეს უკვე სხვა საქმეა.


ერთი მხრივ, სააკაშვილმა ამით დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ანუ მან შეგნებულად უარი თქვა 2016 წლის ჩათვლით საქართველოში პოლიტიკურ აქტივობაზე. ახლა ის თავს იკატუნებს და ხალხს აჩვენებს, რომ ეს ასე არაა, რათა მისი გუნდი არ აუჯანყდეს, მაგრამ ფაქტია, რომ იგი თავის გუნდს გაემიჯნა.


მისი ოდესის გუბერნატორად დანიშვნის მეორე მიზეზი არის ის, რომ სააკაშვილს არ შეუძლია პროვოკაციების გარეშე ცხოვრება. სააკაშვილი, უბრალოდ, პროვოკატორია. ლოგიკურია, რომ შარში თავი არ უნდა გაყო. ოდესელები იმდენს არ აპატიებენ, რამდენიც მას საქართველოში აპატიეს. ვერ გამოასწრებს სააკაშვილი იქიდან და შესაძლოა, მოკლან კიდეც. აქვე გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ მისი ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ფაქტობრივად, მან თავი დაიცვა. პრინციპში, ეს წამოსცდა კიდეც, რომ საქართველოს მოქალაქეობა მისთვის ციხეს ნიშნავდა.

 

- მას სთავაზობდნენ ვიცე-პრემიერის პოსტსაც. მაშინ რატომ არ დათანხმდა აღნიშნულ თანამდებობას?


- მაშინ ის ჯერ კიდევ ებღაუჭებოდა იმედებს, რომ საქართველოში დაბრუნდებოდა.ამიტომ ათქმევინეს მაშინ მას უარი. მაგრამ მერე ქვეყნის გარეთ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილის აქ დაბრუნება არ გამოდიოდა და ეს სიტუაციას არევდა.

 

- საკმაოდ აქტუალური საკითხი გახდა ბოლო დღეების განმავლობაში საარჩევნო სისტემის ცვლილება. იზიარებთ თუ არა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას მაჟორიტარული სისტემის შესახებ?


- მომეწონა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაგვიჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე რათა პარაზიტებად გადაქცეული ფეოდალების სისტემა, რომლებიც თავის თავს მაჟორიტარებს უწოდებენ,  გაუქმდეს. ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია. იმედი მაქვს, რომ ივანიშვილის ასეთი მხარდაჭერის შემდეგ „ქართული ოცნება" ამ საკითხს დააჩქარებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016