reportiori.ge - რატომ მოსწონთ ქალებს „დედბოდი“ მამაკაცები?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:41
ყვითელი
რატომ მოსწონთ ქალებს „დედბოდი“ მამაკაცები?
ავტორი:
07 ივნისი, 2015. 21:10



რა საერთო აქვთ საიმონ ქოველს, ჯეისონ სეგელსა და ლეონარდო დიკაპრიოს? როგორც უცხოური მედია წერს, ისინი „დედბოდის"  საუკეთესო მაგალითები არიან.


კუნთმაგარი მამაკაცების პარალელურად მსოფლიოში ახალი ტენდენცია იკიდებს ფეხს.


ნავარჯიშევი, მაგრამ ოდნავ ღიპიანი, მოშვებული სხეულის მქონე მამაკაცები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის თანდათან უფრო მიმზიდველები ხდებიან.


რატომ მოსწონს ქალებს ოდნავ ღიპიანი მამაკაცები, რა თქმა უნდა კონკრეტული პასუხი არ აქვთ.


ძალიან სასიამოვნო, მიმზიდველი და სექსუალურია, როდესაც მამაკაცი თავისი სხეულით გეუბნება, რომ ის უარს არ ამბობს ლუდზე, გემრიელ საჭმელზე და თან იშვიათად შეივლის ხოლმე სპორტდარბაზში." - წერენ ქალბატონები.


და მაინც, რატომ მოსწონთ ქალებს „ფერხორციანი" მამაკაცები:


1. როდესაც თქვენ გვერდით ასეთი მამაკაცია, მასთან შეჯიბრის სურვილი არ გიჩნდებათ. შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ როცა გინდათ და რამდენიც გინდათ. თან არც სირცხვილის გრძნობა შეგაწუხებთ, რადგან დარწმუნებული ხართ, როდესაც გემრიელად მიირთმევთ, თქვენი პარტნიორი ამ დროს სპორტდარბაზში არ იმყოფება.


2. ასეთი სხეულის მქონე მამაკაცის ჩახუტება ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე კუბიკებიანი მუცლის მქონე სპორტდარბაზის მონის.


3. არასოდეს შეგშურდებათ მისი სხეულის და თქვენი ზედმეტი კილოგრამების გამო ვერც შენიშვნას მოგცემთ, რადგან საკუთარი კილოგრამებზე ფიქრიც ეყოფათ.


4. „დედბოდი" სხეულის მქონე მამაკაცი ბევრად უფრო საინტერესოა და მასთან სასაუბრო თემა მხოლოდ ტრენაჟორები და დიეტები არ არის, რადგან მთელი მისი ყურადღება სხეულის იდეალურ ფორმებზე არ არის მიმართული.


5. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცთან ერთად მიირთვათ პიცა, შოკოლადები, ნაყინი და უამრავი გემრიელი საკვები ისე, რომ ამ პროცესმა სიამოვნება მოგანიჭოთ, რადგან მას მიღებული კალორიები არ შეაწუხებს და არც წუწუნს დაიწყებს.


6. და ბოლოს, ისინი არასოდეს დაიწუწუნებენ თქვენს პატარა მკერდზე, რადგან მათ თავიანთი მკერდი აქვთ.


http://newposts.ge/?l=G&id=74336



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016