საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით ცნობილი, შეიხი მოზა ეწვია. ყატარის პირველი ლედი სპარსეთის ყურის "რუხი კარდინალის" სახელითაა ცნობილი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი, თბილისში ერევნიდან ჩამოვიდა, სადაც ცნობილ დიზაინერთან, ულიანა სერგეენკოსთან და ბიზნეს პარტნიორთან, ფლორა ბურიმსკისთან ერთად, საკუთარ კავკასიურ მოგზაურობას დაუდო სათავე.
თბილისსში მისმა უდიდებულესობამ რუს მეგობრებთან ერთად, ძველი ქუჩები და ანტიკვარული მაღაზიები მოინახულა, ასევე, დაინტერესდა ქართული ეროვნული ტანისამოსითა და სუვენირებით.
შეგახსენებთ, რომ ეს, მოზა ბინტ ნასერის პირველი ვიზიტია საქართველოში. უცნობია, რამდენ ხანს დაჰყოფს იგი დედაქალაქში.
აღსანიშნავია, რომ ყატარის ყოფილმა ემირმა თავის მეორე ცოლს ნება მისცა, არა მარტო ფარანჯა მოეხსნა, არამედ ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებშიც. შეიხი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისენდი - ყატარის მესამე ემირის, შეიხ აჰმად ბენ კალიფა-ალ-ტანის სამიდან მეორე ცოლია, შვიდი შვილის დედა, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ლედი და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)