reportiori.ge - ვახო სანაია: ამ გვარებს, როდესაც საჭირო გახდება დავასახელებ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:37
საზოგადოება
ვახო სანაია: ამ გვარებს, როდესაც საჭირო გახდება დავასახელებ...
08 ივნისი, 2015. 00:40




ჟურნალისტი ვახო სანაია მისი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობის მოტივზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მკვლელობა პოლიტიკურ კონტექსტში უნდა იქნას განხილული.


ვახო სანაიამ გადაცემაში „იმედის კვირა" გიორგი სანაიას მკვლელობის შემდგომი გარკვეული დეტალები გაიხსენა...

 

„შემიძლია ბატონ ძაგნიძეზე ერთი ამბავი მოგიყვეთ. გიორგი სანაის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დააკავეს დავით გელაშვილი, რომელსაც ციხეში პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ შენ, შენ თავზე უნდა აიღო ეს მკვლელობა. ციხეშიც კარგად იჯდები, შემდეგ, ცოტა ხანში გამოხვალ და იქნები კარგად. მასთან მიდიოდა პირდაპირ გარიგება. ამ გვარებს, თუ ვინ აწარმოებდა გარიგებას, როდესაც საჭირო გახდება ვიტყვი...

 

დავით გელაშვილის ჩაწერა ციხეში მოხერხდა და მან თქვა ჟურნალისტთან, რომ მას სთავაზობენ გარიგებას, რომ მან გიორგი სანაიას მკვლელობა საკუთარ თავზე აიღოს. ამიტომ ეს საქმე არ გამოვიდა. ძაგნიძე მუშაბდა იმ საკითხზე, რომ ეს საქმე შეკერილიყო.

 

მაშინ კახა თარგამაძე იძახდა, რომ საქმე გახსნილი ჰქონდა და მკვლელობა უკავშირდებოდა „რუსთავი 2"-ს და პოლიტიკას. კახა თარგამაძე, უშიშროების მინისტრი, გენერალური პროკურორი- მეფარიშვილი გადადგნენ თანამდებობებიდან და მოვიდნენ ახლები. მოვიდა გაბრიჩძე, ხაბურძანია და კობა ნარჩემაშვილი.

 

როგორც კი გენერალურ პროკურორად დაინიშნა ნუგზარ გაბრიჩიძე, მოხდა ის, რომ თურმე ბალისტიკურ ექსპერტიზაზე დადასტურდა, რომ გრიგოლ ხურცილავა იყო დამნაშავე და დაიჭირეს გრიგოლ ხურცილავა. ვსვავ ლოგიკურ შეკითხვას- რა საქმეს ხსნიდა კახა თარგამაძე? თუკი ის ამბობდა, რომ საქმე გახსნილი აქვს და მისი გადადგომის შემდეგ ბალისტიკური ექსპერტიზის შემდეგ დაიჭირეს გრიგოლ ხურცილავა, მაშ კახა თარგამაძე რას ხსნიდა.

 

გია მეფარიშვილმა მაშინ თქვა, რომ გიორგი სანაიას მკვლელობა და „რუსთავის 2"-ში უშიშროების შესვლა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ის საუბრობდა პოლიტიკურ კონტექსტში. გახსოვთ მაშინ გავლენიანი ადამიანის გადაწყვეტილებით პირველი არხის ეთერი გაითიშა და არ მისცეს საშუალება მეფარიშვილს, რომ სიტყვა დაესრულებინა. მაგრამ გია მეფარიშვილს დღემდე არაფერი უთქვამს."- განაცხადა ვახო სანაიამ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016