„დიდება უკრაინას სააკაშვილის გარეშე"- ამ ლოზუნგით „ახალგაზრდულმა ცენტრმა" უკრაინის საელჩოსთან აქცია გამართა.
„ახალგაზრდული ცენტრის" წევრები და შეკრებილი საზოგადოება უკრაინის რადაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრების და მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას აპროტესტებენ.
ცენტრის ხელმძღვანელის, ზურა ქადაგიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც მხოლოდ უბედურების მოტანა შეუძლია.
„სააკაშვილს არანაირი მორალური უფლება არ აქვს რომ აკეთებდეს განცხადებებს საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ. ეს გავს საბოტაჟს და სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი არასახემწიფოებრივი ნაბიჯებით მიიყვანა საქართველო იმ ზომამდე, რომ დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი. მივმართავთ უკრაინელ ახალგაზრდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პიროვნება, რომელსაც სახელმწიფოებრივად ფიქრი არ შეუძლია."- განაცხადა ზურა ქადაგიძემ.