პოეტი დავით მაღრაძე დღევანდელ ყოფას პოსტ-ზონდერისტულ საქართველოს ეძახის. მისი თქმით, მთელი ცხრა წლის განმავლბაში საზოგადოებას მთლიანად ზონდერთა ნაირსახეობა მართავდა, რომლებიც უნიჭობითდა და სისასტიკით გამორჩეოდნენ.
„არსებობდა ცხრა წლიანი ზონდერების რეჟიმი, რომელიც არჩევნების გზით როგორღაც გავისტუმრეთ. მაგრამ ყველა ვერა. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ზონდერები, რომლებიც არბევდნენ ხალხს, კლავდნენ, ასახიჩრებდნენ... იყვნენ პოლიტ-ზონდერები, რომლებიც საამისოდ პოლიტიკურ ნიადაგს ქმნიდნენ, იყვნენ ტელე- ზონდერები, რომლებიც აქეზებდნენ, ახალისებდნენ ამ აგრესიას.
იყვნენ ლიტ-ზონდერებიც, რომლებიც ამ რეჟიმის მიმართ ლოიალურები იყვნენ, მეხოტბეები, რომლებიც აქებდნენ ამ რეჟიმს. შოუ-ზონდერები, რომლებთაც სხვადასხვა კონცერტებით უნდა გადაეფარათ მკვლელობები... სამწუხაროდ, ეს შოუ-ზონდერები დღესაც აქტიურად მოღვაწეობენ კულტურის ასპარეზზე. ეს ნაკრები ზოგადად იყო ზონდერების ქვეყანა და ახლა ვართ პოსტ-ზონდერისტულ ქვეყანაში.
ეს ხალხი ძირითადა ხასიათდებოდნენ უნიჭობით და უნიჭობას თან ახლავს აგრესია."- განაცხადა მაღრაძემ გადაცემაში „კვირის 2030."