პოეტი დავით მაღრაძე „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს იხსენებს და წუხილს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ იმ ცხრა წლის განმავლობაში საზოგადოება, ნაციონალების მომხრეები ზნეობისგან თავისუფლდებოდნენ.
„ისინი მოვიდნენ განმათავისუფლებლების მანტიით, მაგრამ რისგან ათავისუფლებდნენ?- თავისუფლებისგან. განცდა იყო, რომ ზნეობისგან ათავისუფლებდნენ. ახლა ჩვენ ვლამობთ პოსტ-ზონდერისტული ეპოქიდან გათავისუფლებას.
ადამიანს უსპობდნენ საკუთარ არჩევანს და წინდაწინ გამეცადინებდნენ, რომ უნიჭობა უნდა ყოფილიყო დაფასებული და წაქეზებული. ერთმანეთს უწოდებდნენ წარმატებულ მენეჯერებს, რომლებსაც საყველაფრო ჰქონდათ დამთავრებული და სინამდვილეში არანაირი ფუნდამეტური განათლება არ ჰქონდათ.
მე ვუწოდე ფსევდო ინგლისურენოვანი აღმოსავლური დესპოტია, რაც მაშინ იყო."- განაცხადა მაღრაძემ.