reportiori.ge - ანზორ ქოქოლაძე: ბიძინა ივანიშვილის არსებობა ამ ქვეყნისთვის გადარჩენის გარანტიაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:43
ინტერვიუ
ანზორ ქოქოლაძე: ბიძინა ივანიშვილის არსებობა ამ ქვეყნისთვის გადარჩენის გარანტიაა!
ავტორი:
08 ივნისი, 2015. 12:50


„ტექნო ბუმის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე იწვნია, თვლის, რომ მის საქმეზე ძალიან მალე დადგება ლოგიკური შედეგი - ყველა დამნაშავეს, ვინც „ელიტ ელიქტრონიქსის" წართმევაში მონაწილეობა მიიღო, საბოლოოდ ჩამოეხსნება ნიღაბი! თუ რას ფიქრობს ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენებზე და როგორ აფასებს სააკაშვილის განცხადებებს საქართველოში დაბრუნების შესახებ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ!


- პირდაპირ გკითხავთ, ახალი ხელისუფლების პირობებში იპოვეთ თუ არა სამართალი?

 

- მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება საკმაოდ აქტიურად დაიწყო, გარკვეული პერიოდით შეყოვნდა იმ პირთა მიზეზით, რომლებიც პროკურატურაში მუშაობდნენ და კრიმინალურ მოქმედებებს სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევდნენ. დღეს ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა - ახალი დეპარტამენტი შეიქმნა და საქმეებს ის პროკურორები იძიებენ, რომლებიც ამ სიბინძურეებში გასვრილნი არ არიან. დარწმუნებული ვარ, შედეგი მალე დადგება!


- დღეს ბიზნესმენთა ორი ჯგუფი არსებობს - ერთი, რომლის მიმართაც რეპრესიები განხორციელდა, ქონება წაართვეს და უფლებები ვერ აღიდგინა და მეორე - ვინც შავბნელ საქმეებში თავად მიიღო მონაწილეობა...

 

- ამიტომაც უფლებაშელახული ბიზნესმენები ეჭვის თვალით უყურებენ პროცესებს, ფრთხილად ეკიდებიან თითოეულ ნაბიჯს, ისინი კი, ვის ხელშიც არის უკანონოდ წართმეული ბიზნესები, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თანხა ამოქაჩონ, იმის შიშით, რომ შესაძლოა, ქონების კანონიერ მესაკუთრეთათვის დაბრუნება მოუწიოთ, აღარ ახორციელებენ ახალ პროექტებს, საბოლოო ჯამში, ბიზნესაქტივობა მცირდება, ნაკლები სამუშაო ადგილი იქმნება და ქვეყანაც ზარალდება.


შურისძიებისა და რევანშის მომხრე არ ვარ, მაგრამ ყველამ უნდა აგოს პასუხი! დამნაშავეს დამნაშავის სახელი უნდა დაერქვას და დაზარალებულს - დაზარალებულის! სამართლიანობის აღდგენა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ წინსვლასთან და ქვეყნის განვითარებასთან!


- ხელისუფლება ირწმუნება, რომ ბიზნესზე ზეწოლა აღარ არის... თქვენ რას იტყვით?

 

- ბიზნესგარემო რადიკალურად გაუმჯობესდა. თამამად შეიძლება ითქვას - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიზნესმა ამოისუნთქა! საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს საგადასახადოს მხრიდან ობიექტური დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დეტალური ფინანსური საგადასახადო შემოწმება, თანამშრომლების 90 პროცენტს ეს საერთოდ არ უგრძვნია, მუშაობის პროცესში ხელი არ შეგვშლია, საგადასახადო შემოწმების შედეგებიც აბსოლუტურად ობიექტური იყო! არადა, წინა ხელისუფლების დროს, როცა საგადასახადო შემოცვივდებოდა, მაღაზიები ილუქებოდა, კომპანიის პარალიზება ხდებოდა, ციფრიც კი წინასწარ იყო ცნობილი, რამდენი ნული უნდა დაერიცხათ „ზემოდან".


- წინსვლისა რა მოგახსენოთ, თუმცა, ერთი რამ ფაქტია - ეროვნული ვალუტის გაუფასურებას დღემდე ვერ დაუსვეს სწორი დიაგნოზი...

- ლარის დევალვაცია ვალუტის შემოდინების შემცირებამ გამოიწვია. რუსეთ-უკრაინის ომმა სერიოზული გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე. ორი წლით ადრე ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ, მერწმუნეთ, დღეს ხელისუფლებაში ნაციონალები რომ ყოფილიყვნენ, გაცილებით დიდი რყევები იქნებოდა, კატასტროფულ სურათს მივიღებდით. ხელისუფლებას ბიუჯეტის შევსება გაუჭირდებოდა და კიდევ უფრო გაზრდიდა წნეხს ბიზნესზე, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა სამოქალაქო ომს და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას გადაარჩინა! ბოლო ათი წლის განმავლობაში, 2013-2014 წლებში ბიუჯეტი ძალადობის გარეშე პირველად შესრულდა, ჯანსაღი და თავისუფალი გარემო შეიქმნა! ყველაფერს სკურპულოზურად ვაკვირდებით. ძალადობის ერთი პატარა პრეცედენტიც რომ მოხდეს, უყურადღებოდ არ დავტოვებთ!


- ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკის პოლიტიკასაც უკავშირებენ.

 

- მეც მაქვს გარკვეული ეჭვები, რომ დაახლოებით ათპუნქტიანი მანიპულირება ხდებოდა, თუმცა, ძირითადი გავლენა მაინც რუსეთ-უკრაინის ომმა მოახდინა.


- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მათ შორის, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც, ადეიშვილთან და კეზერაშვილთან ერთად, „ელიტელექტრონიქსის" წართმევაში ადანაშაულებთ, აცხადებს - თუ საბანკო სისტემა და რეპუტაცია შეირყა, ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა ბერკეტი მოირყევაო...

 

- ნაციონალების მსგავსი ლოგიკაა - დემონსტრაციების მოწყობა ბიზნესის განვითარებას ხელს უშლისო, თუმცა, იმ მიზეზებზე არ საუბრობდნენ. მამუკა ხაზარაძეს რომ აქვს პრეტენზია - არიქა, გვაკრიტიკებენო, მაშინ რატომ არ ფიქრობდა ბანკის რეპუტაციაზე, როცა კეზერაშვილთან და ადეიშვილთან ერთად ბიზნესის წართმევაში იღებდა მონაწილეობას?! დღეს რომ ამბობს, „თიბისი ბანკს" არ შეეხონ, თორემ ეკონომიკა დაინგრევაო, ეს შანტაჟია! ხელშეუხებელი არავინ და არაფერია, მათ შორის, ბანკიც!


ვიცე-პრემიერის კახი კალაძის მიერ დასახელებული „თიბისი ბანკი" და „საქართველოს ბანკი" ყველაზე დიდი მოთამაშეები არიან. როცა ხედავ, რომ ორ ბანკზე ხდება ასეულობით მილიონი ლარის გაცემა, გარე ბაზარსა და ბირჟას შორის სხვაობა ყოველთვის ბირჟის სასარგებლოდ მაღალია, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები მანიპულაციების შესახებ. თუ ამბობთ, ყველაფერი გამჭვირვალედ კეთდებაო, მაშინ ყველას მიეცეს საშუალება, სავალუტო აუქციონებში მიიღოს მონაწილეობა!


დღესაც ვამბობ, ზურაბ ადეიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად მამუკა ხაზარაძემაც მიიღო მონაწილეობა ჩემთვის ბიზნესის წართმევაში. ამის დამადასტურებელი არაერთი უტყუარი მტკიცებულება მაქვს ხელთ! სხვათაშორის, როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, განაცხადა - ვისაც  წართმეული გაქვთ ქონება, ჯობს, მშვიდობიანი გზით მოაგვაროთ ურთიერთობებიო. მეორე დღესვე შევუთვალე „თიბისი ბანკს", მაგრამ იმის ნაცვლად,რომ ბოდიში მოეხადათ, პრესკონფერენცია მოაწყვეს - გვაშანტაჟებენო. „თიბისი ბანკთან" და კეზერაშვილთან სახვეწარი არაფერი გვაქვს. კიდევ  ერთხელ ვამბობ, ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა, ყველაფერს დავუმტკიცებთ. ამის პირობას გაძლევთ!


- მაშინ, როცა სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვით, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ინიშნება, ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა კი პროკურორის თანამდებობაზე განიხილება...

 

- დასანანია, როცა შენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა შეურაცხყოფას გაყენებს - სისხლის სამართლის დამნაშავეებს თანამდებობებზე ნიშნავს. ასეთი საქციელი უკრაინელებს არ ეკადრებათ. მალე თავად დაინახავენ, რისი მაქნისებიც არიან და რასაც მოიმოქმედებენ. თავიანთი მოვალეობებისთვის თავი ღირსეულად რომ გაერთმიათ, როგორ ფიქრობთ, ქართველი ხალხი მათ ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან გაისტუმრებდა?!


- მიხეილ სააკაშვილმა ორიოდე დღის წინათ განაცხადა - იმაზე ბევრად ჩქარა დავბრუნდები საქართველოში, ვიდრე თქვენ გგონიათ, მეტიც, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ივანიშვილის „ზიმბაბვეში, რუსეთსა და ამერიკაში გადანახულ" თანხას იპოვის და წამოიღებს...

 

-  ამ განცხადებებით სააკაშვილი ცდილობს, ნაციონალებში არსებული რღვევის პროცესი გადაფაროს... დარწმუნებული ვარ, არც ოცნებობს ამაზე, ვიღაცის გასაგონად ნათქვამი ცარიელი სიტყვებია. ნაციონალებმა მომავალ არჩევნებზე 5-პროცენტიანი ბარიერი თუ გადალახეს, მადლობა თქვან. ხშირად გამიგია, ამბობენ - ჩემი ჭკუა მომცა და ბიძინა ივანიშვილის ფულიო. ფულს უჭკუოდ ვერ იშოვი. ამ ადამიანმა, საკმაოდ რთული გზა გაიარა, რომ აქამდე მოსულიყო. 2012 წელს იავნიშვილმა შეუძლებელი შეძლო! ბალტიისპირეთის გარდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არცერთს არ მიუღწევია ამ დონის თავისუფლებისთვის. ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. მომწონს, ხელისუფლება რომ არ ჰყვება პოპულისტურ ნაბიჯებს. იმას კი არ აკეთებს, რაც საზოგადოებაში პოპულარულია, არამედ იმას, რაც სწორია! თამამად შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილი გადარჩენის გარანტიაა! ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს კაცი! მთავარია ლანძღვისგან გული არ აუცრუვდეს.

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016