reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილმა ქართულ კულტურას კიდევ ერთი განძი გადაურჩინა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 21 თებერვალი, 2025. 21:43
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ კულტურას კიდევ ერთი განძი გადაურჩინა!
ავტორი:
08 ივნისი, 2015. 13:29


ბიძინა ივანიშვილმა, ვინ მოთვლის, უკვე მერამდენედ, ქართულ კულტურას ფასდაუდებელი სამსახური გაუწია და საქართველოს კიდევ ერთი ეროვნული განძი გადაურჩინა. კერძოდ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „კრისტის" აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი შედევრი „არსენალის მთა ღამით". ნახატი, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად გადაეცა.


დიდმა ნიკალამ „არსენალის მთა ღამით" 1907-1908 წლებში შექმნა. ფიროსმანის ეს შედევრული ტილო 1957 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ცნობილ ფრანგ პოეტს ლუი არაგონს მისი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით უსაჩუქრა.


ნახატი 2007 წელს ნიუიორკის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა, რამდენიმე კვირის წინათ კი იგი „კრისტის" აუქციონზე გამოიტანეს.


როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით" იყიდებოდა, ქართველი საზოგადოება, მეტადრე სოციალური ქსელების მომხმარებლები, შფოთმა მოიცვა - საქართველო ხელოვნების უნიკალურ ნიმუშს კარგავს, ვინ იცი, რომელი მდიდარი უცხოელის კერძო კოლექციაში აღმოჩნდება, ფიროსმანის მომავალი თაობები მას ვერასოდეს ნახავენო.


და აი, სწორედ აქ კიდევ ერთხელ იჩინა თავი ბიძინა ივანიშვილის მეცენატურმა ბუნებამ, მისმა პატრიოტიზმმა, ქართული კულტურის უანგარო სიყვარულმა და ქართველმა საზოგადოებამ სასიამოვნო ცნობა მიიღო - ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით" „კრისტის" აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.


თანაც, საქართველოს ექსპრემიერმა მილიონ-ნახევარ დოლარად ნაყიდი ტილო სახლში კი არ წაიღო და საკუთარ ბიზნესცენტრში, სხვა ძვირადღირებული ნამუშევრების გვერდით კი არ დაკიდა, არამედ იგი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს, ანუ ქართველ ხალხს აჩუქა.


ისე, რა არის ცხოვრება, ძვირფასო მკითხველო - ნიკო ფიროსმანი, რომელმაც წუთისოფლის გაუხარელი დღენი უკიდურეს სიდუხჭირეში გალია, 107 წლის წინათ, როცა ხატავდა „არსენალის მთა ღამით", რას წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მისი ნამუშევარი მსოფლიოს წამყვან აუქციონებს მოივლიდა, აურაცხელ თანხად შეფასდებოდა და ბოლოს საკუთარ სამშობლოში ისევ ქართველი კაცის ხელით დაბრუნდებოდა!


ახლა საქართველოში ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც ქირქილებენ და ბოღმას ანთხევენ, ბიძინა ივანიშვილს ის მილიონ-ნახევარი დოლარი მშიერი ხალხისთვის დაერიგებინა, ნახატს რომ ყიდულობდა, ქარხნები აეშენებინაო!


ვინც ამას დემაგოგიის ჭრილში ამბობს და ივანიშვილისათვის პოლიტიკური კვანტის დადებას ცდილობს, იმ ადამიანებთან საუბარს აზრი არ აქვს, ხოლო, თუ საქართველოში მართლა მოიძებნება მშიერი და გაჭირვებული ადამიანი, ვინც ასეთ რამეს გულწრფელად ფიქრობს, ასეთებს ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ და შევაგონოთ, რომ ერისათვის ფიზიკურ საზრდოზე უფრო მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოს მიცემაა!


და თუ ერს ჰყავს სულიერი საზრდოს მიმცემი ადამიანები, მაშინ ასეთ ერს არც ფიზიკური საზრდო მოაკლდება!


ქართველი ერი, რომელმაც არ იცის თავისი ერთ-ერთი ყველაზე გენიალური შვილის ნიკო ფიროსმანის საფლავი, ვალდებულია, მისი ნამუშევრები მაინც არ დაკარგოს და ბარაქალა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქართველი ერი და ქართული კულტურა კიდევ ერთ დიდ დანაკარგს გადაარჩინა!


ამ ყველაფრის ფონზე კი, ძვირფასო მკითხველო, ბევრ თქვენგანს, ალბათ, რამდენიმე წლის წინათ მომხდარი ფაქტი გაახსენდა, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ დაცვას ხელოვნების მუზეუმიდან ნიკო ფიროსმანის ნახატი „გიორგობა ბოლნისში", ფაქტობრივად, გაატაცებინა და ყველანაირი კანონის დარღვევით ავლაბრის რეზიდენციაში ჩამოიკიდა!


დიახ, სააკაშვილი ნიკო ფიროსმანის ნახატების ხელოვნების მუზეუმიდან საკუთარ რეზიდენციაში ყაჩაღურად მიარბენინებდა და ქართველ ხალხს დიდი მხატვრის ქმნილებებით ტკბობის საშუალებას უსპობდა. ბიძინა ივანიშვილმა კი ფიროსმანის ნახატი გადამთიელის ხელში ჩავარდნას გადაარჩინა და ქართველ ხალხს დაუბრუნა!


როგორც იტყვიან, იგრძენით განსხვავება, რომელიც მართლა უზარმაზარია!

 

 

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016