reportiori.ge - მშრალი ხიდი დღეს - სისხლიანი 9 მარტიდან სტალინის ბიუსტებამდე…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 21 თებერვალი, 2025. 21:28
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მშრალი ხიდი დღეს - სისხლიანი 9 მარტიდან სტალინის ბიუსტებამდე…
11 ივნისი, 2015. 18:22

 

მშრალი ხიდი - ის ადგილია, სადაც ყოველი წლის 9 მარტს ხიდის მიმდებარე ბაღში იკრიბებიან ადამიანები, რომელებიც ტკივილით იხსენებენ 1956 წლის 9 მარტის სისხლიან დღეს... მათი უმრავლესობა იმ დღეების უშუალო მონაწილეა, ან საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებით დახვრეტილი ახალგაზრდების ახლობელი... 1956 წლის 9 მარტს, ახალგაზრდები, საბჭოთა სისტემის არქიტექტორის, იოსებ სტალინის დასაცავად გამოვიდნენ. მათ პასუხად ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნეს და ასობით ახალგაზრდა დახვრიტეს. გამწარებულ ოჯახებს უჩუმრად, ცრემლისა და  სამოქალაქო პანაშვიდის გარეშე უნდა დაესაფლავებინათ მიცვალებულები...


ახალგაზრდები ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ. 

 

9 მარტი დიდ ტკივილთან ერთად, საქართველოსთვის დიდი გამოღვიძების დასაწყისი გახდა.


ეს მხოლოდ მოკლე აღწერაა იმ სისხლიანი დღეების, რომელიც ამ ადგილას მოეწყო.


ალბათ, მკითხველს გაუკვირდება, თუ რატომ გავიხსენე ეს ტრაგიკული ისტორია მაინცდამაინც ახლა...


რამდენიმე დღის წინ მშრალ ხიდზე გადავდიოდი, 5 წუთი მჭირდებოდა, იმ ადგილს რომ გავცდენოდი, მაგრამ რამდენიმე საათს შევყოვნდი... იქ გამოფენილი ნივთების თვალიერებასა და მოვაჭრეებთან საუბარში დროის გასვლა ვერ ვიგრძენი...



აქ გამოფენილი აქვთ ძველი და ახალი, ანტიკვარული და ისტორიული ყველანაირი სახეობის  ნივთები.


 

 

 

 

გიჩნდება სურვილი, ძალიან ბევრი რამ შეიძინო, თუმცა, არცთუ ისე ხელმისაწვდომ ფასებში... აი, მაგალითად, იმ მანქანის ფასი, რომელიც სტალინის პერიოდის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოა, 500 ლარია.



მისი გამყიდველი გვარწმუნებს, რომ ამ ნივთს მყიდველი ძალიან მალე გამოუჩნდება, რადგან მანქანა ანტიკვარულია და მსგავსი ნივთები  ბევრს იზიდავს.

 

 

გარდა ამ მანქანისა, მრავალი საინტერესო ნივთია, რომლის ჩამოთვლასაც არ მოვყვები... ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ საკმაოდ ჭარბად შემხვდა  საბჭოთა კავშირისა და სტალინის მედალიონები, მისი ბიუსტები, სურათები და ა.შ... მედალიონი საკმაოდ იაფად შესაძენი ნივთია, მაგრამ აი, ბიუსტს, როგორც იმ მანქანას, არანაკლები ფასი აქვს...

 

 

 

 

 

ზუსტად ამ ადგილას, წლების წინ ქართველთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა სტალინის კულტის ხრუშჩოვისეულ მხილებას და თვით თბილისელი დემონსტრანტების მიერ საპროტესტო აქციების სტალინის სახელით დაწყებას.  დღეს კი მხოლოდ სტალინის ბიუსტები და მედალიონებია გასაყიდად გამზადებული... სიმბოლურია ყველაფერი...

 

 

 

საინტერესო აღმოჩნდა, აქ მოსულები რატომ იძენენ სტალინის ნივთებს. მოვაჭრეებმა თქვეს, ასეთ ნივთებს ძირითადად კოლექციონერები აგროვებენო. ზოგიერთი აქ მდგომი გამყიდველის თქმით, სტალინის ბიუსტებს უმეტესად რუსები ყიდულობენ. მათივე თქმით, ამ ნივთების მყიდველებში სტალინიზმი ნამდვილად არ იგრძნობა და არ უყვართ, როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე ქალბატონი გვეუბნება, სტალინს საკუთარი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია, ცუდის გარდა..


 

 

 

შევხვდი ისეთ პიროვნებასაც,რომელიც სხვაგვარად ფიქრობს. ბატონი ლერი  სურმავა უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით საუბრობს სტალინზე.


 

„სტალინმა საბჭოთა კავშირისთვის  ყველაფერი კარგი გააკეთა. სტალინი ძალიან მიყვარს, ასეთი კაცი მეორე არ დაიბადება, ჯერ ერთი, რომ ქართველი იყო, მეორეც - ის ისეთი მოღვაწეა, რომელმაც ყველაფერი იცოდა და თუ არ იცოდა, ძალიან ბევრს კითხულობდა. მას ცოტა მეტი ხანი რომ ეცხოვრა, დღეს ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეში არ იქნებოდა. ჩვენ ვტიროდით, სტალინის გარდაცვალების ამბავი რომ შევიტყვეთ. ის ფენომენი იყო.

 

 

– რა გააკეთა სტალინმა საქართველოსთვის?

 

 

– საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მაგალითად, მრეწველობა აღადგინა, სოფლის მეურნეობა ააღორძინა და კიდევ ბევრი სხვა... მას ბოლო წლებში დასახული ჰქონდა საბაზრო ეკონომიკის განვითარება. სტალინის დროს ხელფასს თვეში2-ჯერ  იღებდნენ და აბა, ვინმე უმუშევრად დარჩენილიყო... არაფერი არ გაუკეთებია სტალინს საქართველოსთვისო, ამბობენ, მაგას რომ აქვს გაკეთებული, იმდენი არავის გაუკეთებია...

 

 

ბატონმა ლერიმ გვითხრა, რომ თავად სტალინის ნივთებს არ ყიდის, რადგან ენანება მათი გაყიდვა. სახლში აქვს...

 

 

„სტალინი ბევრს უყვარს. ახალგაზრდებს კი ჩაუნერგეს, რომ ის ძალიან ცუდი კაცი იყო, მაგრამ არ იყო ცუდი კაცი, ყველაფერს ხალხისთვის აკეთებდა. სტალინის დროს ბევრად უკეთესად ცხოვრობდნენ, ვიდრე ახლა. ის უჭკვიანესი ადამიანი იყო. სტალინმა თავი დააღწია შსსკ-ხელისუფლების ძალადობას, მოიგო ომი და გაანადგურა მეხუთე კოლონა.

 

ბატონ ლერის დაუსრულებლად შეუძლია სტალინის ქება-დიდება. მან ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ სტალინს ძალიან დიდი პატივს სცემენ.

 

 

ბატონი ლერის ტერიტორიაზე გასაყიდად გამოტანილ გერმანულ ნივთებს ვერ იხილავთ, მიზეზი ნათელია... ის აქ გამორჩეულია ამ მხრივ, ყველამ იცის მისი განსაკუთრებული სიყვარული სტალინისადმი.

 

 

თბილისს არაერთი სისხლიანი ბრძოლა „უნახავს“... მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაც ერთ-ერთია... ამ ხიდზე სწორედ ამ ისტორიის ნაწილია შემორჩენილი და... „გამოფენილი“...

 

 

ცხოვრება ყველაფერს სიმბოლოდ აქცევს, თუნდაც ამ ნივთებს...მაგრამ მაინც მგონია, რომ ადამიანის კულტად ქცევით ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016