„ერთი წუთითაც არ მინანია ჩემს ნაბიჯებზე, რაც გადამიდგამს. ყველამ ერთად ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ" - ამ განცხადებას პარლამენტარი, „თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე „რეპორიტორთან" ინტერვიუში აკეთებს
„არ მიყვარს პიროვნებებზე საუბარი და პიროვნული შეტევები. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ჩვენ ერთად სერიოზულ გამარჯვებებს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, იმიტომ რომ მის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა! უმადურობას ვერ ვიტან! ჩვენ ყველაფერს კარგად ვხედავთ. გულდასაწყვეტი სხვა რამ არის - იმ პრინციპებზე, რითაც მოვდიოდით, გუნდის წევრებმა უარი თქვეს.
„თავისუფალ დემოკრატებს" არ მოგვწონს ის, რაც მოხდა, ეს არ იყო ჩვენი თვითმიზანი, არ მოგვწონს, მაგრამ ფაქტია. სხვა გზა არ დაგვიტოვეს. გვინდა ქვეყნის წარმატება. მე ყოველთვის პოზიტიურ მომავალზე ვარ ორიენტირებული", - ამბობს ვიქტორ დოლიძე.