პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძე გადაცემაში „რეაქცია" მის ბოლო დროინდელ განცხადებებს კიდე ვერთხელ განმარტავს და აღნიშნავს, რომ მედიაში გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი 2 000 დოლარზე ნაკლები ანაზღაურების შემთხვევაში საჯარო სამსახურში არ გაჩერდება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.
„პოლიტიკურად მართული მედიასაშუალებების გამო, საკმაოდ დამახინჯებულად იქნა ჩემი მოსაზრება გავრცელებული. ამის გამო ფართო საზოგადებისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც ეს ფრაზები გამოვიყენე.
ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში, ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკის პირობებში და ადამიანების, რომლებიც იღებენ გადაწაყვეტილებას, სად წავა მილიონობით ლარი, როგორ განვითრდება ქვეყანა და ეკონმიკა, ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, რომ მან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება. როდესაც ადამიანი მაღალი დონის მეჯერია, ფიანანსისტია, და მუშაობს საჯარო სამსახურში, მას თუ არ ექნა შესაბამისი ანაზღაურება, არსებობს კერძო სტრუქტურები და შეიძლება მიატოვოს საჯარო სამსახური და იქ გადავიდეს."- განმარტა გუგული მაღრაძემ.