reportiori.ge - წლების შემდგომ აღდგენილი თეატრი „გლობუსი“ და ახალგაზრდული სულისკვეთება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 21 თებერვალი, 2025. 21:29
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
წლების შემდგომ აღდგენილი თეატრი „გლობუსი“ და ახალგაზრდული სულისკვეთება...
13 ივნისი, 2015. 20:20

 

 

თეატრიგლობუსი" მეტეხის თეატრის ბაზზე შეიქმნა. მეტეხის თეატრი - სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია 1974 წელს ოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო-სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ძალებით, რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის ხელმძღვანელობით, დაარსდა. 1995 წელს გადაინაცვლეს სხვა შენობაში, თეატრსძველი სახლი" დაერქვა.

2004  წელს 9 აპრილის ბაღში თეატრისთვის ახალი შენობა აიგო.


მართალია, დღეს თეატრი „გლობუსი" ფუნქციონირებს, ახალი ნაკადით, ახალგაზრდა მსახიობებით დაკომპლექტებული, თუმცა დასი კვლავ შენობის გარეშეა დარჩენილი. დღეს კი დროებით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლის შენობაში, მცირე სივრცით სარგებლობს, სადაც მსახიობები რეპეტიციებს გადიან. ამ ყველაფრის შესახებ „რეპორტიორს" ამავე თეატრის წარმომადგენლები ესაუბრნენ...

 

 

 


თეატრს „გლობუსის" სამხატვრო ხელმძღვანელი სანდრო მრევლიშვილი:


„2007 წელს  თეატრის შესახებ ახალი კანონი იქნა მიღებული, რომ თეატრს უნდა ჰყოლოდა თეატრის მმართველი. ამის საფუძველზე  კონკურსი გამოცხადდა  და ვინაიდან იმდროინდელი მთავრობისთვის პოლიტიკურად არასანდო კაცი ვიყავი, კონკურსის შედეგად, რომელიც საკმაოდ უხეიროდ ჩატარდა, თეატრიდან გამიშვეს.

 

ამის მერე თეატრი უმოქმედო გახდა, ვერაფერი ვეღარ გააკეთა, ახალდანიშნულები სრულიად უნიათონი აღმოჩდნენ. თეატრმა პრაქტიკულად, ფუნქციონირება შეწყვიტა, მერიამ თავისი დაქვემდებარებიდან მოხსნა. ეს შესანიშნავი თეატრალური სივრცე გაპარტახდა და განადგურდა.

 

 

 

ამავე პერიოდში პრობლემა შეექმნა პანტომიმის თეატრს, მაშინდელი მერიის რაღაც აბსურდული გადაწყვეტილებით, ჩვენი თეატრის შენობა და ტერიტორია  პანტომიმის თეატრს გადაეცა. ამგვარად ორივე თეატრი  აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში. ახლა ეს საკითხი მოსაგვარებელია, საქმე სასამართლოშია, რომ გააუქმონ ეს არასწორი განკარგულება და ორივე თეატრს მიხედონ, როგორც საჭიროა.

 

2013 წელს ისევ ახალი კანონი გამოვიდა თეატრის შესახებ,  გამოცხადდა კონკურსი და კვლავ დამაბრუნეს ჩემს თანამდებობაზე. დავიწყეთ თეატრის აღდგენა. სამწუხაროდ, შენობა კვლავ არ გვაქვს და ვიბრძვით მის დასაბრუნებლად.

 

თეატრში ჩემს დაბრუნებას  დაემთხვა თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი ხელმძღვანელობით კურსის გამოშვება. ჩემს ჯგუფს ინსტიტუტში საკმაოდ საინტერესო სპექტაკლები ჰქონდა. ამ ყველაფრის საფუძველზე სრულიად ახალგაზრდული შემადგენლობით აღმოცენდა თეატრი. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში სამი სპექტაკლი გამოვუშვით".


სპექტაკლები, რომლებიც უკვე დაიდგა

ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილები"

 

 


ფრანც კაფკას „სადამსჯელო კოლონიაში"

 

 

 

„მეფე კვდება"

 

 

 

თეატრ „გლობუსის" სამხატვრო ხელმძღვანელის თანაშემწემ ნატალია გომიაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ თუ სასამართლომ  მათ სასიკეთოდ არ გამოიტანა გადაწყვეტილება, შემდეგ უკვე სხვა ხერხები უნდა მოიძებნოს, რომ საკუთარი სივრცე ჰქონდეს თეატრს. გომიაშვილი იმედოვნებს, რომ ეს არ დასჭირდებათ და სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.


„მაყურებელიც ოდნავ დაიბნა, ასე რომ ვმოგზაურობთ, ვერ გაიგეს, რატომ დავდივართ აქეთ-იქით,  სხვადასხვა თეატრებში გვაქვს სპექტაკლები, ისიც კი არ იციან, მეორედ რომ ისურვონ სპექტაკლის ნახვა, სად მოვიდნენ.  ერთი მუდმივი შენობა არ გვაქვს.

 

რაც შეეხება თვითონ თეატრის შიდა სამზარეულოს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალგაზრდული დასი, პატარა თეატრია და ჩვენც პატარა ოჯახივით ვართ.

 

ბატონი სანდროს თეატრში ყოველთვის ასე იყო, ოჯახური, თბილი და კარგი დამოკიდებულება. და აი, ასე, ჩვენით ვცდილობთ თავის გატანას, რომ მეტი და მეტი გააკეთოს ამ თეატრმა", - აღნიშნავს ნატალია გომიაშვილი.


„რეპორტიორი" სარეპეტიციო დარბაზში რეპეტიციის დროს  და მსახიობებსა და რეჟისორს ესტუმრა.


თეატრ „გლობუსის" რეჟისორი დავით ბელთაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა მსახიობებმა მეოცე საუკუნის პათეტიკური თეატრიდან გასვლა და  თანამედროვე ელემენტების შემოტანა დაიწყეს.

 

„როდესაც „გლობუსში" მოვხვდი, მუშაობა დავიწყე გოგოლის „შეშლილის წერილებზე", რომელშიც მთავარ როლს  ჩვენი თეატრის მსახიობი  თორნიკე ბელთაძე ასრულებდა და ამ სპექტაკლით, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, ყოველწლიურ კონკურსში „წლის თეატრალური საუკეთესო ქმნილება" წლის საუკეთესო მსახიობად დაასახელა, რაც უკვე დიდ წარმატებად მიგვაჩნია. შემდეგ უკვე „გლობუსის" კვირეული იყო მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში. ახლა ვმუშაობთ სამ პიესაზე - თავად ბატონი სანდროს „სკამი", ეგნატე ნინოშვილის „პარტახი"  და რუსტამ იბრაგიმბეკოვის „დაკრძალვა კალიფორნიაში".

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა დაიწყეს უფრო სხვა სპეციფიკური მუშაობა, ანუ შემოვიტანეთ თანამედროვე თეატრის ელემენტები, ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში. ექსპერიმენეტებს ვატარებთ და რა შედეგს მივიღებთ, დაახლობით ვიცით.

 

 

 

ასევე, რეჟისორმა „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, რომ თეატრის შენობა დღეს  საჯარო ტუალეტად არის ქცეული, ინტერიერი სრულიად განადგურებულია, მის აღდგენას კი საკმაოდ დიდი თანხები დასჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, სასამართლო გადაწყევეტილებით შენობა თეატრს დაუბრუნდება. 


„ძალიან გვიხარია, რომ ამ თეატრში ბატონი სანდროს მეშვეობით თითქმის მთელი ჯგუფი შევიკრიბეთ, არ დავრჩით გარეთ.  შეძლებისდაგვარად, გვაქვს ისეთი ადგილი, სადაც სულ ვმუშაობთ და ვფიქრობ, ძალიან საინტერესოს ვაკეთებთ. მგონია, რომ ისეთ პატარა სივრცეში როგორშიც ახლა რეპეტიციებს გავდივართ, შეიძლება შექმნა ისეთ რაღაც, რაც მომავალში დასაფასებელი იქნება.

 

 

 

რაც შეეხება იმას, რომ სხვადასხვა თეატრში ვმოგზაურობთ, ძალიან ბევრ სტუდენტს ოცნებად აქვთ ქცეული, მარჯანიშვილისა თუ რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშონ, ჩვენ კი ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ თეატრ „გლობუსს" საკუთარი სივრცე ექნება", - ამბობს მსახიობი თორნიკე ბელთაძე.

 

 

 

მსახიობ გუგა ბერეკაშვილის აზრით,  თეატრი „გლობუსი" საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, არამარტო ნიჭიერ მსახიობებად, არამედ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

 

„იმ იდეით შევიკრიბეთ, რომ გავაკეთოთ რაღაც ახალი, საკმაოდ განსხვავებული სამუშაოები გვაქვს. მთავარია, რომ გვჯერა ჩვენი წარმატების, და რადგან გვჯერა, ე. ი. გამოგვივა კიდეც", -აღნიშნა გუგა ბერეკაშვილმა.

 

 

 

 

 

მსახიობი ქეთი ლუარსაბიშვილი თვლის, რომ ამ თეატრის მსახიობებს ძალიან გაუმართლათ, რადგან საინტერესო როლებს ასრულებენ.


„ბატონი სანდროც და დათოც ცდილობენ, მსახიობებს მაქსიმალური დატვირთვა მოგვცენ, რათა გემოვნებიანი, ხარისხიანი და საინტერესო შედეგი ვაჩვენოთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადგილას მოვხვდი, სადაც შემოქმედებითი მუშაობა და ოჯახური გარემო ერთმანეთს ერწყმის", -ამბობს მსახიობი.


 

 

მსახიობი შოთა გაბელაია:

 

„ამ თეატრში არის ახალგაზრდების ძალა და გვსურს, ახალი სიტყვა ვთქვათ.  მიუხედავად იმისა, რომ მარჯანიშვილშიც და რუსთაველშიც გვქონდა სპექტაკლები და აუდიტორიისგან საკმაოდ დიდი მოწონებაც დავიმსახურეთ, მაყურებელი იმდენი მაინც არ არის, რამდენიც უნდა იყოს.

 

რაც უფრო მეტი ხალხი მოვა თეატრში და მათთგან ინტერესს ვიგრძნობთ,  ჩვენც მეტი  მოტივაცია გვექნება.

 

 

 

 

ვფიქრობ, როდესაც საკუთარი შენობა გვექნება, მაყურებლის დაინტერესებაც გაიზრდება და ჩვენს სპექტაკლებზე მოვლენ, რადგან ჩვენ ამ თეატრისთვის თავს არ ვზოგავთ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016