reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: ადეიშვილის ინტერვიუ სააკაშვლის დავალება იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:57
ინტერვიუ
გელა ნიკოლაიშვილი: ადეიშვილის ინტერვიუ სააკაშვლის დავალება იყო!
13 ივნისი, 2015. 20:47


 

იუსტიციის ყოფილი მინსიტრის ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუს საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა. მსგავს გამოსვლებს, როგორც წესი, დიდი ხმაური და შეფასებები მოსდევს ხოლმე, თუმცა, ამ შემთხვევაში, ასე არ მოხდა.

 

 

 „ადეიშვილზე არავინ წერს. აჟიოტაჟი არაა. რა იყო, ვირთხუნიამ ვერ ივარგა?!  ვატყობ, ფურორი ვერ მოახდინა. სამაგიეროდ, მისი „გენიოსობის" მითი... ფაფუ, სამუდამოდ დაიმსხვრა... აი, რა ძალა აქვს ტელეეკრანს..."- ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ექს-მინისტრის გამოსვლას.

 

 

რა მიზანი ჰქონდა ზურაბ ადეიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს, ვის დავალებას ასრულებდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, როცა „რუსთავი 2-ს" ინტერვიუს აძლევდა და რეალურად რა გავლენა მოახდინა მან საზოგადოებაზე?

 

 

„რეპორტიორს"ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა:

 


- ზურაბ ადეიშვილს რამდენიმე გზავნილი ჰქონდა. პირველი გზავნილი იყო ის, რომ სრულიად უდანაშაულოა და არანაირი კრიმინალი არ ჩაუდენია. მეორე ის, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა", ხოლო მესამე მისი გზავნილი იყო ის, რომ ხელისუფლება არის უნიათო და უპერსპექტივო.



- რას გვეტყვით მისი ამ გზავნილების საფუძველზე?

 

 

- მე ვფიქრობ, რომ ამ სამი მესიჯიდან სამივეს გარკვეული საფუძვლები ჰქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში, სამივე მესიჯი ძალიან გაზვიადებული იყო. ის, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, გარკვეულწილად სწორიც იყო, ასევე ისიც, რომ მას ვერცხლისმოყავრეობა და პირადი გამდიდრების სურვილი არ ამოძრავებდა, მაგრამ ის იყო არქიტექტორი და მთავარი შემოქმედი იმ დანაშაულებრივი რეჟიმისა, რომელსაც  დემოკრატიასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა.



მეორე - ხელისუფლებაში დაბრუნება მათი ოცნება უფროა, ვიდრე რეალობა. მე არ ვფიქრობ, რომ ამას რაიმე საფუძველი აქვს ამ ეტაპზე, მიუხედავად ამ ხელისუფლების გარკვეულ საკითხებში მართლაც უნიათობისა. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, მათაც კარგად იციან, რომ ის უფროა სიმართლესთან ახლოს, რასაც მე ვამბობ, ვიდრე ის, რასაც თავად აცხადებენ, მაგრამ ასე სჭირდებათ და ამბობენ.



ადეიშვილმა ძალიან ეშმაკურად აღიარა, რომ  მაგალითად 7 ნოემბრის მოვლენებში გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. იგივე თეორია გაიმეორა, რაც  ნაციონალებს აქვთ - სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და ამხელა ორომტრიალში როგორ გამოირიცხებოდაო ძალის გადაჭარბება.  



- რა შეცვალა საზოგადოების თვალში ზურაბ ადეიშვილის გამოჩენამ?

 

 

- ის, რომ ეს კაცი „რუხი კარდინალი" და ყველაზე გავლენიანი მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილთან ერთად, ამას ყველა აღიარებს, მტერიც და მოყვარეც. როგორც სახელმწიფო მოხელე, ის საკმაოდ ნიჭიერი პიროვნებაა, მაგრამ  ჩვენ რას ვეძახით წარმატებულ ჩინოვნიკს და სახელმწიფო მოღვაწეს? თუ სტალინს და მის შექმნილ რეჟიმს ვეძახით წარმატებულს, მაშინ შეგვიძლია, ადეიშვილი და სააკაშვილიც წარმატებულ მოხელეებად ჩავთვალოთ.



-ადამიანს, რომელიც მიუწვდომელი იყო მედიისთვის, მინისტრობის დროსაც კი, რაში დასჭირდა ახლა ამ ტიპის ინტერვიუს მიცემა?

 

 

-  ეს იყო სააკაშვლის დავალება, ხოლო სააკაშვილს რაში დასჭირდა, ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, ჩემი აზრით. პირველი ის, რომ კვლავ იმედი ჩაესახა და გაეღვივებინა მის მომხრეებში, რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან. მეორე ის, რომ თვითონ ზურაბ ადეიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის გაღვიძება დასჭირდა უკრაინისთვის და რაც მთავარია, იცოდა, რომ ამას მოჰყვბოდა მისი ტელევიზიის რეიტინგის აწევა. ასეც მოხდა, ყველამ უყურა ამ გადაცემას, მტერმაც და მოყვარემაც.



მოახდინა მათ ამომრჩეველზე გავლენა?

 


- ვერ ვიტყვი, რომ  დიდი შთაბეჭდლება მოახდინა, მაგრამ საკმაოდ დალაგებულად საუბრობდა,  სახელმწიფოებრივად მოაზროვნის იმიჯი ჰქონდა მორგებული და მე მგონია, რომ მას სჯერა - ის, რასაც აკეთებს, სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, სახელმწიფოსთვის ყველაზე მთავარი არის დემოკრატიული მართვა, რომელიც საკმაოდ რთულია და  იმიტომ ეძახიან ამ ხელისუფლებას უნიათოს, რომ ის არ ცდილობს იმ  ბერკეტების გამოყენებას, რასაც ის ხელისუფლება იყენებდა.



ეს ყველაფერი, თავის თავში, მაინც მათი მხარდამჭერების გასამხნევებლად იყო გაკეთებული. მათ გამოხატეს სურვილი დაბრუნების და აუცილებალად მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგის დაცემა ნამდვილად არ ნიშნავს „ნაციოანლების" რეიტინგის ზრდას.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016