საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე „რეპორტიორთან" 14 ივნისის სტიქიის შემდგომ, საბურთალოს რაიონში არსებულ მდგომარეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში, რომლის შესწავლა გეოლოგებმა დაიწყეს, რამდენიმე ოჯახი გამოსახლებულია და გამგეობის ორგანიზებით, სასტუმრობეში არიან გადაყვანილები.
მიქაუტაძის თქმით, ამ ტრაგედიის ჟამს მოხალისეები და ახალგაზრდობა გამგეობას გვერდში დაუდგა, რაც მისთვის მოულოდნელი და ამავდროულად სასიხარულო იყო.
„ბოლო მონაცემებით, ჩიქოვანის ქუჩაზე სახლების შლამებიდან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩიქოვანის ქუჩის პირველი სართულის მხცოვრებლები გადაყვანილი გვყავს ქირით. 18 ოჯახი, სულ 64 ადამიანი სასტუმროებში განვათავსეთ.
გუშინ მოსახლეობის დახმარებით, მოვახერხეთ მათთვის პირველადი მოხმარების საგნების, ტანსაცმელის გადაცემა. უღრმესი მადლობა მინდა მოვუხადო ყველას, იმიტომ რომ, ეს არის უპრეცენდენტო სოლიდარობის აქცია, რომელშიც ჩართული იყვნენ ახალგაზრდები. ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთი გულიანი ახალგაზრდობა გვყავდა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი თაობა იზრდება საქართველოში, რომლებიც 24 საათის განმავლობაში არ შორდებიან აქაურობას, და თვითორგანიზებულები არიან. ისინი გვეხმარებიან სახლებიდან შლამის გამოტანაში."- აცხადებს ბექა მიქაუტაძე.