reportiori.ge - ილია მეორე: მოვუწოდებ თბილისის ტაძრების წინამძღვრებს, სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებზე მფარველობა აიღონ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:56
რელიგია
ილია მეორე: მოვუწოდებ თბილისის ტაძრების წინამძღვრებს, სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებზე მფარველობა აიღონ...
ავტორი:
15 ივნისი, 2015. 22:47

 



 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტაძრების წინამძღვრებს მოუწოდებს, სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებზე მზრუნველობა აიღონ.



13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგებს პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში გარდაცვილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დაწყებამდე ქადაგებისას გამოეხმაურა.

 


 „შევთხოვთ უფალს, ნათელში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები. დღეს ჩვენ მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს, გაიზიარონ ეს მწუხარება და მიიღონ მონაწილეობა მის განკურნებაში. მინდა მივმართო თბილისის ტაძრებს და წინამძღვრებს, მოძღვრებს, აიღონ მფარველობა თითო ოჯახზე და ყურადღება მიაქციონ მათ გაჭირვების ჟამს", - ბრძანა პატრიარქმა.



გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან.





(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016