თბილისის საკრებულოს წევრი, დავით უთმელიძე „რეპორტიორთან" საუბარში სტიქიის შემდგომ არსებულ ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ საკრებულო ყოველდღიურ ღონისძიებებში, იქ, სადაც სასწრაფო ჩარევაა საჭირო, მონაწილეობას იღებს. თუმცა, ძირითადი მონახაზისა და სპეციალისტების მიერ დადებული დასკვნის გარეშე, დაზიანებულ ადგილზე მუშაობას ერიდებიან, რადგან ზუსტად ასეთმა ზედაპირულმა დამოკიდებულებამ მიიყვანა ვერეს ხეობის მოსახლეობა კატასტროფის წინაშე.
„გამომწვევი მიზეზების სრული ანალიზი ექსპერტებმა უნდა დადონ და მათ დასკვნას ველოდებით, რომ შემდეგ ჩამოვაყალიბოთ სტრატეგიული გეგმა, თუ რა ღონისძებები უნდა გატარდეს სტიქიის შედეგების სრულიად აღმოსაფხვრელად და რა თქმა უნდა, ინციდენტის განმეორების შემთხევევაში საზოგადოების დაცვის მხრივ.
თუმცა, პრევენციული ზომები ყოველდღიურად მიმდინარეობს. მერია, მუნიციპალიტეტი და საკრებულო ერთობლივად ვმუშაობთ. სანამ ექსპერტთა დასკვნა არ იქნება საბოლოო, გამომწვვევეი მიზეზების შესახებ, მანამდე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჯერ-ჯერობით ნაადრევია.
ტრაგედიამ გვაჩვენა, რომ თუ გეგმის მიხედვით ან კონკრეტული დასკვენის საფუძველზე არ განხორციელდა სამუშაოები, შეიძლება სავალალო შედეგები მივიღოთ.
მინდა გითრხათ, რომ საკრებულოს აპარატის ყველა თანამრომელი ფიზიკურად არიან ჩართულნი გამწმენდ სამუშაოებში. სადაც საჭიროა, შტაბებში მიდიან და მაჟორიტარები სტიქიით დაზიანებულ ადგილებში, მოხალისეებთან ერთად ფიზიკურად მუშაობენ. ყველა გადანაწილებულია ვაკისა და საბურთალოს რაიონში. კარგად იცით, რომ საკრებულოში 50 ადამიანია და აბსოლუტურად ყველა ჩართულია კონკრეტულ ღონისძიებებში, რაც ამ ეტაპზე შეიძლება გაკეთდეს.
ახლა ისეთი რეჟიმია, რომ ვერც ნახავთ ფაქტობრივად საკრებულოში ადამიანს, რომ ადგილზე იყოს."- განაცხადა დავით უთმელიძემ.