reportiori.ge - პატრიარქის რჩევა- დარიგებები ბავშვებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:39
რელიგია
პატრიარქის რჩევა- დარიგებები ბავშვებს...
ავტორი:
19 ივნისი, 2015. 21:12


 

 

ლოცვა რწმენით

ზოგს უკვირს, რა საჭიროა ლოცვა ავაზაკთა და ზნედაცემულთათვის, მაშინ, როცა ჩვენს დახმარებასა და ლოცვით შემწეობას, პირველ რიგში, სწორედ ისინი საჭიროებენ, თორემ კარგები უჩვენოდაც ხომ კარგები არიან?! თუ ხედავ, რომ ადამიანი იღუპება, დახმარების ხელი უნდა გაუწოდო, რათა მისი უკვდავი სული გადაარჩინო.


***

იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით, აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.



განსაცდელი და იმედი

არასოდეს არ უნდა დავკარგოთ იმედი, რადგან განსაცდელს უთუოდ სიხარული მოსდევს. წმიდა მამები ამბობენ, რომ როცა ბედნიერი ხარ და ხარობ, არ დაგავიწყდეს, რომ ამის შემდეგ შეიძლება უფალმა მწუხარება გამოგიგზავნოსო; ხოლო როცა განსაცდელი გაქვს, არ დაგავიწყდეს, რომ ამის შემდეგ სიხარული გელოდებაო. ასეთი მონაცვლეობებისგან შედგება ადამიანის ცხოვრება.


***

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ, ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება.



სიკეთე და ბოროტება

ბავშვებო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტება ბოროტებას ვერ განკურნავს. თუ ბოროტობას ბოროტებით გადაუხდი, ბოროტება ორმაგი გახდება... წამალი ბოროტებისა მხოლოდ ერთია - სამაგიეროს გადახდა სიყვარულითა და სიკეთით! მხოლოდ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს ძალუძს ბოროტების განკურნება. შეიძლება ბოროტებისათვის სხვას სამაგიერო არ გადავუხადოთ, მაგრამ გულში მაინც გვახსოვდეს იგი. ესეც დაუშვებელია. მართალია, ძნელია, მიყენებული ტკივილის დავიწყება, მაგრამ უფალს შეუძლია ჩვენი გულიდან აღმოფხვრას ხსოვნა წყენისა. ჩვენი სიყვარული კი მართლმადიდებლურ რწმენაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული.



***

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.



***

ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი.



***

არიან ადამიანები, რომლებიც ყოველივეს ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან - მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ითხოვს.


 

რატომ უნდა ვემთხვიოთ მოძღვარს ხელზე

ზოგჯერ მორწმუნეს ეკითხებიან: მოძღვარს ლოცვა-კურთხევისას ხელზე რომ ემთხვევი, ეს რა არის, მის მიმართ პატივისცემის გამოხატულება თუ რაღაც სხვა რამ? მოძღვრის ხელზე მთხვევა არავითარ შემთხვევაში არ არის მის მიმართ პატივისცემის გამოხატულება, ეს არის ღვთის თაყვანისცემა სულიწმიდის მადლის მიღებისას და ეს არის უდიდესი საიდუმლო. ამიტომ როცა გაქვთ საშუალება, სასულიერო პირს რომ დაინახავთ, აუცილებლად მიდით მასთან და აიღეთ ლოცვა-კურთხევა. სასულიერო პირი არის გამცემი სულიწმიდის მადლისა.



http://www.mshoblebi.ge



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016