reportiori.ge - მოხალისეები და წითელი ჯვრის წარმომადგენლები სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:24
ინტერვიუ
მოხალისეები და წითელი ჯვრის წარმომადგენლები სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან (ფოტორეპორტაჟი)
24 ივნისი, 2015. 11:32


ვაკე-საბურთალოს გამგეობაში უკვე მეოთხე დღეა, მოხალისეები და წითელი ჯვრის წარმომადგენლები სტიქიით დაზარელებულთა დასახმარებლად მუშაობენ. მათი ძირითადი საქმიანობა შემოწირული პროდუქტის დახარისხება და დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემაა. წითელი ჯვრის წარმომადგენლები გამგეობის თანამშრობლებთან ერთად ორგანიზებას უწევენ შემოწირული საქონლის აღრიცხვას, დახარისხებას და საჭიროების მიხედვით გადანაწილებას, ასევე მოხალისეების სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილებას და მათთვის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას (პირბადე, ხელთათმანები, ნიჩბები).


მერიის წარმომადგენლის ნანა ზედაშიძის თქმით, ამ დროისთვის ვაკე-საბურთალოს გამგეობაში ძალიან ბევრი მოხალისეა. მათ კოორდინაციას გამგეობის წარმომადგენლები უწევენ და საჭიროების მიხედვით სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებენ. ვაკე-საბურთალოს გამგეობა მოხალისეებს სამუშაოსთვის საჭირო ინვენტარით ამარაგებს.


 „ამ დროისთვის ვაკე-საბურთალოს გამგეობაში ძალიან ბევრი მოხალისეა, ჩვენ მათ ვუწევთ კოორდინაციას. ვანაწილებთ სწორი მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, თუ სად უფრო მეტი ადამიანია საჭირო ამ ეტაპზე. მათთვის გამოყოფილ ერთ-ერთ კარავში, უზრუნველვყოფთ მოხალისეების ინვენტარიზაციას. ვამარაგებთ ხელთათმანებით, პირბადით, ნიჩბებით, სასმელი წყლით და ა.შ.  ხელთათმანების და პირბადის გარეშე ამ ეტაპზე სამუშაოდ არავის უშვებენ.

 

წითელი ჯვრის წარმომადგენლები იბარებენ ტანსაცმელს, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს მოაქვს. გამგეობა იბარებს პროდუქტს, რასაც შემდგომ ვუნაწილებთ დაზარალებულ მოსახლეობას.

 

გამგეობაში იწერენ დაზარალებული ადამიანების მონაცემებს, მათ თავად შემოაქვთ განცხადება, რომ სჭირდებათ დახმარება, შემდგომ მათ პირადად გამგებელი ხვდება და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, დახმარება აღმოვუჩინოთ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლთა მისამართებიც არ ვიცით, ისინი თავად მოდიან ადგილზე და გამგეობაში ხდება მათი აღრიცხვა. ყველა შემთხვევაში დაზარალებული ადამიანები უნდა მოვიდნენ და აღირიცხონ ვაკის გამგეობაში", - აცხადებს მერიის წარმომადგენელი ნანა ზედაშიძე.


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი ქეთი გორდელაძე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ საუბრობს.


„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ვაკე-საბურთალოს გამგეობასთან ერთად მოსახლეობის შემოწირული ნივთებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პირველადი მოხმარების ნივთებს აფასოებს და დაზარალებულ მოსახლეობას გადასცემს.

 

არის შემთხვევები, როცა დაზარალებულები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან გამგეობაში, თავად მოდიან და გააქვთ მათთვის საჭირო ნივთები. არის შემთხვევბი, როცა ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ მათთვის საჭირო ნივთების მიტანას.

 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ჰყავს შესაბამისად მომზადებული მოხალისეები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სტიქიისგან დაზიანებული ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში", - აცხადებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი ქეთი გორდელაძე.


მოხალისეთა უმეტესობას სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეადგენენ, როგორც თავად ამბობენ, ისინი სტიქიის პირველივე დღიდან სხვადასხვა ტერიტორიაზე მუშაობენ. მათი ძირითადი სამუშაო შემოწირული ტვირთის გადმოზიდვა, დახარისხება, ტერიტორიის დალაგება და მოხალისეების სასმელი წყლით მომარაგებაა.


 „ვთვლით, რომ დღეს მოხალისეობა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. მესამე დღეა ვმუშაობთ. ახლა სვანიძის ქუჩაზე მივდივართ, აქამდე „მზიურში" ვიყავით და ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში ვმონაწილეობდით", - აცხადებს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე გვიანიძე.


 „გვიხარია, რომ მოხალისეობაში მონაწილეობის მიღების საშუალება მოგვეცა, ახლა სვანიძის ქუჩაზე მივდივართ და ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ. საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვედით, ჩამოსვლისთანავე მოხალისეობის სურვილი გამოვთქვით, უკვე მეორე დღეა აქ ვართ და როგორც შეგვიძლია ვეხმარებით სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას", - განაცხადეს თამარ და მირანდა დავითულიანებმა.


„სამი დღის განმავლობაში ვმუშაობდი „მზიურის" ტერიტორიაზე, დღეს ვაკის გამგეობაში გადმოვედი და აქ ვმუშაობ. სხვა მოხალისეებთან ერთად წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ტვირთის გადაზიდვაში ვეხმარები", - მოხალისე გიორგი ჭანტურია.


„უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე დაიდო განცხადება, დავინტერესდი, მონაწილეობის სურვილი გამოვთქვი და წამოვედი. მესამე დღეა ვმუშაობ, ჯერ მზიურის ტერიტორიაზე, შემდეგ ვაკის გამგეობაში", - სტუდენტი თორნიკე ჩხაიძე.



ვაკე-საბურთალოს გამგეობაში ამ დრომდე მიდიან ადამიანები, რომლებიც 13 ივნისის სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების სურვილს გამოთქვამენ, ესენი არიან მოხალისეები, სხვადასხვა კომპანიების, სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ჩვეულებრივი მოქალაქეები. სტიქიისგან მიყენებული ზარალი ძალიან დიდია და ადამიანური რესურსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მატერიალური და ფინანსური.


ვაკე-საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლები, მოხალისეებთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებთან ერთად აგრძელებენ მუშაობას სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016