reportiori.ge - თამაზ პაპიაშვილი: ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ სტიქიის შედეგად დაზარალდა, უფასოდ დავუმზადებ ავეჯს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:36
ინტერვიუ
თამაზ პაპიაშვილი: ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ სტიქიის შედეგად დაზარალდა, უფასოდ დავუმზადებ ავეჯს
24 ივნისი, 2015. 14:33


„ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ სტიქიის შედეგად დაზარალდა, უფასოდ დავუმზადებ ავეჯს. დამირეკეთ, ჩემი ნომერია 568 992 948" - 13 ივნისის სტიქიისა და ტრაგედიის შედეგად მრავალმა ადამიანმა გამოხატა უანგაროდ დახმარების სურვილი დაზარალებული ადამიანებისადმი, ამ სტატუსის ავტორიც ერთ-ერთი მათგანი გახლავთ... 51 წლის თამაზ პაპიაშვილი, რომელიც უკვე თხუთმეტ წელიწადზე მეტია, ავეჯის დამზადებითა და მინის ჭრითაა დაკავებული. ის რუსთავში ცხოვრობს და საკუთარი საამქროც რუსთავშივე აქვს გახსნილი, სადაც შეკვეთებს იღებს, ეს მისი საარსებო წყაროა. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.


- ბატონო თამაზ, მომხდარი სტიქიის შედეგად მრავალ დაზარალებულ ადამიანს შესთავაზეთ უანგარო დახმარება, ავეჯის დამზადება თქვენი საარსებო წყარო და საკმაოდ შრომატევადი საქმე გახლავთ. ამის მიუხედავად, ყველაფერი უკანა პლანზე გადაწიეთ და ამ დიდსულოვანი საქმის კეთების სურვილი გამოთქვით...


- გაჭირვებული ადამიანის მადლობა უფრო სუფთაა, ვიდრე ფული, თუმცა არც ფულის გარეშე შეიძლება არსებობა, ცხოვრებას რომ თავი დავანებოთ. მე ვიცი, რა არის ტკივილი, გაჭირვება და არ მინდა, გაჭირვებულ და გაუბედურებულ ადამიანებს ვხედავდე 21-ე საუკუნეში. ეს მცირედია, რისი გაკეთებაც შემიძლია ამ ადამაინებისთვის, მთელი სულით და გულით დავეხმარები მათ.


ჩვენ ყველა ტკივილს გავუძლებთ, თუ ერთად ვიქნებით და სტიქიასაც დავამარცხებთ.


მე არ მაქვს საშუალება, მასალა შევუძინო, ამასაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, თუ სახელმწიფო შეუძენს მასალას, ან რისი საშუალებაც გვექნება და იქნება, თითოეულ მათგანთან მივალ, ზომებს ავიღებ, მერე ადგილზე ავუწყობ და დავუმონტაჟებ. რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ და უდიდესი სიამოვნებით გავაკეთებ ამას.

 

- თუ დაგიკავშირდენენ დაზარალებული ადამიანები?


- დიახ, რამდენიმე ადამიანი უკვე დამიკავშირდა. მკითხეს, რამდენად შეესაბამებოდა ჩემს მიერ გამოთქმული ინიციატივა სიმართლეს, მეც დავუდასტურე.  მორიდებით მთხოვეს დახმარება, როგორც კი სადმე დაბინავდებიან ან ძველ სახლებში დაბრუნდებიან. ვპირდები, რომ ჩემს სიტყვას პირნათლად შევასრულებ.

 

- ბატონო თამაზ, სად შეისწავლეთ ეს ხელობა?

 

- როგორც გითხარით, ავეჯის დამზადებაზე 15 წელია ვმუშაობ, ხოლო მინის ჭრაზე - ოდნავ მეტი. მინის ჭრა რუსეთში შევისწავლე, საბჭოთა კავშირის დროს იქ ვიმსახურე. ავეჯის დამზადება ჩემით შევისწავლე, ახლობელი მუშაობდა და მას ვეხმარებოდი.


- ახლა კი, საკუთარი საამქრო გაქვთ, იღებთ შეკვეთებს.. ფაქტობრივად, ეს თქვენი და თქვენი ოჯახის საარსებო წყაროა...


- დიახ.. მე და ჩემი ახლობელი, ფაქტობრივად, ვისი შეგირდიც ვიყავი, ახლა ერთად ვმუშაობთ, ცალკე არ გავსულვარ. სახელოსნოს ფართი საკუტარი არაა, ქირას ვიხდი და კერძო შეკვეთებს ვიღებ. ოჯახური ერთობლიობით გაგვაქვს თავი.


- თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს საქველმოქმედო ინიციატივას?


- დადებითად. მათ ისედაც იციან ჩემი დამოკიდებულება მსგავს აქციებზე. ზოგადად ვთვლი, რომ მსგავსი ქმედებები ადამიანებს აერთიანებს და აძლიერებს.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016