სტიქიის შემდეგ, როდესაც დადგა სხვადასხვა პირის თუ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, მიხეილ მაჭავარიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა - თუ ბიძინა იტყვის, ლავრენტი ბერიას და ვასილ მჟავანაძესაც დაჰკითხავს პროკურატურაო... აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი „რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს:
„მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა უზრდელური განცხადება, რომელიც ყოველგვარ აზრს მოკლებულია! ის ცდილობდა, უზრდელობით გადაეფარა ის სერიოზული საკითხი, რაზეც რეალური პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ. უზრდელობით მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა „ნაციონალების" სტილია! ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტშიც, საზოგადოებრივი განხილვების დროსაც, მაჭავარიანი გამოირჩევა უზრდელური, არაკორექტული კომენტარებით, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
ეს არის მათი ინსტრუქცია - იძახონ, რომ ქვეყანას ბიძინა მართავს და ხელისუფლებას უნიათო ეძახონ!" - აცხადებს გიორგი ვოლსკი.