„ნაციონალური მოძრაობა" უნიათო ხელისუფლებად აფასებს მმართველ გუნდს... როგორ აფასებთ მათ ბრალდებებს?" - „რეპორტიორის" მიერ დასმულ ამ შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი პასუხობს.
„ნაციონალური მოძრაობის" მიერ დამუშავებულია და კარგად იციან, როგორ უნდა მოახვიონ საზოგადოებას და შთაუნერგონ, რომ არსებობს აქტიური მოქმედებების აუცილებლობა, როგორიც არის დაუფიქრებლად სახლების აშენება ყველა ქუჩაზე, ყველა უბანზე, ყველანაირი კონსტრუქციით, ოღონდ კი ფული შემოვიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები ქუჩაში უნდა დახოცო (თუმცა ბევრი მათგანი არ აღმოჩნდა კრიმინალთან დაკავშირებული), რომ უნდა გააუპატიურო და აწამო ადამიანები ციხეებში, მოსამართლეები თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ დამოკიდებულები ერთი ადამიანის ხუშტურებზე, სასამართლო პროცესები ორი-სამი თვე არ უნდა იწელებოდეს და გადაწყვეტილება მიღებული იყოს ორ წამში და ამის შემდეგ იქნება ქვეყანაში წესრიგი და დემოკრატია. და ამ ყველაფრის ანალიზი რომ გააკეთონ ახალგაზრდებმა, პარალელურად უნდა ჩაუნერგო მეორე სიტყვა - უნიათო.
როცა პასუხისმგებლობა გაქვს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, არ უნდა აჰყვე მათ პროვოკაციებს. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, რომელსაც ეფექტურად მიაჩნია უკანონო მოქმედებები. ხოლო, დანარჩენ, სხვა ყველა მოქმედებას მიიჩნევენ უნიათოდ!.." - აცხადებს ვოლსკი.