reportiori.ge - რატომ გააძვირა „Aray tomorrow“-მ ციფრული მაუწყებლობისათვის საჭირო სეთ-თოფ ბოქსები?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 02:48
საზოგადოება
რატომ გააძვირა „Aray tomorrow“-მ ციფრული მაუწყებლობისათვის საჭირო სეთ-თოფ ბოქსები?
ავტორი: ანა ნოდია
02 ივლისი, 2015. 11:41


მას შემდეგ, რაც  საქართველოში ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობა ციფრულმა მაუწყებლობამ ჩაანაცვლა, მომხმარებლები იძულებულნი გახდნენ, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის სეთ-თოფ ბოქსები შეიძინონ.


ციფრული მიწისზედა სატელევიზო სიგნალის მისაღებად საჭიროა ტელევიზორთან მისაერთებელი მოწყობილობა - ე.წ. „სეთ-თოფ ბოქსი", რომელიც უზრუნველყოფს როგორც სტანდარტული, ასევე მაღალი გარჩევადობის სიგნალების ანალოგურ ფორმატში გარდაქმნას.    



აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ერთ-ერთი მომხმარებელი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მან სეთ-თოფ ბოქსი დილის 11:00 საათზე 65 ლარად შეიძინა. რამდენიმე საათის შემდეგ კი, როდესაც მის ახლობელს დასჭირდა ასეთივე ბოქსის ყიდვა, ფასი 9 ლარით მომატებული დახვდათ.



„დილის საათებში, ჩემი ოჯახისთვის „aray tomorrow"-ში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტანდარტების თანახმად, სეთ-თოფ ბოქსი 65 ლარად შევიძინე. შეძენის დროს არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია, ფასიც ოფიციალურად იყო განსაზღვრული.

 

რამდენიმე საათში, ბოქსის ყიდვა ჩემს ახლობელს დასჭირდა. როდესაც ადგილზე მივედით, ფასი 9 ლარით დაგვხვდა გაზრდილი. პერსონალთან კითხვით მიმართვისას, თუ რატომ გაეზარდა ფასები რამდენიმე საათში ბოქსს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სჭირდება, მაღაზიაში მყოფმა კონსულტანტმა განგვიმარტა, რომ ეს სხვა მოდელი იყო. თუმცა მონაცემების შედარებისას აშკარად დავამტკიცეთ, რომ მოდელი ანალოგიური იყო იმისა, რაც მე დილით შევიძინე. მოგვიანებით კი შემომთავაზეს, რომ გაძვირებულ ბოქსს, პირადად მე, ძველ ფასში - 65 ლარად მომყიდდნენ",- განაცხადა მომხმარებელმა „რეპორტიორთან" საუბარში.



„რეპორტიორი" „aray tomorrow"-ს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს თინათინ დიდავას დაუკავშირდა:


„მომხმარებლების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მოხდა ისე, რომ დეფიციტი შეიქმნა სეთ-ბოქსებზე. შესაბამისად, ის მოდელი, რომელიც დილით იყიდებოდა, დამთავრდა და საღამოს გაყიდვაში სხვა მოდელები გაიშვა. ახალი მოდელები ფუნქციონალურადაც უკეთესი გახლდათ და სწორედ ამის გამო იყო განსხვავება ფასში. ჩვენთან იყო ყველაზე დაბალი ფასი, რაც შეგვეძლო შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის. შედარებით იაფფასიანი მოდელები გვექნება პარასკევიდან გაყიდვაში", - განაცხადა დიდავამ.  


თუ რატომ დაუკლეს „aray"-ს ერთ-ერთ ფილიალში მომხმარებელს ფასი, რომელმაც ანალოგიური სეთ-ბოქსი დილის საათებშიც შეიძინა, თინათინ დიდავა ამბობს, რომ აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობს და მომხმარებელს შეუძლია ამ დროს ცხელ ხაზზე დარეკვა:


„იქნებ კონკრეტულად გვითხრას ამ მომხარებელმა, რომელ მაღაზიაში უთხრეს ასეთი რამ. გავარკვევ ამ შემთხვევაში. მოგვმართონ მომხმარებლებმა, გვაქვს ქოლ ცენტრი. ასეთი პრეცედენტი ნამდვილად არ უნდა იყოს", - განაცხადა „aray tomorrow"-ს პრეს-სამსახურმა „რეპორტიორთან" საუბარში.


შეგახსენებთ, რომ ოჯახებს, რომლებსაც მხოლოდ ანალოგური სიგნალის მიმღები ტელევიზორები აქვთ, დასჭირდებათ ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურის - სეთ-თოფ ბოქსის შეძენა.


სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და მასზე ნაკლებია, მთავრობა შეისყიდის სერთიფიცირებულ სეთ-თოფ ბოქსებს და საქართველოს ფოსტის რაიონულ სერვის-ცენტრებში გადაანაწილებს.


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სეთ-თოფ ბოქსების მიტანას საცხოვრებელ ადგილზე.


დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ანალოგურის ნაცვლად ციფრული მაუწყებლობით სარგებლობს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016