reportiori.ge - ელიზბარ ჯაველიძე: ნახევარი ამერიკა „გაპედერასტებულია“, ახლა მსოფლიოს „გაპედერასტება“ უნდათ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:54
ინტერვიუ
ელიზბარ ჯაველიძე: ნახევარი ამერიკა „გაპედერასტებულია“, ახლა მსოფლიოს „გაპედერასტება“ უნდათ!
06 ივლისი, 2015. 18:16


„სიყვარული იმარჯვებს!" - აღნიშნული ტექსტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განცხადება აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხებოდა.

 

თეთრმა სახლმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე საგანგებო განცხადება ცისარტყელას ფერებში შეღებილი თეთრი სახლის ფოტოთი გამოაქვეყნა.

 

„ეს ამერიკისთვის გამარჯვებაა. ის ამტკიცებს, რომ მილიონობით ამერიკელი თანასწორია და უფრო თავისუფალი გახდა!" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

 

აშშ-ის ეს გადაწყვეტილება საქართველოში, სხვადასხვა წრეებში ვნებათაღელვის საგანი ხდება. ვისთვის მისაღები აღმოჩნდა, ვისთვის კიდევ, კატეგორიულად მიუღებელი.

 

„ბოდიში მომითხოვია ამ გამოთქმისთვის, მაგრამ აშშ-ს უნდა, რომ მთელი ქვეყანა „პედერასტების" სამყაროდ აქციოს!" - ამბობს ელიზბარ ჯაველიძე.

 

„რეპორტიორს" აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრა:

 

- მე, საერთოდ, ამერიკაზე გამაჩნია უარყოფითი აზრი. აშშ-ს თავისუფლების ქვეყნად მოიაზრებენ, მაგრამ ეს ქვეყანა რომ დემოკრატიულ ღირებულებებს სცემდეს პატივს, მიხეილ სააკაშვილს, დიქტატორს, „დემოკრატიის შუქურად" არ შერაცხავდა.

 

- ამერიკის ეს გადაწყვეტილება რას ცვლის დანარჩენი მსოფლიოსთვის, საქართველოსთვის?


- ამერიკის პოლიტიკა უმეტესწილად განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკას. მას უნდა, რომ ის გავრცელდეს მსოფლიოში, რაც მას უნდა. ყველაზე დიდი ურწმუნოება, უზნეობა, ღვთის გმობა... ამ ყველაფრის გამავრცელებელია ამერიკა და დღეს, ბოდიში მომითხოვია ამ გამოთქმისთვის, მაგრამ უნდა, რომ მთელი მსოფლიო „პედერასტების" სამყაროდ აქციოს.


ის შავი ყმაწვილი, ობამა, თავის დროზე ამბობდა, რომ მამაკაცებთან ჰქონდა ურთიერთობა. ამ ადამიანმა თავისი მოღვაწეობის ყველაზე დიდ გამარჯვებად მიიჩნია, რომ აშშ-ის ყველა შტატში დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება. ეს არის დამღუპველი მსოფლიოსთვის. ეს არის წარღვნა და შეგნებულად გაკეთებული.


მორწმუნე ადამიანისთვის, ადამიანი ღვთის ხატია და ამათ უნდათ, რომ ადამიანი ცხოველზე დაბლა დაუშვან. არ ფიქრობენ, ორი კაცი ან ქალი რომაა ცოლ-ქმარი, იქ ნორმალური ბავშვი როგორ გაიზრდება, იმიტომ, რომ ნახევარი ამერიკა „გაპედერასტებულია" ახლა მთელი მსოფლიოს „პედერასტებად" ქცევა უნდათ.  ჩვენ თავი დაგვანებონ, მიხედონ საკუთარ თავებს.  ჩვენს ოჯახებში და სულიერ სამყაროში ნუ აფათურებენ ბინძურ ხელებს. შეიძლება, სხვაგან გაუვიდეთ ეს ამბავი, მაგრამ საქართველოში არ გაუვათ.


როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, მაშინვე ვთქვი, რომ ამას მოჰყვებოდა ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებული ამბები. ეს საკითხი რომ გაიტანონ პარლამენტში, იმ წამსვე შეიკრიბება ხალხი და გაყრის მათ.

 

- პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა - ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობაო, რასაც ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური გამოეხმაურა და თქვა - ამ განცხადებით პრემიერი, ფაქტობრივად, მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაიცვან უმცირესობების უფლებები. ეს აბსოლუტურად პოპულისტური განცხადებაა, რომლითაც ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობა ხდებაო...


- პრემიერმა მსგავსი განცხადება ადრეც გააკეთა და ახლაც გაიმეორა იგივე. ეკა გიგაური, ეს ცხრაღობეზე გადამხტარი ქალი, მერაბიშვილის მიერ კაპიტნად ქცეული, როგორ უნდა ლაპარაკობდეს?! ან, ერთი გამახსენეთ, როდის უთქვამს ეკა გიგაურს ნორმალური რამ?!  არ მინდა ახლა, გიგაურზე რაღაც ფაქტები მოვყვე, კარგად იცის თვითონვე, რა ცხოვრებითაც იცხოვრა.

 

- „საია" აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ოჯახზე ჩანაწერი ვერ გაკეთდება. „როდესაც ორ ადამიანს სურს, რომ ერთად იყოს და ამას ქორწინება ერქვას, ამასთან სახელმწიფოს არაფერი ესაქმება. რა თქმა უნდა, კერძო პირებს, ეკლესიას შეიძლება ჰქონდეთ მოსაზრება, ეს მათი არჩევანია, მაგრამ სახელმწიფო და კანონი ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ყველა ადამიანის თანასწორობა მის წინაშე და სახელმწიფო პოლიტიკა თუ კანონმდებლობა არ შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც რაიმე ნიშნით, ვინმეს აფიქრებინებს, რომ ის არის მეორეხარისხოვანი ადამიანი და მოქალაქე. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციაში, რომელიც აღიარებს ადამიანთა თანასწორობას, ვერ გაკეთდება ვერანაირი ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას თანასწორობაზე და ქორწინებაზე", - თქვა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.

 

- ეს საია, საერთოდ,  სოროსის მიერ დაფუძნებული, ფულზე გაყიდული არასამთავრობოა, რომლის პოლიტიკაც იგივეა, რაც ამერიკის პოლიტიკა. ამათ  უნდათ, რომ სახელმწიფოს სისხლი გამოაცალონ და მთლიანად არასამთავრობოებმა მართონ ქვეყანა და ეს არასამთავრობოები, ჩვენ რომ გვყავს, საზიზღრობაა, წიგნი არ აქვს არც ერთს წაკითხული.


ესენი არიან პირწავარდნილი, ფულზე გაყიდული აგენტები! თუ ეს გიგაური, ლომჯარია და „საია" ხმას არ ჩაიწყვეტენ, ხალხი სადაც დაიჭერს მათ ალვის ხეზე ჩამოკიდებს.


ის კიდევ, კოჟორიძე, ამ „საიადან" რომ წავიდა, ვითომ დიდი მრჩეველია, რა პრეზიდენტიც ჰყავს, ისეთი მრჩეველი გვყავს. სირცხვილია! მარგველაშვილი, ახლა რომ ივანიშვიდლს უტევს,  ვერ დამარწმუნებს, რომ თავისი წინდების ქსოვით და იმ წერილებით, რომელიც მას აქვს გამოქვეყნებული, სადაც ქართველებს ავადმყოფ ერად აცხადებს, ეს კაცი ოდესმე პრეზიდენტი გახდებოდა.

 

- არსებულ ვითარებაში, რა პოზიცია უნდა დაიჭიროს ხელისუფლებამ?


- ხელისუფლებამ პირველ რიგში ხალხს უნდა უსმინოს, ხალხს და იმაზე კი არ უნდა იდარდოს, რას იტყვის ევროპა ან ამერიკა. ქართველი რას იტყვის, იმაზე იდარდოს. ამერიკამ ევროპა ქვეშევრდომად გაიხადა და მთელ მსოფლიოს აუპატიურებს. მე ასეთი არც ევროპა მინდა და არც ამერიკა! ამ ხალხს არც აქვს წაკითხული საერთოდ ევროპის კულტურა და არც ის იცის, რა არის საერთოდ ამერიკა. თავის დროზე მეც ვბეჭდავდი ამერიკაზე, მაგრამ მერე მივხვდი,  მეგონა სამოთხე და აღმოჩნდა ჯოჯოხეთი. რომელიც წამლავს მსოფლიოს. მათ შორის საქართველოს.


P.S. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა", - ასე გამოეხმაურა საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამერიკის გადაწყვტილებას: მიეცეთ უფლება ერთსქესიანებს სურვილის შემთხვევაში დაქორწინდნენ. 

 

ილია მეორე ამბობს, რომ უცხოელი სასულიერო პირებისთვისაც მიუღებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღის წინ ამოქმედებული კანონი.  პატრიარქი თვლის, რომ ადამიანები და სახელმწიფოები ხშირად უკანონობას აკანონებენ .

 

ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურად, აშშ-ის 36 შტატში ითვლებოდა.  ქვეყნის მთავარი მოსამართლის გადაწყვეტილებით, კანონი ამერიკის ყველა შტატში ამოქმედდება. შედეგი ორი ათეული წლის კულმინაციას წარმოადგენს. კანონი ძალაში სამ კვირაში შევა.

 

დღეს შტატებში 390-000-მდე ერთსქესიანთა ქორწინებაა დარეგისტრირებული. თუმცა, სხვა შტატებში მცხოვრები 700 000 წყვილი ვერ ახერხებდა ოფიციალურად ქორწინებას. ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი 2012 წლიდან მხარს უჭერდა აღნიშნული კანონის მიღებას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016