reportiori.ge - ირმა ინაშვილი: „ნაცმოძრაობას“ მარტივ მამრავლებად დაშლას ვულოცავ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:29
ინტერვიუ
ირმა ინაშვილი: „ნაცმოძრაობას“ მარტივ მამრავლებად დაშლას ვულოცავ!
ავტორი:
08 ივლისი, 2015. 15:14


ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვესაუბრებით „პატრიოტთა ალიანსის" გენერალურ მდივანს, ჟურნალისტ ირმა ინაშვილს.

 

- ქალბატონო ირმა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დღეს თუ ხვალ ამერიკა ჩვენც მოგვთხოვს! რას იტყვით?

 

- სამყაროში საოცარი პროცესები ხდება - ასე, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „გვარწმუნებს", ჰომოსექსუალიზმი დაავადება არ არისო! ხოლო, მეორე მხრივ, იგივე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „გვიმტკიცებს", რომ, თურმე, სიყვარული არის დაავადება! რაც ყველაზე საინტერესოა, სიყვარული გაიყვანეს იმ დაავადებათა რიცხვში, რომლებიც ხასიათდებიან რაღაცის აკვიატებით და ა.შ. მსოფლიოს ტვინს უბურღავენ და თავში უტენიან აზრს, რომ, თურმე, ოჯახი არის არა ქალისა და მამაკაცის, არამედ ორი ადამიანის ერთობა. უფრო შორსაც წავიდნენ - ამერიკულ და ევროპულ პრესაში უკვე წერენ, რომ ოჯახი აგრეთვე არის სამი მამაკაცის, სამი ქალის, ორი ქალისა და ერთი მამაკაცის თანაცხოვრება... სულ ცოტა ხნის წინათ ამერიკაში, ქალაქ ლას-ვეგასში, ამერიკელმა მოხუცმა ქალბატონმა თავის ძაღლზე იქორწინა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთადერთი სათქმელი მაქვს - ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაზიარებელი, აღმსარებელი და ქორწინებასთან და ოჯახთან მიმართებაში ვაღიარებ მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის აზრს, რომ ქორწინება და ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის თანაცხოვრება და სხვა არაფერი!


- ცოტა ხნის წინათ პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში შეიტანს ცვლილებას და ჩაწერს, რომ ოჯახი და ქორწინება არის ქალისა და კაცის ერთობა... როგორ ფიქრობთ, იმ ფონზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ირაკლი ღარიბაშვილი ამას მოახერხებს?

 

- პრემიერმა ეს აუცილებლად უნდა მოახერხოს! ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერის ამ ინიციატივას და მზად ვართ, რომ ამ საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმი გაიმართოს! დარწმუნებული ვარ, რეფერენდუმის შედეგები კარგად წარმოაჩენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციას, რომელსაც უმცირესობა ჩაგრავს. ერთი რამ ყველამ კარგად იცოდეს - სულ სხვა თემაა სექსუალური უმცირესობების დაცვა და სულ სხვა - ერთსქესიანთა ქორწინება, რომელსაც, პირდაპირ გეუბნებით, არ დავუშვებთ!


- მოგეხსენებათ, თუთბერიძემ ფეისბუქში საგანგებო გვერდი შექმნა - „მე მიყვარს ჩემი გეი პატრიარქი!" ამ ქალმა მსგავსი ბილწი საქმიანობა როდემდე უნდა განაგრძოს?

 

- შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფუნქციონირებს ე.წ. კიბერპოლიცია, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან უნდა გააქტიურდეს და მსგავსი სიბიძნურეების შემქმნელები, ჩვენი რწმენის შეურაცხმყსოფელები, უნდა დააპატიმრონ. როდესაც ჩემი ერის სულიერ მოძღვარს ამ ფორმით შეურაცხყოფენ, იმ „ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა" მეც უნდა დამიცვას. ერთს რომ დაიჭერენ და სერიოზულად დააჯარიმებენ, მეორე და მესამე ამ სისაძაგლეს აღარ ჩაიდენს!


- პოლკოვნიკ თეთრაძის მკვლელობაში ხელს ბაჩო ახალაიასკენ იშვერენ... ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი დამუქრებია თეთრაძის ქვრივს - ფრთხილად, შვილი გეზრდებაო! რა ხდება?

 

- თეთრაძის საქმე უნდა გახდეს სამაგალითო ფაქტი, რათა საქართველოში ვერავინ ვერასდროს შეძლოს ვინმეს წამება ან უდანაშაულო ადამიანისთვის ჯაშუშის იარლიყის მიკერება! არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასახელებენ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების რეჟისორებს. წამების რეჟისორი საქართველოშია და ეს გახლავთ ზაზა მჭედლიძე, რომელიც 2014 წლის დეკლარაციის თანახმად, ჯერ კიდევ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მოადგილედ და იყო მეგის ქარდავასა და ბაჩო ახალაიას კარის ჯალათი და მარჯვენა ხელი. მოიძიონ ზაზა მჭედლიძე და დაკითხონ! მჭედლიძეს თავის დროზე აქტიურად მფარველობდა კბილაშვილის პროკურატურა, უფრო კონკრეტულად - კბილაშვილის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ამის გამო არ მისცეს პასუხისგებაში. იქნებ დღეს მაინც აგებინონ პასუხი! რაც შეეხება ანი ნადარეიშვილს, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს თეთრაძის ქვრივს და შვილის სიკვდილით ემუქრება, 24 ივლისს იმდენი კაცი მივალთ თეთრაძის სასამართლოზე, ანი ნადარეიშვილი დაინახავს, დაუცველია თუ არა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის ოჯახი. სხვათაშორის, ჩვენ რომ არ გვეაქტიურა, პროკურატურას ძალიან გაუჭირდებოდა ბაჩო ახალაიასთვის ბრალის წაყენება ნავთლუღის სპეცოპერაციის ეპიზოდში. ახლაც ვიაქტიურებთ და ნურავის ექნება იმედი, რომ ამ საქმიდან გამოძვრება.


- ქალბატონო ირმა, სერგო რატიანი ნაცმოძრაობის აღმასრულებელ მდივნად დაუნიშნავთ... ეს დაახლოებით ის პოსტია, რაც თქვენ გიჭირავთ თქვენს პარტიაში. რატიანს კონკრეტულად მოიაზრებთ?

 

- რატიანს არანაირ კონკურენტად არ მოვიაზრებ, ხოლო ნაცმოძრაობას მარტივ მამრავლებად დაშლას ვულოცავ! მთელი საქართველოს მასშტაბით ნაცმოძრაობა ინგრევა, იშლება და მოვუწოდებ იმ პატიოსან ადამიანებს, რომლებიც შემთხვევით თუ შეუმთხვევლად აღმოჩნდნენ ამ პარტიაში - გამოდით ამ ბინძური სექტიდან და დაიწყეთ ახალი ცხოვრება!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016