reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: რუსთავის მე-16 დაწესებულებას ერთი ნაკლი აქვს, მიშა აკლია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:09
მთავარი თემა
ირაკლი ღარიბაშვილი: რუსთავის მე-16 დაწესებულებას ერთი ნაკლი აქვს, მიშა აკლია
ავტორი:
17 ივლისი, 2015. 03:43

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა დადებითად შეაფასა, მაგრამ მისი თქმით, ციხეს ერთი ნაკლი მაინც ჰქონდა, რადგან მას მიშა აკლდა.

 



პრემიერმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულების მოქმედ და ყოფილ მინისტრებს - გიორგი მღებრიშვილსა და სოზარ სუბარს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის ინიციტიავით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელეს.

 


„არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო ის ემოციური შთაბეჭდილება, რომელიც ყველას შეგვექმნა რუსთვის მე-16 ციხის ნახვით. ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის აბსოლუტურად რევოლუციური, იმიტომ, რომ ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ციხეებში - ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა პირდაპირი მნიშვნელობით და არავითარი ზრუნვა პატიმრებზე. ჩვენ არა მხოლოდ გარეთ მყოფ მოქალაქეებზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ პატიმრებზეც. დღეს სახელმწიფო ხარჯავს მილიონებს პატიმრების მკურნალობისთვის და თქვენ ნახეთ, რა მდგომარეობა იყო ციხეებში და რა მდგომრეობა არის ახლა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


მისი თქმით, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადრე ერთ ოთახში 40-მდე პატიმარი იმყოფებოდა, ხოლო უფრო დიდი ოთახებში - 150 მსჯავრდებული.

 



ღარიბაშვილის თქმით, რუსთავი მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოწყობილია სათამაშო მოედანი, ბიბლიოთეკა და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც პატიმრებს მომსახურება.
 „ამ ციხეში არიან ნაკლებად საშიში პატიმრები, ანუ ისინი, ვინც კარგად იქცევიან და დაადასტურეს, რომ გამოსწორების გზაზე არიან. ეს იქნება განსაკუთრებული მოტივაცია სხვა პატიმრებისთვის, რომ ისინიც მოხვდნენ ახალ დაწესებულებაში, მაგრამ ერთი ნაკლი მაინც აქვს ამ ციხეს, მე მგონი, მიშა აკლდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016